„ბიბლუსის“ ონლაინ მაღაზიაში შერჩეულ წიგნებზე წიგნებზე 40% ფასდაკლება გელოდებათ. შეთავაზება „ვეფხისტყაოსნის“ სპეციალურ გამოცემასა და გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ სრულ ასორტიმენტს ეხება. ფასდაკლებით სარგებლობა თვის ბოლომდეა შესაძლებელი.
„წიგნები ბათუმში“ წიგნის მოყვარულების რჩეული გამომცემლობაა, რომელმაც არაერთი ბესტსელერი შესთავაზა მკითხველს ქართულ ენაზე.
ლუსი მოდ მონტგომერის ენის ისტორია ახალგაზრდა მკითხველს განსაკუთრებით უყვარს. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ გოგონას ისტორია მწვანე მეზონინებში არ სრულდება. ენის კომპლექტი 6 წიგნისგან შედგება. ესენია:
„ჩემში იმდენნაირი ენი ცხოვრობს, რომ ზოგჯერ ვფიქრობ, ამიტომაც ვარ ასეთი აბეზარი. ერთი რომ ვყოფილიყავი, ბევრად მოსახერხებელი იქნებოდა, მაგრამ... ნაკლებად საინტერესო!“ ენი შირლი, იგივე „ლედი კორდელია ფიცჯერალდი,“ თერთმეტი წლის წითური, მეოცნებე ობოლია, რომელსაც ევონლელი ფერმერი და-ძმა იშვილებს. ენის გამოჩენა კათბერტების მწვანე მეზონინებიან სახლში დიდი მითქმა-მოთქმის მიზეზი ხდება და მის ცხოვრებაში ფათერაკებითა და იმედგაცრუებებით, სიხარულითა და წარმატებით სავსე „ახალი ეპოქა“ იწყება, რომელსაც სერიის სხვა წიგნებში მეტად საინტერესო გაგრძელება აქვს.
შეთავაზების ფარგლებში სრულ კომპლექტს 59.99 ლარად შეიძენთ.

გლუხოვსკის გახმაურებული ტრილოგია თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ანტიუტოპიური ნაშრომი. ჩვენი წელთაღრიცხვით 2033 წელი. ატომური ომისგან რადიაციულ ბუდედ ქცეული დედამიწის მცხოვრებლების ერთადერთი ხსნა მეტროპოლიტენის ბნელი გვირაბებია. მანამ, სანამ ერთ დროს ლამაზ პლანეტას რადიაციის წიაღში დაბადებული მონსტრები თელავენ, მეტროს მცხოვრებლები გადარჩენის გზებს ეძებენ.
„მეტრო 2033“-ის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ მისი მეორე და მესამე ნაწილები - “მეტრო 2034“ და „მეტრო 2035“ გამოვიდა, რომლებიც პირველის მსგავსად, საოცარი სისწრაფით გახდა ბესტსელერი.
„მეტროს“ კომპლექტს ქართველ მკითხველს გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ სთავაზობს. აქციის ფარგლებში სამივე წიგნის შეძენა 35.94 ლარადაა შესაძლებელი.

კოლინ მაკალოუს რომანი „ბარდნარის ჩიტები“ ავსტრალიური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. რომანის დაახლოებით 33 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული მთელ მსოფლიოში და არაერთ ენაზეა ნათარგმნი. წიგნმა მკითხველთა იმდენად დიდი აღიარება მოიპოვა გამოცემისთანავე (1977 წელს), რომ მთავარი გმირის, მეგი კლირის სიყვარულით, იმ პერიოდში დაბადებული გოგონებისთვის ყველაზე მოდურ სახელად მეგი და მეგანი იქცა.
”ბარდნარის ჩიტები“ დიდი სინატიფითა და სიფაქიზით, გემოვნებითა და ადამიანის ბუნების ცოდნით დაწერილი ოჯახური საგაა - კლირების საგვარეულოს ტრაგედიებითა და ბედნიერებით, აღმასვლებითა და დაცემებით, სიკვდილითა და ახალი სიცოცხლეების დაბადებით, სიმწრითა და სიტკბოთი სავსე გრძელი, გულისა და გონების ამაფორიაქებელი ისტორია.
შეთავაზების ფარგლებში პირველ წიგნს 14. 37 ლარად, ხოლო მეორე წიგნს 15.57 ლარად შეიძენთ.

დენიელ კიზის დოკუმენტური რომანი „ბილი მილიგანის მრავალი გონება“ ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი და პოპულარული ნაწარმოებია, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული.
ბილი მილიგანს შეუძლია ნებისმიერი ვინმე იყოს, გარდა საკუთარი თავისა. საკუთარ ქცევაზე კონტროლდაკარგულ ბილი მილიგანს ოცდაოთხი ცალკეული პიროვნება ტანჯავდა, რომლებიც მის სხეულზე ბატონობისთვის იბრძოდნენ. ბრძოლამ კულმინაციას 1977 წლის მიწურულს მიაღწია - ბილიმ ციხეში გაიღვიძა, სადაც სამი ქალის გატაცებისა და გაუპატიურებისთვის ჩასვეს. გადამწყვეტ სასამართლო პროცესზე მრავლობითი პიროვნების აშლილობით გამოწვეული შეურაცხადობის მიზეზით უდანაშაულოდ ცნეს. ეს ისტორიაში პირველი ამგვარი სასამართლო განაჩენი იყო.
ნაწარმოების შეძენა თვის ბოლომდე 13.74 ლარადაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ფასდაკლებით სარგებლობა მხოლოდ ონლაინაა შესაძლებელი. შეძენილ წიგნებს სასურველ მისამართზე მიიღებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
R