მატილდა გვარლიანი ალესიო ალბის ობიექტივში: ფოტოები, რომლებიც გულგრილს ვერავის დატოვებს - Marao

მატილდა გვარლიანი ალესიო ალბის ობიექტივში: ფოტოები, რომლებიც გულგრილს ვერავის დატოვებს

2026-03-01 17:58:38+04:00

ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი იტალიელი ფოტოგრაფის, ალესიო ალბის ობიექტივში მოხვდა. 

mathilda-gvarliani

mathilda-gvarliani

mathilda-gvarliani

mathilda-gvarliani

ვინ არის ალესიო ალბი

ალესიო ალბი იტალიელი ფოტოგრაფია, რომელიც პორტრეტის, სახვითი ხელოვნებისა (fine art) და მოდის ფოტოგრაფიის მიმართულებით მუშაობს. „ფოტოების გადაღება 24 წლის ასაკში დავიწყე“, - ამბობს ის, - „იქიდან გამომდებარე, რომ მანამდე ვხატავდი, ფოტოგრაფიასთან ჩემი პირველი შეხება საკმაოდ ბუნებრივი და მარტივი აღმოჩნდა“. ჩვეულებრივი პორტრეტების გადაღების ნაცვლად, ალესიო გარემოს უნიკალურ მახასიათებლებსა და დეტალებს იყენებს, რათა კადრში საინტერესო ესთეტიკა შექმნას.

  • მატილდა გვარლიანი Vogue-ის ფურცლებზე: ქართველი მოდელი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით

ფოტოებში დრამატიზმის შესატანად, ხელოვანი ბუნების ელემენტებს - ბალახს, მცენარეებს, ხეებსა და მინდვრის ყვავილებს იყენებს, რომლებითაც იმპროვიზებულ ჩრდილებს, სილუეტებსა თუ ბუნებრივ ჩარჩოებს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ მოდელების სახეები ხშირად ნაწილობრივ დაფარულია ამ ელემენტებით, ალბი ახერხებს, რომ თითოეულმა კადრმა სუბიექტის „დამალვისა და გამოჩენის“ თავისებური, უნიკალური გზა შემოგვთავაზოს. ეს შთამბეჭდავი ტექნიკა მისი შემოქმედების დამატებითი კრეატიული განზომილებაა.

ალბის მიაჩნია, რომ ქალის გრძელი და ფერადი თმაც შეიძლება დამატებით რეკვიზიტად იქცეს. ის იყენებს თმის თითოეული ღერის უნარს - დაიხვიოს და სახეს გარს შემოერტყას, როგორც ორგანული ჩარჩო. ვიზუალური დრამისადმი მიდრეკილების მიუხედავად, ნიჭიერი ხელოვანი ზომიერებას არასდროს კარგავს; მისი პორტრეტები სადა, დახვეწილი და, ამავდროულად, იდუმალებით მოცულია. ქალები მის ფოტოებში მხოლოდ ლამაზი სახეები არ არიან - ისინი პორტრეტს იმ ემოციებით ამდიდრებენ, რომლებსაც გადმოსცემენ.

  • "მატილდას ორეულია?" - ვინ არის ქართველი მოდელი, ანო შენგელია, რომელსაც ძალიან ამსგავსებენ მატილდა გვარლიანს

ალესიო ალბის უნიკალურობა მის მიდგომაშია - ის გადაღებებისთვის წინასწარ თითქმის არასდროს ემზადება. ეს დრამატული და ნოსტალგიური პორტრეტები კიდევ უფრო ჯადოსნური ხდება, როცა იგებთ, რომ ყველაფერი ინსტინქტებზეა დაფუძნებული. ალბი თითქმის ყოველთვის იმ მომენტსა და გარემოს მიჰყვება, საიდანაც შთაგონებას იღებს. ის ოსტატურად თამაშობს ფორმებით, ფერებით, შუქითა და იმ განსაკუთრებული ნიშნებით, რაც თითოეულ მოდელს უნიკალურს ხდის.

alesio-albi

  • ვინ არის ქართველი მოდელი, რომელიც დღეს Giorgio Armani-ის ჩვენებაზე გამოვა: მაკო მაჭავარიანის წარმატების გზა

ეს მდგომარეობა თავად ხელოვანისთვისაც პარადოქსულია: „ეს ჩემთვის დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ცხოვრების სხვა ასპექტებში საკმაოდ შფოთვიანი ადამიანი ვარ და მირჩევნია ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე დავგეგმო! სწორედ ამიტომ, ფოტოგრაფია ჩემთვის ყოველთვის იყო თერაპია და რეალობისგან მოწყვეტის საშუალება. შთაგონებას ხელოვნების სხვა დარგებიდანაც ვიღებ: ფერწერა, ხაზვა, კინო, მუსიკა და ლიტერატურა. ჩემს შემოქმედებაში ასევე დიდ როლს თამაშობს ბუნება. იტალიის ცენტრალურ ნაწილში გაზრდა ამ მხრივ ძალიან დამეხმარა თავისი საოცარი ბუნებრივი გარემოთი“.