"სუხიშვილების" მოცეკვავე ანა ქორიძე დედა გახდა - ბრწყინვალე კარიერა, ბედნიერი ოჯახი და ცხოვრების ახალი ეტაპი - Marao

"სუხიშვილების" მოცეკვავე ანა ქორიძე დედა გახდა - ბრწყინვალე კარიერა, ბედნიერი ოჯახი და ცხოვრების ახალი ეტაპი

2026-02-25 13:30:41+04:00

"სუხიშვილების" მოცეკვავე ანა ქორიძე მეორე შვილის დედა გახდა, მას პატარა გოგონა, მარიამ ცერცვაძე შეეძინა. ანას პირველი შვილი, ნუცა, უკვე 9 წლისაა. 

ANA-KORIDZE

ანა ქორიძის მეუღლე დავით ცერცვაძეა. წყვილმა რამდენიმე წლის წინ იქორწინა. ანას, წარმატებული კარიერის პარალელურად, ბედნიერი ოჯახი აქვს და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებსაც. 

  • 24-წლიანი ამბის დასასრული და ლეგენდარული "სუხიშვილების" გამორჩეული სახე: ნინო ჯოხაძის პორტრეტი

ana-koridze

ანა ქორიძის ოჯახი და კარიერა

ანა ქორიძის მეუღლე დავით ცერცვაძეა. წყვილმა რამდენიმე წლის წინ იქორწინა. ანას, წარმატებული კარიერის პარალელურად, ბედნიერი ოჯახი აქვს და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებსაც. 

"ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც თავისი პროფესია აბედნიერებს. ცეკვა ჩემი პროფესიაა, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. გზა წარმატებისკენ მუდმივი ბრძოლაა – საკუთარ თავთან, დაბრკოლებებთან ბრძოლა. მთავარია, არ დავნებდეთ, მივაღწიოთ მიზნებს და შევიყვაროთ საკუთარი ოცნებები", - ამბობდა ანა "სუხიშვილების" შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ანა პროფესიონალი მოცეკვავეა და უკვე 10 წელზე მეტია, ანსამბლის რიგებში ირიცხება, თინეიჯერობისას ამ რეალობაზე ოცნებასაც ვერ ბედავდა. 18 წლის ასაკში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა - ეს მისი სურვილი იყო, პროკურორობა სურდა, თუმცა არც ოცნებებზე უთქვამს უარი და "სუხიშვილების" დიდი ოჯახის ნაწილი გახდა. 

ANA-KORIDZE

დღეს მისთვის ცეკვა არამხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების ნაწილია - ამის დანახვა კი ერთი შეხედვითაც მარტივია - მისი პროფესიონალიზმი, დისციპლინა და ნიჭი სცენაზე ყველა ნაბიჯს თან სდევს. 

ანსამბლი "სუხიშვილები"

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ არამარტო ქართული ქორეოგრაფიის ვარსკვლავია, არამედ ქვეყნის კულტურული იდენტობის სიმბოლოა. 1945 წელს დაარსებული ანსამბლი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით თავიდანვე მიზნად ისახავდა ქართული ფოლკლორული ცეკვის სცენურ განვითარებას - ისე, რომ შენარჩუნებულიყო ტრადიციული სული, მაგრამ გაძლიერებულიყო პროფესიული სცენური ეფექტიც.

„სუხიშვილებმა“ შეცვალეს წარმოდგენა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ხალხური ცეკვა. მათ ქორეოგრაფიას სიმკაცრე, დინამიკა და თეატრალურობა შესძინეს. დღეს სუხიშვილები საერთაშორისო ბრენდია. ანსამბლმა კონცერტები გამართა მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ისეთი სცენებიც დაიპყრო, როგორიცაა ნიუ-იორკი, ლონდონი  და პარიზი.

  • "მაშინ ყველა გვაკრიტიკებდა - რატომ გამოუჩნდა ქალს კოჭი?" - „სუხიშვილების" გამორჩეული სოლისტის, ნინუკა შარაშიძის ამბავი სცენის მიღმა 

სუხიშვილების ცეკვებში ერთდროულად იგრძნობა საქართველოს მთისა და ბარის რიტმი, ტრადიცია და სიახლე, ძალა და სინაზე.

დღეს ანსამბლს ხელმძღვანელობს მისი დამფუძნებლების შვილიშვილი ნინო სუხიშვილი, რომელიც წარმატებით აგრძელებს ოჯახის საქმეს.