"ძალიან გაფასებ, ჩემი გული ახლა და სამუდამოდ შენ გეკუთვნის" - ლიკუნა ქორქიას ემოციური წერილი მეუღლეს - Marao

"ძალიან გაფასებ, ჩემი გული ახლა და სამუდამოდ შენ გეკუთვნის" - ლიკუნა ქორქიას ემოციური წერილი მეუღლეს

2026-02-23 13:00:06+04:00

ლიკუნა ქორქია მეუღლეს, ბიზნესმენ გიორგი ასლამაზაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.  ლიკუნა მეუღლესთან ერთად სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება, თუმცა ეს დღე გამონაკლისია - მან ფოტოებთან ერთად, ემოციური წერილიც გააზიარა: 

"მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი, მადლობა, რომ ყოველთვის მიგებ, მადლობა, რომ ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ხარ, მადლობა, რომ ზრუნავ ჩემზე. ძალიან გაფასებ, ჩემი გული ახლა და სამუდამოდ შენ გეკუთვნის. გილოცავ დაბადების დღეს", - წერს ლიკუნა ქორქია მეუღლის, გიორგი ასლამაზაშვილის შესახებ. 

qorqia

ლიკუნა ქორქიას ოჯახი და კარიერა

ლიკუნა ქორქია ცნობილი ქართველი მოდელი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებაში თავისი სილამაზით, დახვეწილი სტილითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მისი კარიერა მედიასა და მოდის სფეროში წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის უფრო მეტად იცავს პირად სივრცეს, ნაკლებად ჩნდება კამერების წინ და მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობით შემოიფარგლება. 

  • ლიკუნა ქორქიას დიდი ბედნიერება და ფოტოები შვილთან ერთად

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიკუნა ქორქიამ მეორედ იქორწინა. მისი რჩეული ბიზნესმენი გიორგი ასლამაზაშვილია.

"დიახ, გი­დას­ტუ­რებთ, რომ და­ვო­ჯახ­დი. ჩემი მე­უღ­ლე გი­ორ­გი ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლია. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან ახა­ლია, ვფიქ­რობ, ჩემს გარ­შე­მო ბევ­რი თქვენ­გან გა­ი­გებს ამ ამ­ბავს. ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, ბედ­ნი­ე­რად, მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თავს. რაც მთა­ვა­რია ძა­ლი­ან კარ­გად ვართ, ბედ­ნი­ე­რად და კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს და მრა­ვალ­ფე­რო­ვანს გავ­ხდით ერ­თად ჩვენს ცხოვ­რე­ბას", - თქმა ლიკუნამ AMBEBI.GE-ისთან კომენტარში.

qorqia

წყვილი ცოტა ხნის წინ ვაჟის მშობლები გახდნენ. პატარას დუდა დაარქვეს.

ლიკუნა ქორქია ფართო საზოგადოებამ პირველად ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ გაიცნო. მისი კარიერა მოიცავდა როგორც ტელეწამყვანობას, ასევე მოდელობას. მისი და, ანუკი ქორქია, ასევე ცნობილია მედიის სფეროში, რაც კიდევ უფრო ზრდიდა დების მიმართ ინტერესს.​

  • ვინ არის ანუკი ქორქიას მეუღლე და როგორია ის დედის ამპლუაში: მშვენიერი ტელეწამყვანი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავს

ლიკუნა ქორქიას სტილი ხშირად განიხილება, როგორც ელეგანტური და დახვეწილი. მისი ფოტოები სოციალურ ქსელებში ხშირად იწვევს დადებით გამოხმაურებებს. ლიკუნა ხშირად მოგზაურობს, განსაკუთრებულად ზრუნავს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე და რჩევებს საკუთარი გამოცდილებიდან მეგობრებსაც უზიარებს.