"მე დავთმე ყველაფერი, რომ გამეზარდა ბიჭი" - რას ჰყვება ნანული სარაჯიშვილი დის გარდაცვალებისა და დისშვილის შესახებ - Marao

"მე დავთმე ყველაფერი, რომ გამეზარდა ბიჭი" - რას ჰყვება ნანული სარაჯიშვილი დის გარდაცვალებისა და დისშვილის შესახებ

2026-02-26 14:39:01+04:00

მას შემდეგ, რაც მსახიობ ნანული სარაჯიშვილს და გარდაეცვალა, მან დისშვილის აღზრდაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო. ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" ნანულიმ განვლილი გზა და რთული პერიოდი გაიხსენა. 

„ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი არის ჩემი დისშვილი, რომელიც მე გავზარდე. უფრო მეტი პასუხისმგებლობა მქონდა მე, რადგან, ჩემი გაჩენილი არ არის და ჩემი დაც აღარ არის ცოცხალი. მე ყველაფერი გავაკეთე, დავთმე ყველაფერი - ჩემი პირადი, რაც კი არსებობს, რომ გამეზარდა ბიჭი. თანაც, ბიჭის გაზრდა უფრო რთულია და მაშინ ისეთი არეულ-დარეული პერიოდი იყო. ჰოდა, მე ეს გავაკეთე“, - ამბობს ნანული სარაჯიშვილი.

ნანული სარაჯიშვილის ცხოვრება და კარიერა

ნანული სარაჯიშვილი დაიბადა 1948 წლის 13 იანვარს თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია მანანა („მანანა“, 1958), ტურფა („ვერის უბნის მელოდიები“, 1973), ვარდო („უჩინმაჩინის ქუდი“, 1976), მარო („გარიგება", 1993) და სხვა. 1993 წელს შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა „ოქროს არწივით“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

nanuli-sarajishvili

„90-იან წლებს დაემთხვა ცუდი ამბავი… ჩემს დას დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი. თავიდან მე გავიგე, შემდეგ დედას ვუთხარი, თუმცა თვითონ არ იცოდა. მძიმე პერიოდი იყო ჩემთვის. მაშინ სხვანაირი მკურნალობა იყო… ქიმიამ მოკლა ჩემი და. რომ გაუკეთეს, ცუდად გახდა…

დარჩა 9 წლის ბიჭი, რომელიც მე გავზარდე. ახლა 2 შვილიშვილი მყავს.

სანამ მამა გარდაიცვლებოდა, მანამდე ცუდი სიზმარი ვნახე, ჭერი ჩამოინგრა. 52 წლის ასაკში გარდაიცვალა მამაც და ჩემი დაც.

სანამ ჩემი და გარდაიცვლებოდა, მინდოდა, რომ აფხაზეთიდან დევნილი, უპატრონოდ დარჩენილი ბავშვი ამეყვანა, თუმცა შემდეგ ამ ბავშვებს მშობლები გამოუჩნდნენ.

მერე მალე ჩემი დის ამბავიც მოხდა და ჩემის დისშვილისთვის დედა გავხდი“, - იხსენებდა მსახიობი.