"რა დაემართა როზის სახეს?" - რატომ გამოიწვია ხალხის შეშფოთება მოდელის გამოჩენამ - Marao

"რა დაემართა როზის სახეს?" - რატომ გამოიწვია ხალხის შეშფოთება მოდელის გამოჩენამ

2026-02-24 13:00:36+04:00

ცოტა ხნის წინ, Vouge Australia-ს იუთუბ არხზე მოდელი როზი ჰანტინგტონის ინტერვიუ გამოქვეყნდა. მოდელის გამოჩენამ და მისმა ცვლილებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 

"რა დაემართა როზის სახეს?", "ის განსხვავებულად გამოიყურება", "როდესაც შენი Instagram-ის ფოტოები არ ემთხვევა პირდაპირი ეთერის რეალობას" - აღნიშნავდნენ კომენტარებში.

ზოგიერთმა მომხმარებელმა ეჭვი შეიტანა და აღნიშნავდნენ, გაიკეთა თუ არა მოდელმა კოსმეტიკური პროცედურები. 

"რა დაემართა მის სახეს? ვიფიქრე: ეს როზია? არანაირად არ არის, რადგან ასეთი არ იყო. შემდეგ წავიკითხე წარწერა და როდესაც დავინახე, რომ ეს როზია, ვიფიქრე: რა დაემართა მას? ღმერთო ჩემო, ის ულამაზესი იყო, სახეზე ბოტოქსი აქვს?" - წერდნენ გულშემატკივრები.

rosie-huntigton

ცვლილება როზი ჰანტინგტონ უიტლის სახეზე მართლაც თვალსაჩინოა, თუმცა ბულინგი, რაც მან გარეგნობის გამო მიიღო - ნამდვილად დაუმსახურებელი. 38 წლის მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება, წლების მატება, კი, რა თქმა უნდა, ცვლის ადამიანის როგორც შინაგან, ისე გარეგან მდგომარეობას - ამაში ტრაგიკული არაფერია.

ეპოქაში, როცა უსაფრთხო პლასტიკური თუ კოსმეტოლოგიური ჩარევა მარტივად ხელმისაწვდომია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ისე გარდაქმნას საკუთარი თავი, როგორც სურს. მიდგომები, სურვილები და შესაძლებლობები ყველა ქალის შემთხვევაში განსხვავებულია, თანამედროვე სამყაროში კი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მივიღოთ ადამიანები ისეთებად, როგორებიც ისინი არიან და ნაკლები დრო დავუთმოთ ისეთ უმნიშვნელო დეტალებს, როგორიც გარეგნობის კრიტიკა. 

როზი ჰანტინგტონი

დაიბადა 1987 წლის 18 აპრილს, ინგლისის ქალაქ პლიმუთში. კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა სააგენტომ აღმოაჩინა. მისი პირველი მნიშვნელოვანი სამუშაო იყო ბრენდი Levi's-ის რეკლამაში. როზიმ მალე მიიქცია ცნობილი მოდის სახლების ყურადღება და მონაწილეობა მიიღო ისეთ დიდი ბრენდების კამპანიებში, როგორიცაა Abercrombie & Fitch, Burberry და Victoria's Secret.

როზი ჰანტინგტონ-უაითლი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახეა თანამედროვე მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაში. მან კარიერა დაიწყო როგორც მოდელმა, თუმცა დროთა განმავლობაში მისი ინტერესები ბევრად უფრო გაფართოვდა  ის წარმატებით მოღვაწეობს კინოში, ბიზნესში და არაერთი ცნობილი ბრენდის სახეა.

მოდელობა 16 წლის ასაკში დაიწყო და მალევე გახდა საერთაშორისო ბრენდების საყვარელი სახე. მის ყველაზე დიდ წარმატებად ითვლება თანამშრომლობა Victoria’s Secret-თან, სადაც 2009 წელს ერთ-ერთ მთავარ “ანგელოზად” აირჩიეს.

rosie-huntigton

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად: რა ფოტოებს აქვეყნებს ჩოგბურთელი 

მოდელის კარიერასთან ერთად, როზი ასევე აქტიურად მუშაობს კინოში. მისი ყველაზე ცნობილი როლი იყო 2011 წლის ფილმში Transformers: Dark of the Moon, სადაც მან მიკაელა ბეინსის როლი ითამაშა. ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2015 წელს გამოსულ Mad Max: Fury Road-ში. 

როზიმ შექმნა საკუთარი კოსმეტიკური ხაზი Rose Inc., რომელიც სპეციალიზებულია სუფთა და ბუნებრივ პროდუქტებზე.  2011 წლის ივლისის მდგომარეობით, ჰანთინგტონ-უაიტლი "ტოპ 20 ყველაზე სექსუალური მოდელის" სიაში მესამე ადგილს იკავებდა.

როზი ჰანტიგტონის ოჯახი

კარიერის გარდა, დიდ ყურადღებას იმსახურებდა მოდელი პირადი ცხოვრებაც: 2010 წლიდან ის ურთიერთობაშია მსახიობ ჯეისონ სტეტჰემთან, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. 

წყვილმა ერთმანეთი 2010 წელს გაიცნო - მათ შრის 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. 2013 წლის ივლისში გავრცელდა ჭორი, რომ ჰანთინგტონ-უაიტლიმ მიიღო სასურველი ბეჭედი Statham-ისგან. თუმცა, წყვილის წარმომადგენლებმა ფანებს მოუწოდეს, დასკვნების გაკეთება არ ეჩქარათ. 

 rosie-huntigton

იყო სხვა არგუმენტებიც. უცხოურ მედიაში გავრცელდა ჭორები, რომ მსახიობი როზის ატყუებდა. ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში შენიშნეს ლამაზი (და, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა) გოგონების გარემოცვაში. როზი მათ შორის არ იყო. მართლაც უღალატა თუ არა სუპერმოდელს ფილმის "ტრანსპორტიორის" ვარსკვლავმა, ამის გაგება შეუძლებელია, წყვილს მომხდარზე კომენტარი  არ გაუკეთებიათ.

2016 წლის იანვარში მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ისინი დაინიშნენ. მათი ვაჟი დაიბადა 2017 წლის 24 ივნისს. 2021 წლის აგვისტოში როზიმ გამოაცხადა, რომ მეორე შვილს ელოდებოდა. მათი ქალიშვილი დაიბადა 2022 წლის 2 თებერვალს. წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში კალიფორნიაში ცხოვრობდა, 2020 წელს კი ოჯახი ლონდონში დაბრუნდა.