"მეორე შვილიც უკვე დედამთილმა ჩაიბარა" - ციაკო ფიფია მეორე შვილისა და აქტიური ცხოვრების შესახებ - Marao

"მეორე შვილიც უკვე დედამთილმა ჩაიბარა" - ციაკო ფიფია მეორე შვილისა და აქტიური ცხოვრების შესახებ

2026-02-24 14:03:00+04:00

"მეორე შვილიც უკვე დედამთილმა ჩაიბარა. რამდენიმე ადგილას ვმუშაობ და ამდენ საქმეს ვერ შევაჩერებდი“ - ამის შესახებ მსახიობმა ციაკო ფიფიამ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა. მან მშობიარობიდან ერთ კვირაში სამსახურში დაბრუნება გადაწყვიტა, მცირეწლოვანი შვილების აღზრდაში კი მას დედამთილი ეხმარება. 

ციაკო ფიფიას ინტერვიუს დედობისა და აქტიური ცხოვრების შესახებ ჟურნალ "სარკის" ახალ ნომერში წაიკითხავთ. 

ciako-fifia

ციაკო ფიფიას ოჯახი და კარიერა

მსახიობი და იუმორისტი ციაკო ფიფია მაყურებელმა რამდენიმე წლის წინ პოპულარული იუმორისტული შოუებიდან გაიცნო, ენერგიული, ქარიზმატული ახალგაზრდა მსახიობი მალევე გახდა პოპულარული და უამრავი ადამიანის სიყვარულის დაიმსახურა. 

  • "მინ­და, რომ სამი შვი­ლი მყავ­დეს... 8 წლის ხდე­ბა და ხე­ლით არას­დროს შევ­ხე­ბი­ვარ" - მეორე შვილის მოლოდინი და ყველასთვის საყვარელი მსახიობი დედის ამპლუაში

ციაკო ფიფია დაოჯახებულია, მისი მეუღლე გოგა ნებიერიძეა. წყვილს ორი შვილი, სანდრო და ლუკა ჰყავს. მეორე შვილის დედა ციაკო სულ ცოტა ხნის წინ გახდა, თუმცა სამსახურს მალევე დაუბრუნდა და აგრძელებს აქტიურ პროფესიულ ცხოვრებას. ამ ნაბიჯის გადადგმაში მას ოჯახის წევრები დაეხმარნენ, თავად ციაკო ამბობს, რომ შვილების აღზრდაში დიდ როლს მისი დედამთილი ასრულებს. 

  • "ჩვენთან ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს... სიყვარულით ვცხოვრობთ" - 20-წლიანი სიყვარული, სამი შვილი და თამუნა ლეკვეიშვილის ბედნიერი ოჯახი

"დედამთილთან ჩემი ურთიერთობის ფორმა აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რაც სკეტჩებშია. 8 წელია, გათხოვილი ვარ და 8 წელია, ვცხოვრობ ჩემს არაჩვეულებრივ დედამთილთან. ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ იმიტომ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი შემხვდა. სულ მგონია, რომ მას მთელი ცხოვრება ვიცნობ. საერთოდ არ მაქვს იმის განცდა, რომ ჩემი ქმრის დედაა, მგონია, რომ დედაჩემიც არის.

ciako-fifia

საუკეთესო მეგობრები ვართ და ერთმანეთის მესაიდუმლეები. ბევრი ისეთი საიდუმლო გვაქვს, რომლებიც მარტო ჩვენ ორმა ვიცით და არავინ სხვამ. ჩემი მესაიდუმლე ყოველთვის იყვნენ დედა, დეიდა და დაემატა დედამთილი. ხანდახან მეშინია, ხმამაღლა ვთქვა, რომ ასეთი კარგი ურთიერთობა მაქვს დედამთილთან", - ამბობდა ციაკო ფიფია "სარკესთან" ინტერვიუში.