ქერა თმის მოვლა - პროდუქტი, რომელიც სიყვითლესა და ფერის გახუნებას ებრძვის - Marao

ქერა თმის მოვლა - პროდუქტი, რომელიც სიყვითლესა და ფერის გახუნებას ებრძვის

2026-02-18 12:25:41+04:00

ქერად შეღებილი თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. გაღიავების პროცესი ცვლის თმის სტრუქტურას, ხშირად აზიანებს და აშრობს ღერებს, რამაც გაუხეშება, მტვრევადობა და აფუება შეიძლება გამოიწვიოს. სწორი მოვლა მნიშვნელოვანია ფერის შენარჩუნებისთვისაც, რადგან იდეალურად შეღებილმა თმამაც კი რამდენიმე კვირაში ყვითელი ტონალობა შეიძინოს. 

პროფესიონალური მოვლის ბრენდები ქმნიან პროდუქტებს, რომლებიც ებრძვის სიყვითლეს და ხანგრძლივად უნარჩუნებს თმას პირვანდელ ფერს, თუმცა არსებობს შამპუნებიც, რომლებიც დამატებით დატენიანებასა და თმის გაჯანსაღებასაც უზრუნველყოფს. მათ შორის არის თმის მოვლის  იტალიური  ბრენდის, Raywell-ის („რეიველი“), სიყვითლის საწინააღმდეგო შამპუნი. 

varcxniloba

პროდუქტი განკუთვნილია ღია, ნაცრისფერი, ბუნებრივი ფერის და შეღებილი თმისთვის, ანეიტრალებს სიყვითლეს, მატებს თმას ბრწყინვალებასა და სიცოცხლისუნარიანობას, იცავს გახუნებისგან, კვებავს და ატენიანებს ღერებს, აადვილებს დავარცხნას.

შამპუნი არ აზიანებს თმის სტრუქტურას, უზრუნველყოფს კვებას და რაც მთავარია, აღმოფხვრის არასასურველ სიყვითლეს. Raywell-ს ევროპაში ათასობით მომხმარებელი ენდობა, მას თამამად იყენებენ თმის პროფესიონალური მოვლისას. თუ ქერა თმას ატარებთ, ეს შამპუნი თქვენი რუტინის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. 

varcxniloba

დამატებითი დეტალები, რაც ქერა თმის მოვლისას უნდა გავითვალისწინოთ:

  • რეკომენდებულია უსულფატო შამპუნის გამოყენება

სულფატიანი შამპუნი ხშირად ფერის გახუნების მთავარი გამომწვევი მიზეზი ხდება. Raywell-ის უსულფატო ფორმულები კი ნაზად ასუფთავებს სკალპს და თმას უნარჩუნებს პიგმენტს. 

გასათვალისწინებელია, რომ სიყვითლის საწინააღმდეგო შამპუნი კვირაში 1-2-ჯერ უნდა გამოვიყენოთ, შეღებილი თმისთვის განკუთვნილი უსულფატო შამპუნები კი  - საჭიროების შესაბამისად. 

  • დამატენიანებელი კონდიციონერი

ვინაიდან გაღიავებული თმა ადვილად კარგავს ტენს, მნიშვნელოვანია, რუტინაში დამატენიანებელი საშუალებები ჩავრთოთ. კონდიციონერი აღადგენს, ატენიანებს და არბილებს თმის ბოლოებს. შედეგად, მარტივდება ვარცხნა და თმა იბრუნებს ბზინვარებას.

  • თერმოდამცავი საშუალებები და თმის საშუალო ტემპერატურაზე გაშრობა

ფენი, უთო და სხვა მოწყობილობები დროთა განმავლობაში აშრობს და აზიანებს თმას. ეს განსაკუთრებით სწრაფად აისახება შეღებილ თმაზე.

რეკომენდებულია, როგორც ბუნებრივი ფერის, ასევე შეღებილი თმა გავიშროთ საშუალო ტემპერატურაზე და ყოველთვის გამოვიყენოთ თერმოდამცავი საშუალებები. 

ამასთან, თმას აზიანებს ცხელი წყალი და ულტრაიისფერი სხივებიც, შესაბამისად, მცირე ცვლილებები რუტინაში და ეფექტური პროდუქტების გამოყენება ჯანსაღ თმასა და სასურველ ფერს დიდი ხნით შეგვინარჩუნებს. 

Raywell-ის პროფესიონალური თმის მოვლის საშუალებების აღმოსაჩენად მიჰყევით ბმულს. 

R