ის მისი ბოლო ცოლი იყო, თუმცა არა ბოლო მუზა - გიორგი ბალანჩივაძისა და ტანაკილ ლეკლერკის უცნაურად ტრაგიკული სიყვარული - Marao

ის მისი ბოლო ცოლი იყო, თუმცა არა ბოლო მუზა - გიორგი ბალანჩივაძისა და ტანაკილ ლეკლერკის უცნაურად ტრაგიკული სიყვარული

2026-02-20 15:13:26+04:00

ბალანჩინი ტანაკილ ლეკლერკით აღფრთოვანებულიც იყო და თავზარდაცემულიც, უბედურიცა და ბედნიერიც...

ტანაკილ ლეკლერკით ამერიკის მთელი საზოგადოება იყო აღფრთოვანებული. მისი ყოველი გამოსვლის შემდეგ თითქოს ახალი სახე იბადებოდა, ცოცხლდებოდა ანტიკურ სამყაროში დარჩენილი სრულყოფილება და გამომსახველობის ძალა ემატებოდა ადამიანის სულში დაბუდებულ სწრაფვას მშვენიერებისკენ. ამას, ალბათ, ისიც უწყობდა ხელს, რომ ტანაკილ ლეკლერკი ფრანგი ინტელექტუალის ოჯახში დაიბადა, ფიქრისა და ძიების გარემოში.

  • "დიდი არტისტები ღმერთებივით არიან, მაგრამ მარტოხელები" - გენიალური ვახტანგ ჭაბუკიანის უიღბლო სიყვარულის ამბავი

ფოტო, რომელიც ოლიმპოს მთაზე მდგარ ქალღმერთს და მის ფერხთით მოკალათებულ გმირებს მოგაგონებთ, ირვინგ პენმა გადაიღო ამერიკაში 1938 წელს. ტანაკილ ლეკლერკთან ჩამუხლული არიან: კორადო გაგლი, ვიტორიო რიეტი და ჯორჯ ბალანჩინი - გიორგი ბალანჩივაძე, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა ლეკლერკი. ის მისი ბოლო ცოლი გახლდათ, თუმცა, ბოლო მუზა - არა.

jorj-balanchini

ტანი ისეთი ნიჭიერი იყო, სტიპენდიაც კი დაუნიშნეს, ოღონდ ამერიკული ბალეტის სკოლაში ესწავლა. სწორედ იქ შეამჩნია ჯორჯ ბალანჩინმა. მაშინ 15 წლისა იყო. 17 წლისა უკვე ბალანჩინის დასში ცეკვავდა და თითქმის ყველა მთავარ პარტიას ასრულებდა.

  • "რუმბა 30 წლის წინ" - ცოლ-ქმრის, გოჩა ჩერტკოევისა და შორენა გაჩეჩილაძის კადრები და ბედნიერი ოჯახი

1952 წლის 1-ელ იანვარს ბალანჩინმა მას ხელი სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მაესტრო 25 წლით უფროსი იყო, ბალერინას ის თავდავიწყებით უყვარდა და უარი არ უთქვამს.

1956 წელს ბალანჩინის დასი კოპენჰაგენში იყო გასტროლებზე. 27 წლის ტანი მოულოდნელად ცუდად გახდა. საავადმყოფოში გაირკვა, რომ მას პოლიომიელიტი ჰქონდა და ექიმების თქმით, ვეღარასდროს გაივლიდა. მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ამბავი. ბალანჩინმა ერთწლიანი შვებულება აიღო და ვინ იცის, როგორ გამოიტირა საკუთარი ბედნიერება... წაიკითხეთ სრულად