"ჰაერში კვლავ ისმის აფეთქებების ხმა, მადლობა ღმერთს ხმელეთზე სიმშვიდეა" - რას ჰყვებიან დუბაიში მყოფი ქართველები - Marao

"ჰაერში კვლავ ისმის აფეთქებების ხმა, მადლობა ღმერთს, ხმელეთზე სიმშვიდეა" - რას ჰყვებიან დუბაიში მყოფი ქართველები

2026-03-02 12:53:29+04:00

"დილა მშვიდობის. ისევ აქ ვართ და ცა ისევ ჩაკეტილია. ხვალ იყო ჩვენი ფრენა, რომელიც, რა თქმა უნდა, გაუქმებულია. როდის იქნება და კიდევ რამდენი ხანი ვიქნებით აქ, ჯერ არავინ იცის. ისევ მოგვდის გაფრთხილებები და არ გვიშვებენ სასტუმროდან. ჰაერში კვლავ ისმის აფეთქებების ხმა, მადლობა ღმერთს, ხმელეთზე სიმშვიდეა," - წერს მსახიობი რუსკა ქარქაშაძე დუბაიდან. რუსკასთან ერთად, მისი მეუღლე, ლაშა მოწონელიძე, ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუაც იმყოფებიან.

irani

რუსკა ქარქაშაძისა და მისი მეგობრების გარდა, დუბაიში იმყოფა კიდევ არაერთი ქართველი - ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის მეუღლე, გვანცა ნიშნიანიძე მეგობრებთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან და მეგობებთან ერთად. 

ისრაელში კი ნინო ჩხეიძე იყო ჩასული, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები თუ როგორ აფარებს მომღერალი თავს ბუნკერს. 

  • "თქვენ ხომ ასე მასწავლეთ, მეც ასე გეტყვით - ღმერთს ებარებოდეთ" - მაია ასათიანი ირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება 

რა მდგომარეობაა ირანში?

ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაიძაბა, რადგან აშშ-მა და ისრაელმა ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს ირანის წინააღმდეგ. მიმდინარეობს საჰაერო და რაკეტული დარტყმები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ირანის დედაქალაქ თეირანში. ეს ოპერაცია მიზნად ისახავდა ირანის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის დაქვეითებას. აშშ-ისა და ისრაელის ლიდერები აცხადებენ, რომ ეს ოპერაცია იყო აუცილებელი მათი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ირანის სამხედრო პროგრამის შეჩერებისთვის. 

  • 5 ქალი ჰიჯაბის წინააღმდეგ და სიმამაცის წარმოუდგენელი მაგალითი: ხუთი ისტორია ირანიდან 

ამ შეტევის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამეინი დაიღუპა. აიათოლას სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა ირანული სახელმწიფო მედიის მხრიდანაც. ამის გამო ირანში  40-დღიანი გლოვა გამოცხადდა, ხოლო ხელისუფლებამ დანიშნა დროებითი მმართველი  აიათოლა ალირეზა არაფი. 

ამ დროისთვის ირანს მხო­ლოდ 2 უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი ჰყავ­და. ერთი იყო აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნეი, მე­ო­რე კი დიდი აია­თო­ლა რუ­ჰო­ლა ხო­მე­ი­ნი, რო­მე­ლიც 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ხო­მე­ი­ნი ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­ის მთა­ვა­რი ფი­გუ­რა იყო და ქვე­ყა­ნას ერაყ­თან რვაწ­ლი­ა­ნი ომის დროს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

  • ელნაზ ნორუზი: მსახიობი ორ სამყაროს შორის და თავისუფლების ხმა ირანიდან 

2025 წლის ბოლოს დაიწყო პროტესტი, რაც მალე გადაიზარდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ არეულობაში ბოლო. პირველი გამოსვლები გამოწვეული იყო ეკონომიკური პრობლემებით, ინფლაციით, უმუშევრობითა და ფასების ზრდით, ამასთან ტელეფონისა და ინტერნეტის დაბლოკვით. ეს ყველაფერი კი სულ მალე გადაიზარდა ფართო მოძრაობაში, რომელიც ითხოვდა მმართველი ხელისუფლების შეცვლასა და ფუნდამენტურ ცვლილებებს. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობის მხრიდან ძალიან მძიმე დაპირისპირება მოჰყვა. ათიათასობით ქუჩაში გამოსული მომიტინგე დახოცეს და დაკავებულებს კი სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანეს.