ჰუგო და ჯორჯინა მამასთან ერთად: "ვტკბები ყოველი წამით, რასაც ცხოვრება მაძლევს" - Marao

ჰუგო და ჯორჯინა მამასთან ერთად: "ვტკბები ყოველი წამით, რასაც ცხოვრება მაძლევს"

2026-02-26 13:57:06+04:00

მას შემდეგ, რაც ილია თოფურია და ჯორჯინა უზკუტეგია ერთმანეთს დაშორდნენ, ილიას უმცროსი ქალიშვილის ნახვის შესაძლებლობა არ ჰქონდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ წყვილს შორის არსებული სასამართლო დავა დასრულდა, რის შედეგადაც ორივე მშობელს შვილზე თანაბარი უფლება მიენიჭა. 

ილიამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ოჯახური კადრები გააზიარა, სადაც ოჯახის წევრებთან, მათ შორის, ჰუგოსა და ჯორჯინასთან ერთადაა: 

"აწმყოთი ვცხოვრობ. ვტკბები ყოველი წამით, რასაც ცხოვრება მაძლევს," - წერს ილია თოფურია.

ilia-topuria

ilia-topuria

ilia-topuria

რა მოხდა ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკუტეგიას შორის

ბოლო პერიოდში ქართული და უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის შესაძლო განშორება მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, სოციალურ ქსელებში ჯორჯინას ხშირი პოსტები და მინიშნებები მედიაში ეჭვებს აჩენს. ამ ყველაფერს დაემატა თოფურიას ბოლო ჩანაწერიც X-ზე, სადაც ის აღნიშნა, რომ პირად ცხოვრებაში რთულ ეტაპს გადის, რის გამოც დროებით აჩერებს UFC-ში გამოსვლებს. სწორედ ამ განცხადებამ გააძლიერა ეჭვები, რომ მებრძოლის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებთან გვაქვს საქმე.

2025 წლის შემოდგომაზე წყვილის გულშემატკივრებმა შენიშნეს, რომ მათი საერთო ფოტოები სოციალური ქსელებიდან გაქრა - ჯორჯინა უზკატეგუი ბადელიმ ილია თოფურიას გამოწერა ინსტაგრამზეც გააუქმა. ეჭვები მათი დაშორების შესახებ ჯორჯინას მიერ გაზიარებულმა პოსტებმაც გაამყარა - ის ხშირად წერდა ძლიერი ქალის, დამოუკიდებლობისა და ურთიერთობების შესახებ. 

ილია და მისი ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც უცხოური მედია წერდა, გან­შო­რე­ბას თან ახ­ლდა სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­მოწ­ვე­ვა: ჯორ­ჯი­ნა უზკატეგუი ბა­დე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თო­ფუ­რი­ას აქ­ტი­ვე­ბის 50%-ს ითხოვს, მა­შინ, რო­დე­საც ჩემ­პი­ო­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქო­ნე­ბა და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ქო­ნებ­რი­ვი დავა სე­რი­ო­ზუ­ლი მას­შტა­ბი­საა.

 ქონებრივი დავის პარალელურად, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა და ილია თოფურიამ საერთო შვილის მეურვეობის საკითხიც უნდა გადაეწყვიტათ. 

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღე რთული გადაწყვეტილება, დროებით შემეწყვიტა ჩემი ტიტულის დაცვა. ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც მსუბუქად მივიღე. თუმცა, როდესაც წარმოიქმნება გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შენს პირად მთლიანობას, შენს ოჯახსა და რეპუტაციას, დგება მომენტი, როდესაც უნდა იმოქმედო. ბოლო თვეების განმავლობაში, მე გავხდი მძიმე და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი, მათ შორის, ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელების მუქარით, თუ ფინანსური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.

ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. ყველა შესაბამისი მტკიცებულება ფრთხილად იყო შენახული და დოკუმენტირებული, მათ შორის აუდიოჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაციები, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომასალა. ეს მტკიცებულებები წარედგინა შესაბამის სასამართლო ორგანოებს, რათა აღძრულიყო სამართლებრივი ქმედებები გამოძალვის მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, თანხებისა და პირადი ქონების უკანონო მითვისების და მრავალჯერადი მუქარის ბრალდებით. წაიკითხეთ სრულად