ანი კეკუას შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია: მომღერლის ახალი ფოტოები აღფრთოვანებას იწვევს - Marao

ანი კეკუას შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია: მომღერლის ახალი ფოტოები აღფრთოვანებას იწვევს

2026-03-01 16:51:38+04:00

ანი კეკუა სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს - მომრერალი არაჩვეულებრივ ფორმაშია. როგორც თავად არაერთხელ აღნიშნა, ბოლო წლებში ზედმეტი კილოგრამების დაკლება შეძლო, ახლა კი აქტიურად მიჰყვება ჯანსაღი ცხოვრების წესს, ვარჯიშობს და კადრებს სპორტდარბაზიდანაც ხშირად აზიარებს. 

ani_kekua

ani_kekua

ანი კეკუას ოჯახი და კარიერა 

ანი კეკუა ცნობილი ქართველი მომღერალია, რომელმაც პოპულარობა მუსიკალური პროექტების მეშვეობით მოიპოვა. მისი კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო, როდესაც 3 წლის ასაკში სცენაზე გამოვიდა.

"ბავშვობაში, გარდა იმისა, რომ კონცერტებზე გამოვდიოდი, ქართულ ცეკვებზეც დავდიოდი. ის აურა, მაყურებლისგან მიღებული ემოციები იყო დაუვიწყარი, თუმცა ამას მაშინ დიდად ვერც ვაცნობიერებდი. შემდეგ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მქონდა წარმატებები", - ამბობდა ანი. 

  • "ვიდრე ამ პროექტში მონაწილეობას მივიღებდი, უკვე დაკლებული მქონდა 20 კილოგრამი და ფორმაში ვიყავი" - როგორ დაიკლო 20 კილო ანი კეკუამ

მოგვიანებით, ანიმ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ პროექტებში "ნუცას სკოლა" და "ჯეოსტარი", რაც მის კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.  

"ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით პედაგოგებს და ოჯახის წევრებს. მშობლები, ბებიები, მამიდა - ყველანი აქტიურად იყვნენ ჩართულები, საკონცერტო კაბებს მიკერავდნენ და ეს ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დედა ჩემზე მეტად მოტივირებული იყო, ენერგიას არ იშურებდა, ბევრ წრეზე მატარებდა".

kekua

ანი კეკუამ სწავლა კავკასიის უნივერსიტეტში განაგრძო, ხოლო მოგვიანებით განათლება შვედეთში მიიღო. 2016 წელს ანი დაქორწინდა გიორგი გოგბაიძეზე, რომელთანაც ორწლიანი ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინა. ანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სცენას მოშორდა, რაც მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის - დედის გარდაცვალების, შემდეგ კი დიდი სიხარულის - შვილის გაჩენის გამო მოხდა.

  • განქორწინება, ცხოვრების ახალი გამოწვევები და ახალი ამპლუა: ანი კეკუას პორტრეტი

"შემოქმედებითი პაუზა წლების განმავლობაში გამიგრძელდა. არც ხასიათი მქონდა, არც რესურსი. დედა გარდამეცვალა, ძნელი ასახსნელია სიტყვებით მდგომარეობა, რომელშიც მოულოდნელად აღმოვჩნდი. დრო დამჭირდა, აზრზე რომ მოვსულიყავი, შემდეგ ჩემი შვილი დაიბადა, 2 სამსახურში ვმუშაობდი და... როცა სცენაზე დგახარ და შენი საქმე ძალიან გიყვარს, მერე კი ამ ყველაფერს შორდები, ძალიან გაკლდება ის ემოცია და ენერგეტიკა, რომელიც მსმენელსა და მომღერალს შორის იცვლება ხოლმე. ცხოვრება ძალიან მოსაწყენი ხდება. მე მრავალფეროვნების მომხრე ვარ.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ავტომატურად ხდება და არც ჩემი სურვილი ყოფილა და არც ჩემი მეუღლის, პირიქით! ჩემი მეუღლე სულ იმას მეუბნება, რომ უკვე დროა, ისევ გამოვჩნდე და რაღაცნაირად სცენას დავუბრუნდე", - ამბობდა წლების წინ მომღერალი. 

მართლაც, 2019 წელს მან აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა განაახლა, ქმრის მხარდაჭერით ბენდი შეკრიბა და ახალი სიმღერები შექმნა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ანი კეკუა მეუღლეს დაშორდა. 

  • "ბედნიერი ვარ, რომ მყავს შვილი... მე დედა გარდამეცვალა, ამ ტკივილის ტარება რთულია, მაგრამ ცხოვრება უნდა გავაგრძელო” - ანი კეკუას ცხოვრება და გზა წარმატებისკენ

ბოლო წლებში ანი აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე, მან მონაწილეობა მიიღო პოპლარულ შოუებში "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "მიმღერე". ანი ხშირად სტუმრობს სხვადასხვა გადაცემასაც და ცხოვრების ამ ეტაპზე თავადაც ტელეწამყვანის ამპლუაშია. 

ანი კეკუა ბოლო დროს ხშირად აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს სპორტდარბაზიდან - ჯანსაღი ცხოვრების წისისკენ ის მეგობრებსა და გამომწერებსაც მოუწოდებს. თავად წონის კლების შესახებ არაერთხელ ისაუბრა, განსკაუთრებით მას შემდეგ, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდა: "ბევრმა მკითხა, "ცეკვავენ ვარსკვლავებამდე" რამდენი კილოს დაკლება მოგიწიაო. არც ერთი კილოგრამის დაკლება არ მომიწია, რადგან წელიწადნახევრით ადრე, ვიდრე ამ პროექტში მონაწილეობას მივიღებდი, უკვე დაკლებული მქონდა 20 კილოგრამი და ფორმაში ვიყავი", - ამბობდა ის.