"დღეს ჩვენი ქორწინების 10 წელი შესრულდა და ცოტა დაუჯერებელია" - ცნობილი წყვილის ბედნიერი ოჯახი და ორი შვილი - Marao

"დღეს ჩვენი ქორწინების 10 წელი შესრულდა და ცოტა დაუჯერებელია" - ცნობილი წყვილის ბედნიერი ოჯახი და ორი შვილი

2026-03-01 16:31:30+04:00

გიორგი დანელიასა და თეონა ჩაჩუას წყვილ საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. გიორგი ცნობილი იუთუბერია, რომელსაც 330 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს. მისი მეუღლე, თეონა ჩაჩუა ასევე იუთუბერი და ინფლუენსერია, ის აუდიტორიას უფრო ხშირად სილამაზის ხრიკებს, რჩევებსა და ოჯახურ ვლოგებს უზიარებს. გიორგისა და თეონა ორი შვილი, კირა და მილა ჰყავთ. 

თეონა ჩაჩუა და გიორგი დანელია

"დღეს ჩვენი ქორწინების 10 წელი შესრულდა და ცოტა დაუჯერებელია. ჩვენს ფოტოებს რომ ვათვალიერებ, ვხვდები, რამდენი რამ გამოვიარეთ და რამხელა ისტორია შევქმენით ერთად - ყველა დაბრკოლება, უამრავი ექსპერიმენტი თუ თავგადასავალი. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც კი შეგვიქმნია, ჩვენი ორი ულამაზესი შვილია.

ისევე ძლიერად მიყვარხარ, როგორც მაშინ, როცა პირველად შევხვდით - შეიძლება უფრო მეტადაც და სხვანაირადაც. მადლობა, რომ ყოველთვის მიბიძგებ სიახლეებისკენ, რომ გჯერა ჩემი და, რაც მთავარია, რომ ჩვენი ოჯახის ურყევი საყრდენი ხარ.

მუდამ მადლიერი ვიქნები, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ", - წერს თეონა ჩაჩუა სოციალურ ქსელში.

teona-chachua

teona-chachua

teona-chachua