კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში მეუღლესთან, ლელა წურწუმიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. წყვილს ქართული ნაციონალური სამოსი აცვია.
"იყო დრო და მომენტი" - წერს მამულიჩა.

ლელა წურწუმიასა და კახი მამულაშვილის ოჯახი
მომღერალი ლელა წურწუმია გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმრად იმყოფებოდა. ლელამ მეუღლეზე, პროდიუსერ კახა მამულაშვილზე ისაუბრა:
„რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ გათხოვება ხელს არ შემიშლიდა საქმიანობაში. გადავდგი ნაბიჯი და გავთხოვდი. ჩემი პროფესია ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიმართლა. საოცარი გამართლება ჰქვია, რომ მამულიჩა შემხვდა ცხოვრებაში. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღეს მე ამ მოცემულობით ვყოფილიყავი ჩემს ქვეყანაში..
რომ გავიცანი, მაშინ მამულიჩას ოჯახი ჰყავდა. მახსოვს, ივნისის თვეში მითხრა, შენი კონცერტი უნდა გავაკეთოთ და მე ვიქნები პროდიუსერიო. ეს იყო 2000 წელი. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა.
ბევრს ვკამათობთ, იმიტომ, რომ ძალიან ერევა სიმღერის ვერსიებში. ნიჭიერი ადამიანია. მღერის. დედამისიც გადასარევად მღერის. შვიდსიმიან გიტარაზეც დადიოდა და უკრავდა. ყველა უცხოური სიმღერის ტექსტი იცის. ინგლისურენოვან სიმღერებს ვგულისხმობ, კარგად საუბრობს ინგლისურად, მე – მეგრულად.
სიმღერის ვერსიებზე ბევრს ვკამათობთ, რაღაცებში მომყვება, მაგრამ როდესაც თავისას აღწევს, ეს აუცილებლად უნდა აღნიშნო და თქვა, რომ ეს მამულიკომ გააკეთა, ნახე, მამულიჩამ როგორ მოიფიქრა. ეს აუცილებლად უნდა უთხრა, იმიტომ, რომ ბავშვივით უხარია.
ერთხელ საშინელ დღეში ჩავაგდე კონცერტზე, ხმის ოპერატორმა არ გააკეთა ისე, როგორც უნდა გაეკეთებინა. ცალი ყური მოვიხსენი, მერე საერთოდ არაფერი მესმოდა. ვუთხარი, გამისწორე-მეთქი და საერთოდ მომგლიჯა. ის გავაკეთე, რაც არასდროს გამიკეთებია... დრაკონი ვიყავი. მამულიჩა გავიდა და დიდხანს არ შემოდიოდა ოთახში, შეიძლება მომკლასო“, – იხსენებს მომღერალი.