ვის ჰგავს პატარა რეზი? თეონა თავართქილაძე პატარა რეზი არველაძის პირველ კადრებს გვიზიარებს - Marao

ვის ჰგავს პატარა რეზი? თეონა თავართქილაძე პატარა რეზი არველაძის პირველ კადრებს გვიზიარებს

2026-03-01 14:41:54+04:00

თეონა თავართქილაძე გასულ წელს მეორე შვილიშვილის ბებია გახდა - მის ვაჟს, ნიკა არველაძეს შვილი შეეძინა, რომელსაც მამის, რეზის სახელი დაარქვა. ნიკა არველაძის რჩეული ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ქეთი წიქვაძეა. 

teona-tavartkiladze

ქეთი წიქვაძისა და ნიკა არველაძის ოჯახი 

ქეთი წიქვაძე მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის შვილია. მისი ბებია ბაბუა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი ქეთევან კიკნაძე და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქეთის პროფესიად მსახიობობა არ აურჩევია, ის ფართო საზოგადოებამ მაინც ამ ამპლუით გაიცნო - ქეთი პოპულარულ სერიალში "ცემი ცოლის დაქალები" სახასიათო როლით გამოჩნდა და მაყურებელს მალევე შეაყვარა თავი. 

  • თეონა და სოფია: ბებია და შვილიშვილი განსაკუთრებული სიყვარულით

ნიკა არველაძე ასევე ცნობილი ოჯახის შვილია - მისი მშობლები დიზაინერი თეონა თავართქილაძე და ლეგენდარული ფეხბურთელი რეზი არველაძე არიან. ნიკას ჰყავს უმცროსი ძმა, ვატო არველაძე, რომელიც დაოჯახებულია მაკუნა ზედაშიძეზე. წყვილს ერთი შვილი, სოფია არველაძე ჰყავს. 

ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე მალავდნენ, საზოგადოებაში ერთად მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც დიდი სიხარულის - შვილის მოლოდინის შესახებ გაამხილეს. 

  • "ერთ შვილზე მეტი რომ არ გავაჩინე და ჩემი ეს დანაშაული ქეთიმ გამოასწორა" - ნანა ლორთქიფანიძე ქალიშვილზე, სიძეზე და ოჯახზე

"ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ჩვენი ოჯახები ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ ფაქტს და ამ ურთიერთობას, საბედნიეროდ, ბარიერები არ შეუქმნია, პირიქით, კიდევ უფრო ახლობლები გავხდით ყველანი ერთმანეთისთვის. ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი ნიკას ოჯახთან ერთად ჩაქვში. ამდენად ჩვენ - მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ", - ამბობდა ქეთი წიქვაძე. 

ქეთი წიქვაძე ამბობდა, რომ ნიკას ხმაურიანი და მხიარული არველაძეებისგან განსხვავებული ხასიათი აქვს, არ უყვარს ხმაური და საჯაროდაც იშვიათად ჩნდება. სწორედ ამიტომ, ხელის თხოვნა მშვიდ გარემოში შედგა, სადაც მხოლოდ ნიკა და ქეთი იყვნენ. 

  • ბაბუა და შვილიშვილი - არველაძეები: რეზი არველაძის დიდი ოჯახი, ბედნიერი ქორწინება და ბაბუის ამპლუა

"ქორწილი და ჯვრისწერა სამომავლოდ დავგეგმეთ, რადგან ახლა ორსულად ვარ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ცერემონიალები ბავშვის გაჩენის შემდეგ გავაკეთოთ, მეც რომ სრულფასოვანი მონაწილე ვიყო ამ ყველაფრის. ჯერ ხელიც არ მოგვიწერია. არ შემიძლია ორსული პატარძლობა. გულით მინდა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მე გავერთო," - ამბობდა ქეთი.