ნატალია ქუთათელაძის გამომწერებისთვის პატარა სანდრო უკვე ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. მომღერალი სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს შვილის ყოველდღიურობის ამსახველ კადრებს, თუმცა ბოლო ფოტომ განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია - წინსაფარში გამოწყობილი სანდრო ნამდვილ პატარა შეფ-მზარეულს ჰგავს, რომელიც მზად არის სამზარეულოში დიდების დასახმარებლად.

ნატალია ქუთათელაძის ოჯახი და კარიერა
ეკა მამალაძის ქალიშვილი და ნანი ბრეგვაძე შვილიშვილი, ნატალია ქუთათელაძე მუდმივად ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მუდმივად ინტერესის საგანი იყო მისი პირადი ცხოვრება. ნატალია მისი ოჯახის წევრების მსგავსად მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწეობს.ნატალია სოციალურ ქსელში აქტიურად ჩნდება, ხშირად აზიარებს ოჯახურ კადრებს მეუღლესა და შვილთან ერთად.
ნატალია მომღერლების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ფანტასტიკურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო.
მომღერალი რამდენიმე წელია დაოჯახებულია, ნატალიას რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.
როგორც ცნობილია, აჩიკოსთვის ეს პირველი ქორწინება არ არის და წინა ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს. ნატალია ქუთათელაძისა და მისი მეუღლის შესახებ საზოგადოება ბევრს საუბრობდა. თავად ნატალია კი ამბობდა, რომ ოჯახს მესამე ადამიანი არ ანგრევს.
"მე და აჩიკო ოჯახებით, ყველა მხრიდან ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ. არ მახსოვს, როგორ გავიცანი. შემდეგ, როცა ჩვენი ურთიერთობა ასეთი აშკარა გახდა, ძალიან დაძაბული და ბევრი არასასიამოვნო მოვლენა შლეიფად მოგვყვებოდა, მაგალითად, არჩილის ოჯახის დანგრევა. მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან დღეს ჩემს ცხოვრებაში. ესეც ალბათ რაღაც პასუხისმგებლობაა, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება, სწორედ ამ ბავშვებთან მიმართებით, იმიტომ, რომ ძალიან დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია", - ამბობდა ნატალია ქუთათელაძე.
ნატალია ქუთათელაძე აღნიშნავს, რომ მეუღლის შვილებთან კარგი ურთიერთობა აქვს.