"ცოლებო, ბავშვები შევახვედრე ერთმანეთს, თქვენ რას შვრებით?" - გიორგი მახარაძის სახალისო პოსტი - Marao

"ცოლებო, ბავშვები შევახვედრე ერთმანეთს, თქვენ რას შვრებით?" - გიორგი მახარაძის სახალისო პოსტი

2026-02-25 10:31:59+04:00

"ცოლებო, ბავშვები შევახვედრე ერთმანეთს, თქვენ რას შვრებით?" - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი გიორგი მახარაძე და ქალიშვილის, ნიკასა და მარიამ როინიშვილის ქალიშვილის, კირას კადრებს აქვეყნებს. 

roinishvili-mariami

მარიამ როინიშვილსა და გიორგი მახარაძეს საზოგადოება კარგად იცნოს. ვინც მათ სოციალურ ქსელებს ადევნებს თვალს, ისიც ეცოდინება, რომ ისინი მსგავს სახუმარო პოსტებს ხშირად აზიარებენ. გიორგი მახარაძე მარიამ როინიშვილის ყოფილი მეუღლეა, მათ ერთი ქალიშვილი, ელენე მახარაძე ჰყავთ. განქორწინების შემდეგ გიორგიმ და მარიამმა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს და შვილებს ჯანსაღ, მოსიყვარულე გარემოში ზრდიან. 

  • "ცოტა ვერ გავიგე რა ხდება, მაგრამ ყველაფერი კარგად გვაქვს" - რა ფოტოს აქვეყნებს ვახო კანდელაკი

განქორწინების შემდეგ გიორგი მახარაძემ მსახიობ მარიამ ნადირაძეზე იქორწინა და მათ ერთი ქალიშვილი, ნიკა შეეძინათ. ახალი ოჯახი შექმნა მარიამ როინიშვილმაც - მისი მეუღლე ტელესახე ვახო კანდელაკია. მარიამსა და ვახოსაც ერთი საერთო ქალიშვილი, კირა ჰყავთ. 

maxara

roinishvili

მარიამ როინიშვილის ოჯახი და კარიერა

უზადო ხმა და გარეგნობა მომღერალი მარიამ როინიშვილის სავიზიტო ბარათია. ახალგაზრდა ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ დიდი ხნის ოცნება აისრულა, მიუზიკლების მსახიობიც გახდა და მის მიერ შესრულებულ "ველმაზე" დღესაც ბევრს საუბრობენ. 

  • პირველი შთაბეჭდილება, პირველი პაემანი და განსაკუთრებული მომენტები - მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი პირად ისტორიებზე

ქართველი სოპრანო, მარიამ როინიშვილი 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლებშიც. მარიამს ოპერა, დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ. 

მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროშია და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

  • ორი შვილის დედა - უმშვენიერესი მარიამ როინიშვილი: როგორია მომღერლის თავის მოვლისა და სილამაზის რჩევები

დღეს გიორგი მახარაძეს საკუთარი ოჯახი აქვს - მარიამ ნადირაძესთან მეორე ქორწინებაში მას მეორე ქალიშვილი, ნიკა შეეძინა. მარიამ როინიშვილი მეორედ არ დაქორწინებულა, თუმცა ის მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: "არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ...