"ჩვენი უღელი 7 წლისაა" - შვილის 4-წლიანი მოლოდინი, ბედნიერი ოჯახი და ცხოვრება ქალაქისგან შორს - Marao

"ჩვენი უღელი 7 წლისაა" - შვილის 4-წლიანი მოლოდინი, ბედნიერი ოჯახი და ცხოვრება ქალაქისგან შორს

2026-02-24 11:10:37+04:00

ნუცა ცისკარიშვილს სოციალური მედიის მიმდევარი ბევრი ადამიანი იცნობს. მან მისი განსხვავებული სტილით მალევე დაიმსახურა ხალხის სიყვარული. 

ნუცა ოტია იოსელიანის შვილიშვილის, უმცროსი ოტია იოსელიანის მეუღლეა. წყვილი წლებია უკვე წყალტუბოში, მწერლის დახლში ცხოვრობს და სწორედ აქედან ეწევიან ადგილის პოპულარიზაციას. 

ცოტა ხნის წინ წყვილმა ქორწინების შვიდი წლის იუბილე აღნიშნა. წყვილმა ქორწილი ტრადიციული მოტივებით აღნიშნა.

"ჩვენი უღელი 7 წლისაა. კიდევ მრავალი წელი გვეტარებინოს ღირსეულად, ერთობით, შრომითა და სიყვარულით," - წერს ნუცა და ქორწილიდან ფოტოებს აქვეყნებს.

otia-nutsa

otia-nutsa

otia-nutsa

otia-nutsa

otia-nutsa

otia-nutsa

ნუცა ცისკარიშვილი

ნუცა ცის­კა­რიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს ჰგავს, ისეთ ზღა­პარს, რო­მელ­ზეც ხში­რად გო­გო­ნე­ბი ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბო­ბენ. მე­ო­რე კურ­სზე იყო, რო­დე­საც გა­და­წყვი­ტა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა თავ­ზე წაკ­რუ­ლი მან­დი­ლით გა­მო­ე­ხა­ტა. თა­ვი­დან ყვე­ლას დრო­ე­ბი­თი გა­ტა­ცე­ბა ეგო­ნა, ოჯა­ხი კი ხალ­ხის არცთუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რებ­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. გო­გო­ნას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამ იმი­ჯით და­ო­ჯა­ხე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და და გო­გო­ნა მან­დი­ლით ცნო­ბი­ლი მწერ­ლის, ოტია იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის, უმ­ცრო­სი ოტი­ას მე­უღ­ლეა. 

წყვი­ლი ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ და­სახ­ლდა წყალ­ტუ­ბო­ში, მწერ­ლის კარ-მი­და­მო­ში და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი. თა­ვი­დან ნუცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვერ­დით "ოტი­ას ეზო­თი“ გა­იც­ნო, სა­ი­და­ნაც მუ­დამ მოღი­მა­რი მან­დი­ლი­ა­ნი გო­გო­ნა გა­მომ­წე­რებს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს უზი­ა­რებ­და.

მალე მიხ­ვდა, რომ პი­რა­დი სივ­რცეც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და ახა­ლი გვერ­დი "ნუ­ცას დღი­უ­რი“ გა­ა­კე­თა, სა­დაც უკვე ასი ათას­ზე მეტი "მეგ­ზუ­რი“ ჰყავს. ასე ეძა­ხის ნუცა თა­ვის გა­მომ­წე­რებს, რო­მელ­თაც ბოლო ორი თვეა შეც­ვლილ როლ­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე უყ­ვე­ბა. ოტი­ას და ნუ­ცას ოთხი წლის შემ­დეგ ნა­ნატ­რი შვი­ლი, დაჩი იო­სე­ლი­ა­ნი შე­ე­ძი­ნათ