"თქვენ ხომ ასე მასწავლეთ, მეც ასე გეტყვით - ღმერთს ებარებოდეთ" - მაია ასათიანი ირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება - Marao

"თქვენ ხომ ასე მასწავლეთ, მეც ასე გეტყვით - ღმერთს ებარებოდეთ" - მაია ასათიანი ირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

2026-03-02 12:10:31+04:00

დღეს მსოფლიოს ყურადღება ირანის მიმართულებითაა გადატანი, მას შემდეგ რაც აშშ-მ და ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ტელეწამყვანი მაია ასათიანი წლების წინ სწორედ ირანშ იმყოფებოდა, საიდანაც რეპორტაჟს შემოგვთავაზა, სწორად იქ ყოფნის დეტალები გაიხსენა მაიამ და საარქივო ფოტოკოლაჟი გააზიარა.

"აქ 2004 წელია - იმ მთავარი აიათოლას საფლავზე აშენებულ, ირანში ყველაზე დიდ მეჩეთში. მახსოვს, ჩვენმა ირანელმა მძღოლმა შავი, გაუმჭირვალე წინდები იყიდა და ხელის მტევნებზე ჩამომაცვა, ქალს,აიათოლას საფლავზე სხეულის არც ერთი ნაწილი არ უნდა უჩანდეს, ძლივს მეჭირა მიკროფონი… მეორე ფოტოზე ალავერდიხან უნდილაძის აშენებული უძველესი ხიდია, ასე რომ ამაყობენ ფერეიდნელი ქართველები.

ჰოდა, დღე არ გავა,თქვენზე არ ვიფიქრო, ნეტა თქვენმა ქალებმა ჩადრები თუ მოიხსნეს, ან ეს რა მოსატანია, მშვიდობით თუ ხართ ყველა, ხომ არ დაღუპულა ვინმე თქვენიანი. თქვენით იწყება ჩემი ამბავი პროფესიაშიც და ცხოვრებაში. თქვენ ხომ ასე მასწავლეთ, მეც ასე გეტყვით-ღმერთს ებარებოდეთ!" - წეს მაია ასათიანი. 

maia-asatiani

  • ირანის რკინის ლედი: ბრძოლა თავისუფლებისთვის გისოსებს მიღმა - ვინ არის ნარგეს მოჰამადი 

რა ხდება ირანში?

ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაიძაბა, რადგან აშშ-მა და ისრაელმა ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს ირანის წინააღმდეგ. მიმდინარეობს საჰაერო და რაკეტული დარტყმები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ირანის დედაქალაქ თეირანში. ეს ოპერაცია მიზნად ისახავდა ირანის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის დაქვეითებას. აშშ-ისა და ისრაელის ლიდერები აცხადებენ, რომ ეს ოპერაცია იყო აუცილებელი მათი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ირანის სამხედრო პროგრამის შეჩერებისთვის. 

  • 5 ქალი ჰიჯაბის წინააღმდეგ და სიმამაცის წარმოუდგენელი მაგალითი: ხუთი ისტორია ირანიდან 

ამ შეტევის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამეინი დაიღუპა. აიათოლას სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა ირანული სახელმწიფო მედიის მხრიდანაც. ამის გამო ირანში  40-დღიანი გლოვა გამოცხადდა, ხოლო ხელისუფლებამ დანიშნა დროებითი მმართველი  აიათოლა ალირეზა არაფი. 

ამ დროისთვის ირანს მხო­ლოდ 2 უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი ჰყავ­და. ერთი იყო აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნეი, მე­ო­რე კი დიდი აია­თო­ლა რუ­ჰო­ლა ხო­მე­ი­ნი, რო­მე­ლიც 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ხო­მე­ი­ნი ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­ის მთა­ვა­რი ფი­გუ­რა იყო და ქვე­ყა­ნას ერაყ­თან რვაწ­ლი­ა­ნი ომის დროს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

  • მაჰლაღა ჯაბერი: 36 წლის ირანელი მოდელი და მსახიობი, რომლის ხმაც უსამართლობის წინააღმდეგ ვერ ჩაახშეს 

2025 წლის ბოლოს დაიწყო პროტესტი, რაც მალე გადაიზარდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ არეულობაში ბოლო. პირველი გამოსვლები გამოწვეული იყო ეკონომიკური პრობლემებით, ინფლაციით, უმუშევრობითა და ფასების ზრდით, ამასთან ტელეფონისა და ინტერნეტის დაბლოკვით. ეს ყველაფერი კი სულ მალე გადაიზარდა ფართო მოძრაობაში, რომელიც ითხოვდა მმართველი ხელისუფლების შეცვლასა და ფუნდამენტურ ცვლილებებს. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობის მხრიდან ძალიან მძიმე დაპირისპირება მოჰყვა. ათიათასობით ქუჩაში გამოსული მომიტინგე დახოცეს და დაკავებულებს კი სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანეს.