მომღერალ ირაკლი ნოზაძის ოჯახს საზოგადოება კარგად იცნობს. ირაკლის მეუღლე ია დუდაშვილია. წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავს. მათი უფროსი ქალიშვილი, ნია, უკვე წლებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ვიდეოები სოციალურ ქსელში მილიონობით ნახვას აგროვებს.
ია დუდაშვილი ცოტა ხნის წინ ქეთი მაცაბერიძის პოდკასტის "ჩვენთან ოჯახში" სტუმარი იყო, სადაც დედობაზე ისაუბრა.
ია: ლაქტაცია არ არის მხოლოდ კვება. თუ შენ ამისგან იღებ სტრესს, შეუძლებელია, რომ ბავშვმა მიიღოს სარგებელი.
წამყვანი: როცა ამბობენ, მე უფრო ვიტანჯე და უფრო რთული გზა გამოვიარე და მე უფრო კარგი დედა ვარ...
ია: მე რომ ვცდილობ, რომ შენზე უფრო კარგად წარმოვაჩინო ჩემი თავი და ზემოდან გადმოგხედო... აი, რატომ მიჩნდება მე ეს სურვილი?
წამყვანი: რას ეტყოდი იმ დედებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საკმარისად კარგი დედები არ არიან?
ია: ჩვენი შინაგანი ხმა შეიძლება იყოს კრიტიკული, მკაცრი... უკეთეს შემთვევაში, მხარდამჭერი... ნებისმიერი დედა შვილს აძლევს იმას, რისი რესურსიც აქვს.
გადაცემის სრული ვერსია, სადაც ია დუდაშვილი უფრო ვრცლად ისაუბრებს ამ თემებზე, 3 მარტს დაიდება.

ია დუდაშვილი და ირაკლი ნოზაძე
ირაკლი ნოზაძე იამდე რამდენჯერმე იყო დაოჯახებული, მაგრამ მისმა ურთიერთობებმა დიდხანს არ გასტანა. ამჟამად იას და ირაკლი ბედნიერი ოჯახი აქვთ და ამის დასტური მათი შვილებია. ია ამბობს მართალია წყვილმა კრიზისულ სიტუაციაშიც იყო, მაგრამ ერთად ყველაფერს გაუმკლავდნენ
"ჩვენ გვქონდა პრობლემები ურთიერთობაში და ამ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. გადაფასება მოხდა... ყველაზე მთავარი, რაც იმ ორწლიანმა პერიოდმა მასწავლა, არის ის, რომ ჩვენი ეგოიზმი ორივეს ხელს გვიშლიდა ურთიერთობების დალაგებაში. როდესაც ეს გვერდზე გავწიეთ და ერთმანეთზე ზრუნვა დავიწყეთ, მაშინ დაიწყო ურთიერთობების დალაგება.ამავდროულად, მეგობრებთან ვსაუბრობდი ძალიან ბევრს. ვეძებდი მრჩეველს ან იმას, ვინც დამეხმარებოდა ამ ურთიერთობების მოგვარებაში. ამ დროს დავრწმუნდი, რომ ეს გზა ჩემი გასავლელია. ასევე დავრწმუნდი, რომ ჩემი მთავარი მეგობარი არის ჩემი მეუღლე", - ამბობს ია.

ია დუდაშვილსა და ირაკლი ნოზაძეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. ზრდიან სამ უსაყვარლეს შვილს, ნია, დანიელ და სიდონია ნოზაძეებს და მათი ოჯახური კადრები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ია შესანიშნავი დედაა, აქტიურადაა ჩართული ბავშვების აღზრდაში და მისი მიდგომა შვილებისადმი ბევრი დედისთვის სამაგალითოა.