როზმარინისა და აბუსალათინის ზეთების ეფექტიანობა დროში გამოცდილია თმის ცვენის, დასუსტებული ღერებისა და გაღიზიანებული სკალპის სამკურნალოდ. თმის მოვლაში ისინი დღემდე შეუცვლელ ბუნებრივ საშუალებებად მიიჩნევა.
როზმარინის ზეთი იდეალურია თმის ზრდისა და გახშირებისთვის, აბუსალათინის ზეთი კი აძლიერებს სკალპსა და თმის ღერებს, ატენიანებს და აჯანსაღებს მას. მათი კომბინაციის ხანგრძლივად გამოყენებით კი თხელი, დასუსტებული და ხშირი ღებვისგან გამომშრალი თმის ტრანსფორმაცია რეალურად შესაძლებელია.
ზეთების შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ ისინი რაც შეიძლება ნაკლებ მინარევს უნდა შეიცავდეს და მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

როგორ უნდა გამოვიყენოთ როზმარინისა და აბუსალათინის ზეთები?
იქიდან გამომდინარე, რომ როზმარინის ზეთი საკმაოდ კონცენტრირებულია, მისი პირდაპირ სკალპზე დატანა რეკომენდებული არ არის. პროდუქტი უნდა გაზავდეს შედარებით მეტი რაოდენობის სხვა ზეთში, კერძოდ აბუსალათინში. ერთ სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს დაამატეთ 3-5 წვეთი როზმარინის ეთერზეთი, ნარევი ოდნავ შეათბეთ და ნაზი მასაჟის მოძრაობით შეიზილეთ სკალპსა და თმაზე.

ნარევის თანაბრად გადანაწილებისთვის ნელი მოძრაობით ჩამოივარცხნეთ თმა, გაიჩერეთ 30 წუთიდან 2 საათამდე და შემდეგ საფუძვლიანად ჩამოიბანეთ.
ეფექტის გასაძლიერებლად 1-2 წვეთი როზმარინის ზეთი შეგიძლიათ ჩაამატოთ შამპუნში, თუმცა თუ ცხიმიანი სკალპი გაქვთ, რეკომენდებულია, აღნიშნული ნარევით თმა კვირაში მხოლოდ 1-2-ჯერ დაიბანოთ.
თუ მხოლოდ აბუსალათინის ზეთის გამოყენებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ მას საკმაოდ სქელი კონსისტენცია აქვს და თმასა და სკალპზე უკეთ გადანაწილებისთვის შეგიძლიათ, ქოქოსის ზეთში შეურიოთ.

თუ ნატურალურ ზეთებს ეძებთ, იტალიური ბრენდის, „ეკვილიბრას“ 100%-ით ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული პროდუქტები საუკეთესო არჩევანია. აბუსალათინისა და როზმარინის ზეთები არ შეიცავს დამატებით მინარევებს, მოთავსებულია შუშის შეფუთვაში და მინიჭებული აქვს უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატები. პროდუქტები არ შეიცავს არც ვაზელინს და არც პეტროლატუმს. Equilibra არის იტალიური ბრენდი, რომელიც სპეციალიზდება ნატურალურ კოსმეტიკურ და საკვები დანამატების პროდუქტებში. კომპანია 1987 წელს დაარსდა და ქმნის ფორმულებს, რომლებიც აერთიანებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, აქტიურ ნივთიერებებს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს.მისი თმისა და კანის მოვლის პროდუქცია მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის ნედლეულზეა დამზადებული.
„ეკვილიბრას“ როზმარინისა და აბუსალათინის ზეთების კომბინაცია დაგეხმარებათ თმისა და სკალპის გაჯანსაღებასა და გამოცოცხლებაში. პროდუქტები მნიშვნელოვანი დამხმარე გახდება თმის ცვენის მკურნალობაშიც.
R