თმის საღებავი ზღვის კოლაგენით, რომელიც თმის ღერებს აჯანსაღებს - Marao

თმის საღებავი ზღვის კოლაგენით, რომელიც თმის ღერებს აჯანსაღებს

2026-02-18 12:32:19+04:00

როგორც წესი, თმის შეღებვა ღერების გამოშრობასა და დაზიანებას იწვევს. წლებია, ბევრი ჩვენგანი პროცედურაზე უარს სწორედ ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად ამბობს, თუმცა უკვე არსებობს ფორმულები, რომელიც ფერის ცვლილებისას არათუ აზიანებს, არამედ აჯანსაღებს კიდეc თმის ღერებს. 

ასეთი ფორმულა შეიმუშავა იტალიურმა ბრენდმა Be Visible, რომელიც თმის ღებვის პროფესიონალურ პროდუქტებს აწარმოებს. მისი დაბალამიაკიანი ფორმულა თმას ანიჭებს ბუნებრივ, ფერებს, უზრუნველყოფს ჭაღარის 100%-იან ღებვას და გამოირჩევა მდგრადობით. 79 ჩრდილისგან შემდგარი პალიტრა კი არჩევანს გაგიმარტივებთ. რაც მთავარია, თითოეული პროდუქტი გამდიდრებულია ზღვის კოლაგენით, რაც თმას ბზინვარებასა და სირბილეს მატებს.

ზღვის კოლაგენი არის ინგრედიენტი, რომელმაც თმის მოვლის ინდუსტრიაში, ღებვის მიმართულებით, გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა. ტრადიციული, ცხოველური წარმოშობის კოლაგენისგან განსხვავებით, ზღვის კოლაგენი მაღალი ბიოშეღწევადობით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი მას გაცილებით მარტივად და ეფექტურად ითვისებს.

tmis-movla

ზღვის კოლაგენის სარგებელი თმისთვის:

  • სტრუქტურული აღდგენა და სიმტკიცე - ზღვის კოლაგენი მდიდარია ამინომჟავა პროლინით, რომელიც კერატინის ძირითადი კომპონენტია (კერატინი არის ცილა, რომლისგანაც თმა შედგება). ის აძლიერებს თმის ღერებს და აუმჯობესებს ელასტიკურობას, რაც იცავს მას გამოშრობისგან;

tmis-movla

  • ინტენსიური დატენიანება ხანგრძლივი დროით - კოლაგენი თმისთვის ბუნებრივი დამატენიანებლის როლს ასრულებს. ის თმის ღერებზე წარმოქმნის დამცავ ფენას, რაც ეფექტურ დატენიანებას უზრუნველყოფს;
  • აფუების საწინააღმდეგო მოქმედება - თმის შეღებვის შემდეგ გამოწვევაა აფუებული თმის მოვლა. აღნიშნულს კი ძლიერი გამოშრობა იწვევს. დატენიანებისა და თმის ღერების გაჯანსაღების ხარჯზე თმა ხდება უფრო „მძიმე“ და რბილი, რაც მას აფუებისგან იცავს;
  • ანტიოქსიდანტური დაცვა - ზღვის კოლაგენი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ებრძვიან ულტრაიისფერი სხივებისა და დაბინძურებული გარემოს მიერ წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს. შედეგად, თმას ჯანმრთელი და დატენიანებული იერი უნარჩუნდება;
  • ჯანმრთელი სკალპი - თმის მოვლა სწორედ სკალპიდან იწყება. ზღვის კოლაგენი კვებას თავის კანს და ამცირებს ქიმიური საშუალებებისგან გამოწვეულ დაზიანებას. შედეგად, ნაკლებია თმის ცვენის შანსი.

ამასთან, ზღვის კოლაგენი ამშვიდებს სკალპს და ფოლეკულებისთვის ქმნის იდეალურ გარემოს, რათა თმა გაიზარდოს და გაჯანსაღდეს. 

ზღვის კოლაგენით გამდიდრებული Be Visible-ის 5 პროდუქტი, რომელიც იდეალურად ღებავს და იცავს თმას:

tmis-movla

  • თმის საღებავი - ნებისმიერი ტონალობა 

ეფექტურად ღებვა, ღრმა დატენიანება, გაჯანსაღება - ასეთ შედეგს მიიღებთ Be Visible-ის თმის საღებავების სრული პალიტრიდან, რომელიც არ უნდა შეარჩიოთ. 

tmis-movla

  • სიყვითლის საწინააღმდეგო შამპუნი

შამპუნი სხვა პროდუქტების მსგავსად გამდიდრებულია ზღვის კოლაგენით და რეკომენდებულია ქერა/გაღიავებული თმისთვის. მასში არსებული რუხი და იასამნისფერი პიგმენტები თმას აშორებს არასასურველ სიყვითლეს, არ აუხეშებს და პირიქით - ატენიანებს ღერებს. 

შამპუნი გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.

tmis-movla

  • მკვებავი ნიღაბი

შეღებილ თმაზე, ერთი მხრივ, სიჯანსაღის და მეორე მხრივ, შედეგის შესანარჩუნებლად თმის ნიღბის გამოყენებაა რეკომენდებული. Be Visible-ის ეს თმის ნიღაბი გამდიდრებულია ბორის, არგანისა და ტაიტის ზეთით, ჰიდროლიზებული კერატინით, აბრეშუმის ცილებით, მორინგასა და ტკბილი ნუშის ორგანული ექსტრაქტით. ნიღაბი ღრმად კვებას თმას, ატენიანებს და უბრუნებს ბუნებრივ სტრუქტურას.

კვირაში რამდენჯერმე დაიტანეთ სველ თმაზე. გაითვალისწინეთ, რომ მისი ჩამობანა საჭირო არ არის. 

ნიღაბი გამომშრალ, დაზიანებულ და უსიცოცხლო თმას სიჯანსაღესა და ბზინვარებას დაუბრუნებს. 

tmis-movla

  • თმის ზეთი რესტრუქტურიზაციისა და ლამინირებისთვის

Be Visible-ის ეს ზეთი განკუთვნილია ღრმა ლამინირებისა და აღდგენისთვის. თმას ანიჭებს ჯანსაღ და ძლიერ ბზინვარებას. იდეალურია ხვეული და ტალღოვანი თმისთვის - გამოკვეთს კულულებს, ანიჭებს სირბილესა და ბზინვარებას. 

დაიტანეთ თმის სიგრძესა და ბოლოებზე, მოერიდეთ სკალპთან კონტაქტს. არ ჩამოიბანოთ. გამოიყენება თმის გაშრობის წინ ან გაშრობის შემდეგ.

tmis-movla

  • კერატინი თმის გაჯანსაღებისთვის

აბრეშუმის კერატინი Be Visible-ის უნიკალური პროდუქტია, რომელიც იცავს თმას ტენიანობისგან მიღებული ეფექტის, მაგალითად, აფუებისგან, ანიჭებს სიგლუვესა და ბზინვარებას. პროდუქტი გამოიყენება თმის გასწორების, ელასტიურობის გაძლიერების, ვარცხნისა და სტილისტური დამუშავების გამარტივებისთვის. იდეალურად არბილებს თმას.

პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის ან ვარცხნილობის მისაღებად. 

აღმოაჩინეთ იტალიური ბრენდის, Be Visible-ის სხვა პროდუქტები PSP-ში, მიიღეთ სასურველი ფერი და მიანიჭეთ თმას ბუნებრივი ბზინვარება. 

მეტი დეტალისთვის მიჰყევით ბმულს.

R