როდესაც ორი ნიჭიერი ხელოვანი ერთმანეთს პოულობს, ეს ყოველთვის განსაკუთრებული ამბის დასაწყისია. მსახიობი და ქორეოგრაფი თინათინ წულაძე და მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი სწორედ ის წყვილია, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს საკუთარი პროფესიული საქმიანობით, ამჯერად ყურადღების ცენტრში მათი პირადი ურთიერთობა მოექცა.


თინათინ წულაძე "სუხიშვილების" მოცეკვავე იყო, თუმცა ცოტა ხნის წინ ანსამბლიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუმცა ახლა იგი თეატრის ქორეოგრაფია და ახალ პროფესიაში დამკვიდრებას ცდილობს:
"ანსამბლიდან წამოვედი. თეატრში გადავინაცვლე, როგორც ქორეოგრაფმა. მინდა, ჩემი მომავალი თეატრს უკავშირდებოდეს. ახლა ვდგამ ნაბიჯებს ამ პროფესიაში. არ მოვიტყუები, ძალიან რთული იყო. იმის გააზრება, რომ შეიძლება სცენაზე აღარ დადგე, ურთულესია. ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის ეს იყო. უამრავი შრომის, ვარჯიშის, რეპეტიციების შემდეგ ჩვენი ჯილდო სცენაზე დგომა და მაყურებლის ემოციების მიღებაა – ამას არაფერი შეედრება. ამიტომ ძალიან გამიჭირდა. თუმცა ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვიყავი", - ამბობდა თინათინი.
თინათინ წულაძე აღნიშნავს, რომ ანსამბლიდან წამოსვლა მისთვის აუცილებელ და დროულ ნაბიჯს წარმოადგენდა, რათა განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მან აქტიური საცეკვაო კარიერა დაასრულა, მისი კავშირი ანსამბლთან კვლავ უწყვეტია. მრავალწლიანმა ერთობლივმა ცხოვრებამ და ხანგრძლივმა გასტროლებმა დასთან ისეთი მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბა, რომ ის თავს დღემდე მათი ცხოვრების ნაწილად გრძნობს და მუდმივად ინტერესდება კოლეგების გეგმებით.
მისი გადასვლა თეატრის ქორეოგრაფიაში არა შემთხვევითი, არამედ დიდი ხნის განმავლობაში გააზრებული გადაწყვეტილება იყო. თინათინს სურდა, ჯერ მოცეკვავის ამპლუაში მიეღო მაქსიმალური გამოცდილება, რათა შემდგომ ეს ცოდნა ქორეოგრაფიულ საქმიანობაში გამოეყენებინა. რადგან ამ ორი სფეროს შეთავსება რთული აღმოჩნდა, მან არჩევანი თეატრზე შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება სრულიად ბუნებრივი იყო ანსამბლის ხელმძღვანელებისთვისაც - ილიკო და ნინო სუხიშვილებისთვის, რადგან მათთან ამ პროფესიულ ტრანსფორმაციაზე საუბარი დიდი ხნით ადრე დაწყებული ჰქონდა.

ქორეოგრაფიის გარდა, თინათინი საკმაოდ წარმატებული მსახიობია და არაერთ სპექტაკლში მიუღია მონაწილეობა: ინციდენტი მეტროში ", „ფიგაროს ქორწინება, ანუ შეშლილი დღე", „ვარდის სვირინგი", „ჰამლეტი" და სხვა. სპექტაკლების გარდა, თინათინის ნახვა რამდენიმე მიუზიკლშიც შეგიძლიათ.
თინათინ წულაძემ 2019 წელს Red Bull-ის სპორტულ მენეჯერ გიორგი კოტეტიშვილზე იქორწინა. 2021 წელს მათ ერთი შვილი, ანდრო კოტეტიშვილი შეეძინათ.
"ყველასთვის რთულია მშობლებთან განშორება. მით უმეტეს, როცა დედისერთა ხარ. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს მშობლებს მარტო ტოვებ. ძალიან უსიამოვნო პროცესია, მაგრამ დაქორწინების შემდეგ აბსოლუტურად ყოველდღე მივდიოდი მათთან, განსაკუთრებით, პირველი პერიოდი. მივდიოდი და საღამომდე ვიჯექი, მერე სახლში ავდიოდი. გარდა ამისა, თეატრშიც ვხვდებით ერთმანეთს და ერთად დიდ დროს ვატარებთ. ამიტომ ჩვენთვის უფრო მარტივია."
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თინათინ წულაძემ მეუღლეს დაშორდა. ახალგაზრდა ქორეოგრაფი ახლა მსახიობ ბუბა ჭოღოშვილზეა შეყვარებული. ბუბა ჭოღოშვილი ფართო აუდიტორიამ სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო, ახლა კი სრულიად განსხვავებული როლი მოირგო და წამყვანის ამპლუაში ვიხილეთ. ბუბა აქტიური მსახიობია და მისი ნახვა თეატრის სცენაზეც შეგიძლიათ.