"ქალებმა ვიცით, რომ ცხოვრება არ უნდა გადადო, იმიტომ, რომ ბედნიერება მხოლოდ დიდ მიღწევებში არ არის" - ანა ტყებუჩავა ახდენილი ოცნებების შესახებ - Marao

"ქალებმა ვიცით, რომ ცხოვრება არ უნდა გადადო, იმიტომ, რომ ბედნიერება მხოლოდ დიდ მიღწევებში არ არის" - ანა ტყებუჩავა ახდენილი ოცნებების შესახებ

2026-02-19 11:43:08+04:00

"თეატრალურში რომ ჩავაბარე, იცით, რა ვიგრძენი? არაფერი... ისეთი გადამწვარი ვიყავი გამოცდებისგან, ახალი და სტრესული გარემოსგან, რომ ვერც კი მივხდი, რა მოხდა. ოპერის მიწისქვეშა გადასასვლელთან ვიდექით რამდენიმე გოგო და გაოცებული ვიმეორებდით "სტუდენტები ვარt?!" აი, ასე მივიღე პირველი და, ალბათ, ყველაზე ძლიერი ოცნების ახდენა ჩემს ცხოვრებაში.

პირველი ოცნება 18 წლის ასაკში ამიხდა, თეატრალურში ჩავაბარე. მაშინ მეგონა, რომ ეს ბედნიერება აღარსად წავიდოდა. ოცნებები ხდება, მაგრამ ყოველდღიურობა ხშირად არ გვაძლევს საშუალებას, ამით ბოლომდე დავტკბეთ. იმიტომ, რომ ცხოვრება კინო არ არის, აქ სცენარს არავინ გვიწერს, ეს უფრო იმპროვიზაციაა. ქალებმა ვიცით, რომ ცხოვრება არ უნდა გადადო, იმიტომ, რომ ბედნიერება მხოლოდ დიდ მიღწევებში არ არის, ის პატარა მომენტებშიც იმალება. აი, გაჩერდი და გახედე იმ პატარა გოგოს, ხედავ რამხელა ბედნიერებაა? ოცნებები ხდება, თუმცა ცხოვრება ყოველდღიურობაა. გადაღებულია!" - ამბობს ანა ტყებუჩავა.

ანა ტყებუჩავა

ანა ტყებუჩავა 1983 წლის 30 სექტემბერს დაიბადა. მსახიობი ტელეეკრანებზე პირველად სერიალ „შუა ქალაქში" ირაკლი ექიმის სტუდენტის როლში გამოჩნდა. თუმცა, საზოგადოების აღიარება და სახელი მაინც რეიტინგული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების" მთავარმა გმირმა ნინამ მოუტანა.

"ეს როლი მა­შინ მომ­ცეს, როცა 22 წლის ვი­ყა­ვი. თან ბავ­შვი შე­მე­ძი­ნა და ეს წლე­ბი ბევრ ემო­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ გავ­ხდი პო­პუ­ლა­რუ­ლი, ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. გა­მი­მარ­თლა იმა­შიც, რომ ამ ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - პო­პუ­ლა­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მო­ვი­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა სე­რი­ა­ლი და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბიც უნდა იყოს, მეტი და უკე­თე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად.

ჩვე­ნი სე­რი­ა­ლი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ქარ­თუ­ლი, ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლეს ასა­ხავს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. "ჩცდ"-ს ყვე­ლა­ნი "პირ­ველ შვილს“ ვე­ძა­ხით და მისი წარ­მა­ტე­ბა სიყ­ვა­რუ­ლია, რაც ამ ყვე­ლაფ­რის დიდი გა­მარ­თლე­ბაა. კი, ჩემი რო­ლიც მთა­ვა­რია. ჩემს გმირს, რა თქმა უნდა, თა­ნა­ვუგ­რძნობ, ბევრ რა­ღა­ცა­შიც არ ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ ლო­გი­კუ­რად მეს­მის მისი..." - ამბობდა ანა. 

ana-tyebuchava

ანას თქმით, მეუღლე, რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ბა­რა­მი­ძე მის ცხოვ­რე­ბა­ში სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც ორი ახლო მე­გო­ბა­რი და­კარ­გა და მძი­მე პე­რი­ო­დი ჰქონ­და.

„ჩვენ ოჯახ­ში ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი ხალ­ხი ვცხოვ­რობთ, დედა გუ­რუ­ლია და მამა - მეგ­რე­ლი. მეც ასე­თი ვარ, მაგ­რამ ლე­ვა­ნი ძა­ლი­ან წყნა­რია, არა­ვის აწუ­ხებს ისე აკე­თებს ყვე­ლა­ფერს. ამი­ტომ მისი გა­მო­ჩე­ნა ჩემ­თვის დიდი სიმ­შვი­დის მომ­ტა­ნი იყო, ისე მი­ვე­კა­რი, თა­ვად, მგო­ნი, არც გეგ­მავ­და სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბას. არ მომ­წონს, ძა­ლი­ან მო­ლა­პა­რა­კე და აქ­ტი­უ­რი მა­მა­კა­ცე­ბი. დინ­ჯი, სი­ტყვა­ძუნ­წი კა­ცე­ბი უფრო მომ­წონს და ჩემ­თვის ეს უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა.

ლე­ვა­ნი რომ გა­ვი­ცა­ნი, იმ პე­რი­ოდ­ში ორი მე­გო­ბა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა. რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, ავა­რი­ით და­ი­ღუპ­ნენ. ამ­ბო­ბენ, დრო მკურ­ნა­ლი­აო, მაგ­რამ იცით, რო­გო­რი წა­მე­ბი მქონ­და, რო­გორც კი თვალს ვა­ხელ­დი, მახ­სოვ­და, რომ ისი­ნი აღარ იყ­ვნენ და არ ვი­ცო­დი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა. ეს ჩემი მშობ­ლე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან მძი­მე დარ­ტყმა იყო“, - ამბობდა ანა. 

წყვილს ორი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს. როგორც სოციალური ქსელებით ირკვევა, ანა და მისი მეუღლე ლევანი შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ.