ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი: "ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ" - Marao

ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი: "ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ"

2026-02-17 12:31:11+04:00

"მადლობა ღმერთს და თქვენ, ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამას ვითხოვ! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!" - დაწერა სოციალურ ქსელში იზა ომაძემ, მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ. 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია, საქართველოს პროკურატურამ ამ ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას მიმართ ძებნას გამოაცხადებს. 

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, ბუსა ჟვანიას დედას, ნინო ჟვანიას მიმართავს: 

"მისმა დედამ ასეთი პირობა მომცა, თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი აღმოჩნდება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო. საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა" - ამბობს იზა ომაძე TV Pirveli - თან ინტერვიუში. 

iza-omadze

პირველი კომენტარი ნინო ჟვანიამ IPN-თან გააკეთა: 

„ძალიან მოულოდნელი იყო ახლა ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი იყო კაკულიასი და ჩვენებებშიც აქვს ეს ყველაფერი ნათქვამი - დანარჩენს რაც შეეხება, ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ" - სრულად

busa-zhvania