მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი ქორწინების 6 წელს აღნიშნავენ. „ჩემო მიხო, დღეს უფრო ძლიერ მიყვარხარ, გილოცავ ჩვენი ქორწინების 6 წლის თავს“, – წერს მაკა და მათი ქორწილის კადრებს აზიარებს.
მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი
მაკა ზამბახიძე 1983 წლის 16 მარტს, თბილისში დაიბადა. 2005 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის (ახლანდელი ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი) საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. სიმღერა 7 წლიდან დაიწყო, ჯილდოც დაიმსახურა - „ოქროს მართვე”, რომელიც ცნობილმა მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა გადასცა სიმღერისთვის „ამ პატარას, იმ პატარას“.
მიხეილ ჩოხელი 1992 წლის 7 აპრილს დედოფლისწყაროში დაიბადა და გაიზარდა. ის სოფელ ზემო ქედიდანაა და საშუალო განათლებაც ამ სოფელში, ზემო ქედის #2 საჯარო სკოლაში მიიღო. სპორტული ცხოვრება მან მცირე ასაკიდან დაიწყო, რის გამოც ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცეოდა. მოგვიანებით მიხეილ ჩოხელს, როგორც ძიუდოისტს, არაერთი წარმატება ჰქონდა.
მაკა ზამბახიძემ 2007 წელს გაიმარჯვა პროექტში „იმედის ტალღა“. 2008 წელს წარმატებული აღმოჩნდა მისი მონაწილეობა პროექტში „ნუცას სკოლა“. 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ერთად შექმნა „დუეტი ჯორჯია“ და ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს.
ბოლო წლებია სოლო-კარიერით დაკავდა, თუმცა „დუეტი ჯორჯია“ ნამდვილი ტრამპლინი იყო. ერთ-ერთ წარმატებულ სინგლად სიმღერა „ესა-მესას“ ასახელებს. 2015 წელს წამყვანის ამპლუაშიც მოგვევლინა და ცნობილ ტელესახე და მსახიობ დუტა სხირტლაძესთან ერთად მიჰყავდა შოუ „ორი ვარსკვლავი“. დაწყებული აქვს მზადება სოლო-ალბომისთვის, ასევე ჩამოაყალიბა ბენდი „მაკა ზამბახიძე და ნონსტოპი“. აღსანიშნავია, რომ ბენდში ბექვოკალი მისი ქალიშვილი სალომე ჩიტაძეა. ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია.
მომღერლის პირველი ქმარი მუსიკოსი ნოდარ ჩიტაძე იყო. ის ამჟამად ანსამბლ "აკაპელა-საქართველოს" სოლისტია და მოსკოვში ცხოვრობს. მაკას და ნოდარს ერთი ქალიშვილი, სალომე ჰყავთ.
მომღერლის მეორე ქმარი ბანკირი ვახო ჭუმბურიძე იყო. მათი ოჯახური ცხოვრება 5 წელზე მეტხანს გაგრძელდა. წყვილი ერთმანეთს 2015 წელს დაშორდა. ვახომ მეორედ იქორწინა.
მომღერალმა მაკა ზამბახიძემ და მისმა რჩეულმა მიხეილ ჩოხელმა ურთიერთობა 2020 წლის შუა პერიოდში გააოფიციალურეს. წვეულება ვიწრო წრეში გაიმართა და მხოლოდ ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. მაკა და მიხეილი რა ხანია ერთად ცხოვრობენ და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ. მათი ტანდემი ბევრს მოსწონს, გულშემატკივრობენ და თბილი სიტყვებით ავსებენ.