მაშინ, როცა ია დუდაშვილი მესამე შვილს ელოდებოდა, "რადიო ფორტუნამ" მასთან და მის მეუღლესთან, მომღერალ ირაკლი ნოზაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
ირაკლი ნოზაძე: შენი სურვილი, შვილების ყოლის... რამდენზე ავიდეთ?
ია დუდაშვილი: ანუ, რამდენი შვილი მინდა? ბევრი.
ირაკლი ნოზაძე: ბევრი როგორ გავიგოთ? ორნიშნა, სამნიშნა, ოთხნიშნა...
ია დუდაშვილი: მე არ ვთვლი, რომ შვილებზე დიდი ბედნიერება ჩემთვის და შენთვის არსებობს, მაგრამ ვთვლი, რომ თითოეულ პიროვნებას, შვილს სჭირდება საკმარისი ყურადღება მშობლისგან ინდივიდუალურად. არა ოჯახურ სიტუაციაში, როცა ყველა ერთად ვართ, არამედ თითოეულთან ცალ-ცალკე უნდა გაატარო დრო. ერთად ყოფნასაც თავისი დატვირთვა აქვს, თუმცა ინდივიდუალურად უნდა დაუთმო დრო, რომ ისინი შედგნენ პიროვნებებად და მათ არ ჰქონდეთ მშობლის ყურადღების დეფიციტი. შესაბამისად, რამდენსაც გავწვდებოდი, რომ სათანადო ყურადღება დავუთმო და არ ჰქონდეთ ჩემთან და შენთან ურთიერთობის დეფიციტი, აი იმდენი შვილი მინდა.

ია დუდაშვილი და ირაკლი ნოზაძე
ირაკლი ნოზაძე იამდე რამდენჯერმე იყო დაოჯახებული, მაგრამ მისმა ურთიერთობებმა დიდხანს არ გასტანა. ამჟამად იას და ირაკლი ბედნიერი ოჯახი აქვთ და ამის დასტური მათი შვილებია. ია ამბობს მართალია წყვილმა კრიზისულ სიტუაციაშიც იყო, მაგრამ ერთად ყველაფერს გაუმკლავდნენ.
"ჩვენ გვქონდა პრობლემები ურთიერთობაში და ამ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. გადაფასება მოხდა... ყველაზე მთავარი, რაც იმ ორწლიანმა პერიოდმა მასწავლა, არის ის, რომ ჩვენი ეგოიზმი ორივეს ხელს გვიშლიდა ურთიერთობების დალაგებაში. როდესაც ეს გვერდზე გავწიეთ და ერთმანეთზე ზრუნვა დავიწყეთ, მაშინ დაიწყო ურთიერთობების დალაგება.ამავდროულად, მეგობრებთან ვსაუბრობდი ძალიან ბევრს. ვეძებდი მრჩეველს ან იმას, ვინც დამეხმარებოდა ამ ურთიერთობების მოგვარებაში. ამ დროს დავრწმუნდი, რომ ეს გზა ჩემი გასავლელია. ასევე დავრწმუნდი, რომ ჩემი მთავარი მეგობარი არის ჩემი მეუღლე", - ამბობს ია.
ია დუდაშვილსა და ირაკლი ნოზაძეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. ზრდიან სამ უსაყვარლეს შვილს, ნია, დანიელ და სიდონია ნოზაძეებს და მათი ოჯახური კადრები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ია შესანიშნავი დედაა, აქტიურადაა ჩართული ბავშვების აღზრდაში და მისი მიდგომა შვილებისადმი ბევრი დედისთვის სამაგალითოა.