“ძვირფასებო”, დამშვიდდით,რომ აბობოქრდებით ხოლმე და ჩვენს რყევას იწყებთ იმ იმედით, რომ „შეგვეშინდება“ თქვენი და გამოვიქცევით იმედიდან! რა ვერ გაიგეთ - ჩვენ გააზრებულად, მთელი არსებით, სიყვარულითა და ერთგულებით, ურყევად ვდგავართ ჩვენი “იმედის” გვერდით და ეს არასოდეს შეიცვლება! შეგვეჯიბრეთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულში, შეგვეჯიბრეთ ჰუმანურობაში, სამართლიანობასა და სიკეთეში!" - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი და ჟურნალისტი ნანუკა გულუა.

ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანია „იმედსა“ და „პოსტვს“ (POSTV) სანქციები 2025 წლის თებერვალში დაუწესა. ეს გადაწყვეტილება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, კერძოდ კი „რუსული კანონის“ მიღებისა და მასზე მოყოლილი პროტესტის ფონზე იქნა მიღებული.
ბრიტანეთის საგარეო უწყების განმარტებით, სანქციები უკავშირდება დეზინფორმაციის გავრცელებასა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ძირგამომთხრელ საქმიანობას. კერძოდ:
ბრიტანული მხარე მიიჩნევს, რომ ეს არხები აქტიურად გამოიყენებოდა ანტიდასავლური რიტორიკისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კამპანიებისთვის. სანქციების პაკეტი მიზნად ისახავს იმ პირებისა და ორგანიზაციების შეზღუდვას, რომლებიც ხელს უწყობენ რეპრესიულ გარემოს.
ნანუკა გულუა საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა, როცა პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩნდა. სერიალი აღწერს ბავშვობის მეგობრების – კატოს, ნინასა და თინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდებიან ახალი დაქალები – ნატაშკა და ანკა. სერიალი ეხება საზოგადოებისთვის აქტუალურ და თანამედროვე სოციალურ პრობლემებს, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისათვის არის საინტერესო. ნანუკა გულუა მეგრელი ქალის, დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებდა. დასამახსოვრებელი, ხმაურიანი და ქაოსური დოჩი ბევრისთვის საყვარელ და სახალისო პერსონაჟად იქცა - ნანუკა გულუამ კი მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა.
მსახიობობა ნანუკას ოცნება არასდროს ყოფილა. ის პროფესიით ჟურნალისტია.
"მეგობრის დაბადების დღეზე სერიალის სცენარისტი, ქეთი დევდარიანი გავიცანი. როგორც ჩანს, ქეთი ჩემი იუმორით მოიხიბლა. როცა მეგრელი ქალის პერსონაჟი შექმნა, მითხრა, რომ ამ როლზე მე მომიაზრებდა. ძალიან შემეშინდა ამ შემოთავაზების, მაგრამ ქეთიმ დამითანხმა, ქასთინგზე მივსულიყავი. ვერც კი აღგიწერთ, ემოციებისგან ხმას ვერ ვიღებდი და ამდენი ცნობილი ადამიანის გარემოცვაში რომ აღმოვჩნდი, უფრო უფრო მეტად დავითრგუნე. ეკა მჟავანაძე მიხვდა, რა მდგომარეობაში ვიყავი, ცალკე ოთახში გამიყვანა და ძალიან თბილად გამამხნევა. მასთან საუბრის შემდეგ, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. მოკლედ ეკამ მიშველა. იმ დღესვე მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. აი, ემოციები მაშინ უნდა გენახათ, ღამეები არ მეძინებოდა. შობას დამიბარეს გადაღებაზე და არც მიფიქრია, დღესასწაულის გამო უარი მეთქვა, ეგრევე გავქანდი. მაბედნიერებს, რომ ჩემი შესრულება მოეწონათ, მაგრამ თვითონ სერიალს ვერ ვუყურებ“, - ამბობდა ნანუკა გულუა.
პოპულარული სერიალის შემდეგ იყო იუმორისტული გადაცემა, რომელსაც ნანუკა გულუა კიდევ 3 ცნობილ ქალთან ერთად უძღვებოდა.
ნანუკა გულუამ რჩეულზე, კახა კაშიაზე 2021 წელს იქორწინა. როგორც თავად ამბობდა, მათი ქორწინება მოულოდნელად გადაწყდა და ამაში დიდი წვლილი ოჯახის წევრებსაც მიუძღვით.
ნანუკასა და კახას სამი შვილი, ნინა, ირაკლი და კირა ჰყავთ. ნანუკა თავად ხშირად აღნიშნავს, რომ მის ასაკში დედობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გრძნობაა. მისი თქმით, ორი შვილის ყოლა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა მზადაა, რამდენი შანსიც მიეცემა, იმდენჯერ გახდეს დედა. მსახიობი ცოტა ხნის წინ ხუმრობდა კიდეც, რომ მოსწონს, როცა ორსულობის დროს მასზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მეოთხე შვილის ყოლაზეც დაფიქრდება.