„შინაგანად მქონდა რწმენა, რომ მეყოლებოდა შვილი. მე და ღმერთს გვჯეროდა მარტო, სხვას აღარავის. დედაჩემი ხატების წინ ღმერთს ეხვეწებოდა, ნესტანის შვილს მომასწარი, ისე ნუ გამიშვებო. ბოლოს საერთოდ არავინ იცოდა, ისე გავიპარე. მეგობარი დამეხმარა და ფული მან მომცა. დავურეკე მეუღლეს და ვახარე. თავიდან ვერ იჯერებდა“, – ამბობს ქალი, რომელსაც დიდი ხნის შემდეგ ცხოვრების მთავარი ოცნება აუხდა და ნანატრი შვილის დედა გახდა.
"ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" სტუმარი, ნესტანი, შვილს 33 წლის მანძილზე ელოდებოდა. შვილის აყვანის მომლოდინეთა რიგში კი 13 წელს იდგა. შემდეგ მოულოდნელად გაიგო, რომ ორსულად იყო და მალე დედა გახდებოდა. იხსენებს, რომ ამ სასწაულის თითქმის აღარავის სჯეროდა. დიდი სიახლეც მხოლოდ ახლობლებს, მშობლებს, მეუღლესა და მულს გაუზიარა.