ბასილაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ პირადი ცხოვრების შესახებ: "ჩემი დაბრუნება და წარმატება კარლოტას დიდი დამსახურებაცაა" - Marao

ბასილაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ პირადი ცხოვრების შესახებ: "ჩემი დაბრუნება და წარმატება კარლოტას დიდი დამსახურებაცაა"

2026-02-19 14:24:54+04:00

"რუსთავი 2"-მა ნიკოლოზ ბასილაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ შემოგვთავაზა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა ბავშვობის, კარიერის მნიშვნელოვანი მომენტებისა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. 

ბავშვობა და განვლილი გზა

სპეციფიკური სპორტია ჩოგბურთი, მამაჩემს უყვარდა ძალიან და ხშირად უყურებდა, მაგრამ ჩემს ოჯახს არ ჰქონდა გამოცდილება ამ სპორტში. მიკვირს ხოლმე, რომ ყველანაირი გამოცდილების გარეშე დავიწყე პროფესიონალურად თამაში და აქამდე მოვედი, ადრეული ასაკიდან თუ არ დაიწყებ ვარჯიშს ჩოგბურთში, თითქმის წარმოუდგენელია, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდე. 

  • ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული ქართულად მღერის: არაჩვეულებრივი შესრულება და კადრები საქართველოდან

რთული პერიოდის გავლა მოგვიწია - დახურული კორტები მაშინ არ არსებობდა, კალათბურთელების დარბაზში ვვარჯიშობდი. დილის 7 საათზე მივდიოდი და 9-ზე - ვამთავრებდი. მერე სკოლაში მივდიოდი და საღამოს ისევ ჩოგბურთს ვვარჯიშობდი. 8 წლიდან დავიწყე ასე ვარჯიში, დარბაზში გათბობაც არ იყო, ფანჯრებიც კი ჩამსხვრეული იყო. 

21 წლის ვიყავი, როცა საქართველოში დავბრუნდი, მაშინ არ მყავდა მწვრთნელი, არ სასწაული შედეგები მქონდა, მაგრამ მჯეროდა ჩემი შესაძლებლობების. როცა დიდ მატჩებს ვატარებდი, ვხვდებოდი, რომ შემეძლო მოწინააღმდეგეების დამარცხება. მერე, ნელ-ნელა, ადამიანები, ვისაც ჩემი არ სჯეროდა, ჩამოვიშორე, იმიტომ, რომ მე მჯეროდა ჩემი თავის. 

რუსეთიდან, ყაზახეთიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნის ფედერაციიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ სულ მინდოდა, რომ ჩემი სახელის გვერდით, საქართველო დაწერილიყო. ეს არ შეიცვლება არასდროს. 

არიან ჩოგბურთელები, ისე ამთავრებენ კარიერას, რომ ერთი ტიტულიც არ აქვთ. ჩემთვის დიდი ტურნირი იყო ჰამბურგის, პრესტიჟული ტურნირია, ბევრს ნიშნავდა ეს გამარჯვება, რადგან ეს ფსიქოლოგიური ეტაპები უნდა გამევლო. ჰამბურგის შემდეგ პეკინის ტურნირიც მოვიგე მალევე. 

Indian Wells Open-ის ფინალში თამაში წარმოუდგენელი რამაა. კარგი თამაში ჩავატარე, ახლოს ვიყავი გამარჯვებასთან, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდი. ძალიან დასანანი იყო. 

basilashvili

კარლოტა ელენა და ნიკოლოზ ბასილაშვილი

კარლოტამ დიდი როლი ითამაშა ჩვენი გაცნობის დღიდან ჩემს კარიერაში, თვითონაც ჩოგბურთს თამაშობს, სულ ერთად ვემზადებით ტურნირებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კარლოტამ მასწავლა, ისაა, რომ ჩოგბურთი არ არის მთავარი. მთავარია, რომ სიამოვნება მიიღო პატარა დეტალებით, მაგალითად, გასეირნებით, სასიამოვნო საუბრით.

  • "40 ათას დოლარს მიხდის თვეში ნიკოლოზ ბასილაშვილი, რატომ არ უნდა გადამიხადოს, ვისზე ნაკლები ქალი ვარ?!" - ნეკა დოროყაშვილი ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზე 

კარიერაში იღბლიანი არასდროს ვყოფილვარ, მნიშვნელოვანი მატჩების თამაში სულ გამაყუჩებლებით მიწევდა. ახლა მყავს ფიზიოთერაპევტი, ჩემი მწვრთნელი კარლოტაა.  ჩემი დაბრუნება და წარმატება კარლოტას დიდი დამსახურებაცაა. 2026 წლისთვის ჩემი მიზანია, რომ ისევ 100-ეულში ვიყო და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგო. 

basilashvili