"არ ვიცი, გაუგებარი ამბავია... გაუხარდათ კი არა, ვენები გადაიხსნეს" - შორენა ბეგაშვილის ვიდეომიმართვა - Marao

"არ ვიცი, გაუგებარი ამბავია... გაუხარდათ კი არა, ვენები გადაიხსნეს" - შორენა ბეგაშვილის ვიდეომიმართვა

2026-02-25 11:50:03+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შორენა ბეგაშვილი დაინიშნა. "I said YES! 4 წელი ერთად, საოცარი თავგადასავლებით სავსე. მსოფლიოს ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ და ხელი სახლში დივანზე მთხოვა", - დაწერა მან და ფოტოები გამოაქვეყნა. შორენა ბეგაშვილის რჩეული 65 წლის ქართველი ბიზნესმენი მამუკა ურუშაძეა. წყვილს შორის 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. 

  • შორენა ბეგაშვილი გათხოვდა: 3-მილიონიანი ბრილიანტის ბეჭედი და ხელის თხოვნა სახლში

შორენა ბეგაშვილი ყოველთვის იყო ქართული შოუბიზნესის ყველაზე ხმაურიანი და, ამავდროულად, ყველასთვის საინტერესო სახე. მის თითპეულ ფოტოს, ვიდეოსა თუ ინტერვიუს ყოველთვის ასიათსაობით ნახვა აქვს. გამონაკლისი, არც ეს შემთვევაა - პოსტმა ნიშნობის შესახებ 4 მილიონი ნახვა მოაგროვა. შორენა ბეგაშვილი კომენტარებისა და გამოხმაურებების შესახებ ვიდეოს აქვეყნებს: 

„ახლა ვკითხულობდი კომენტარებს და მინდა გითხრათ უდიდესი მადლობა, ვინც მომილოცეთ, ვისაც გაგიხარდათ, ვინც მგულშემატკივრობთ მთელი ამ წლების განმავლობაში.

  • ნიშნობის საჩუქრები არ დამთავრებულა - შორენა ბეგაშვილის ძვირადღირებული სამკაულების კოლექცია

პოსტს აქვს 4 მილიონი ნახვა, 45 000-ზე მეტი გადაგზავნა... არ ვიცი, გაუგებარი ამბავია. პატარა ტელევიზია მაქვს ჩემს ინსტაგრამში.

თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, ვისაც გაუხარდათ კი არა, არ ვიცი, ვენები გადაიხსნეს. მე მესმის თქვენი... მესმის, მაგრამ ძალიან მეზარება ამ ამბავზე რაიმეს თქმა...

გკოცნით!“

begashvili

შორენა ბეგაშვილის ოჯახი და კარიერა

შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.

 შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.

შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი ეხება მისი და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, დავით მუხრანელის რომანს.

შორენა ბეგაშვილისა და "კანონიერი ქურდის", ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოება ასევე ბევრს საუბრობდა,  შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. წყვილი დაშორდა და მას შემდეგ შორენა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდება. 

  • "მილიონი ნახვა 16 საათში - მადლობა ევას" - შორენა ბეგაშვილის ვიდეო ქალიშვილთან ერთად, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა

შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასაწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს.