ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KN – TV-ის დამფუძნებელი, ქეთი ნოგიევა სან-რემოს მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. მან კითხვა იტალიელ მომღერალს, არაერთი გრემის მფლობელს, ლაურა პაუზინის დაუსვა. ქეთიმ აღნიშნა, რომ მის სამშობლოში იტალიელი ვარსკვლავის სიმღერებს დღემდე უსმენენ და ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს. ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე ლაურა პაუზინიმ ცრემლები ვერ შეიკავა და განვლილი გზა გაიხსენა:
ქეთი ნოგიევა: თქვენ ხართ ცნობილი და საყვარელი არტისტი, მათ შორის, ჩემს სამშობლოში, საქართველოში. სან-რემო თქვენთვის ყველაფრის დასაწყისი იყო. 1993 წლის ლაურასთან რომ შეგეძლოთ საუბარი, რას ეტყოდით მას სცენაზე გასვლამდე?
ლაურა პაუზინი: პირველ რიგში, 18 წლის ლაურას ვეტყოდი, რომ არ შეშინებულიყო და მომზადებულიყო სამყაროს შესასწავლად. ვამაყობ, რომ იტალიელი ვარ, მაგრამ 18 წლიდან 51 წლამდე მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ გამზარდა, ამიტომ ჩემში მრავალფეროვანი კულტურაა და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ.
ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო იყო ის, რომელიც პირველად დავიმსახურე და ეს იყო აქ, სან-რემოზე, 1993 წელს. ამის გახსენება ჩემში ემოციებს იწვევს... შეიძლება, საერთაშორისო დონეზე, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ჯილდოები, თუმცა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაინც სან-რემოა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ აქ, იტალიაში, მუსიკის ნამდვილი ფესტივალი არსებობს და რიმ ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წლების წინ იყო. მადლობა ამ კითხვისთვის, იმედია, მალე ჩამოვალ თქვენთან.
ქეთი ნოგიევა ქართველი ემიგრანტია იტალიაში, რომელმაც სამშობლო 5 წლის წინ დატოვა. ქეთი აფხაზეთიდანაა, იტალიაში კი დიდი მიზნებისა და სურვილების ასასრულებლად წავიდა. 3 წლის წინ ქალაქ ფლორენციაში ქართულ-იტალიური ონლაინ ტელევიზია KN TV შექმნა და ახლა წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.
ლაურა პაუზინი დაიბადა 1974 წლის 16 მაისს ფაენცაში, რავენას პროვინციაში, და გაიზარდა სოლაროლოში. არის ბარის მომღერლის ფაბრიციო პაუზინის და საბავშვო ბაღის მასწავლებლის ჯანა ბალარდინის უფროსი შვილი. ჰყავს უმცროსი და სილვია.
ლაურა ბავშვობიდან მამასთან ერთად ბარებში და კაფეებში გამოდიოდა. 1986 წელს პირველად გავიდა სცენაზე მარტო. მღეროდა ბარბრა სტრეიზანდის, ელა ფიცჯერალდის, ტინა ტერნერის, ლაიზა მინელის და ედიტ პიაფის სიმღერების რეპერტუარს.
ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული. მღერის ესპანურ, პორტუგალიურ, ინგლისურ, ფრანგულ, კატალონიურ ენებზე და ასევე სხვა მომღერლებთან ერთად, რომელთა შორის არიან: მადონა, ელენ სეგარა, ფილ კოლინზი, მაიკლ ჯექსონი და სხვ.

კარიერის დასაწყისში იგი ძირითადად მღეროდა თინეიჯერების პრობლემებსა და სასიყვარულო ისტორიებზე, ხოლო 1998 წლიდან, ალბომით „My Answer“.
პაუზინის რეპერტუარი ეფუძნება იტალიურ მელოდიას, რომელიც ვითარდებოდა მუსიკალურ სტილში მთელი მისი კარიერის განმავლობაში ლათინური მუსიკის, პოპ როკის, სვინგის და საცეკვაო პოპის გავლენით.
მისი კარიერა დაიწყო 1993 წელს, გაიმარჯვა სან-რემოს ფესტივალზე ახალი წინადადებების განყოფილებაში სიმღერით „La solitudine“. ამავე წლის მაისში გამოუშვა თავისი პირველი ალბომი, სახელწოდებით „Laura Pausini“. 1994 წელს ის კვლავ გამოვიდა სანრემოს ფესტივალზე და მოიპოვა მესამე ადგილი სიმღერით „Strani amori“. 26 თებერვალს გამოუშვა თავისი მეორე ალბომი - „Laura“, რომელიც შეიცავს სიმღერას სან-რემოდან. შედეგად 1994 წელს გახდა მომღერალი ყველაზე მეტი გაყიდვებით.
იღებს ევროპის ჯილდოს, როგორც იტალიელი მომღერალი, რომელსაც ყველაზე მეტი გაყიდვები ჰქონდა მსოფლიოში და გამოდის ევროპის ტურნეზე 1994 წელს. 1994 წლის 22 ნოემბერს მან გამოსცა „Laura Pausini“ - მისი პირველი ალბომი ესპანურად. ის პირველი ორი იტალიური ალბომის ანთოლოგიაა.
FIMI-ს და Rai-ს შეფასებით, მომღერალმა მსოფლიოში გაყიდვებით გადააჭარბა 70 მილიონ ჩანაწერს და მოიგო 226 პლატინის დისკი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და აღიარება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო დონეზე.
