"მეუღლე ნამდვილად მეორე ნახევარი ყოფილა, წავიდა და წაიღო ჩემი ნახევარი"- ნანი ჩიქვინიძისა და თემურ ჩხეიძის დაუვიწყარი სიყვარული - Marao

"მეუღლე ნამდვილად მეორე ნახევარი ყოფილა, წავიდა და წაიღო ჩემი ნახევარი"- ნანი ჩიქვინიძისა და თემურ ჩხეიძის დაუვიწყარი სიყვარული

2026-02-26 15:52:19+04:00

ცნობილი თეატრალური წყვილის, მსახიობ ნანი ჩიქვინიძისა და რეჟისორ თემურ ჩხეიძის, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება თითქმის ნახევარი საუკუნე გრძელდებოდა. რამდენი რამ ჩაიტია ამ წლებმა – გაუხუნარი სიყვარული, ერთობლივი რეპეტიციები, თემურ ჩხეიძის უდიდესი წარმატებით დადგმული სპექტაკლები რუსთაველის, მარჯანიშვილის, "სამეფო უბნის” თეატრებში, პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრსა თუ უცხოური თეატრების სცენებზე.

  • სალომე თოფურია - ნინო კასრაძის ქალიშვილი, რომელიც დედის გზას ბრწყინვალედ აგრძელებს

მეუღლის ტრიუმფის უშუალო მონაწილე და მაყურებელი ყოველთვის ქალბატონი ნანი იყო, რომელიც წლების განმავლობაში მონატრებასაც უძლებდა და ქმართან შესახვედრად ხშირ ფრენებსაც.

nani

ნანი ჩიქვინიძე და თემურ ჩხეიძე

- ისე მოულოდნელად გარდაიცვალა ბატონი თემური, ნამდვილი შოკი იყო საზოგადოებისთვის. ოჯახმა იცოდით, რომ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა ჰქონდა?

- წარმოუდგენელი ტრაგედია იყო ჩემთვის, მთელი ჩვენი ოჯახისთვის. არაფერი აწუხებდა, სტუდენტებს ჩაუტარა ლექცია და სახლში ბრუნდებოდა. გზაში მოულოდნელად იგრძნო თავი ცუდად. საავადმყოფოში გადავიყვანეთ, აღმოჩნდა, რომ მუცლის აორტის ანევრიზმა გაუსკდა. ოპერაცია ჩაუტარდა, იყო იმედი, რომ ყველაფერი კეთილად დასრულდებოდა, მაგრამ…

  • ის მისი ბოლო ცოლი იყო, თუმცა არა ბოლო მუზა - გიორგი ბალანჩივაძისა და ტანაკილ ლეკლერკის უცნაურად ტრაგიკული სიყვარული

თემური იყო მთელი ჩემი ცხოვრება, 20 წლის ვიყავი, როცა ერთმანეთი გავიცანით. მეუღლე ნამდვილად მეორე ნახევარი ყოფილა, წავიდა და წაიღო ჩემი ნახევარი. ახლა ნახევარი ვარ დარჩენილი და არ ვიცი, როგორ შევძლებ მის გარეშე ცხოვრებას, ბოლომდე ვერასოდეს გავაცნობიერებ და ვერც შევეგუები.

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "სარკეში"