„მადლობა ქალებს, ონკოლოგიურ პაციენტებს, თქვენ მაძლევთ ძალას, ენთუზიაზმით ვიცხოვრო“ - ბიანკა ბალტი სან-რემოს სცენაზე ბრწყინავს - Marao

„მადლობა ქალებს, ონკოლოგიურ პაციენტებს, თქვენ მაძლევთ ძალას, ენთუზიაზმით ვიცხოვრო“ - ბიანკა ბალტი სან-რემოს სცენაზე ბრწყინავს

2026-03-02 13:41:35+04:00

იტალია წელს არაერთი ღონისძიების გამო მოექცა ყურადღების ცენტრში, როგორებიცაა, სანრემოს მუსიკალური ფესტივალი, მილანის მოდის კვირეული და ზამთრის ოლიმპიური თამაშები. 

სანრემო არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძველი იტალიური მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ქალაქ სანრემოში იმართება. ფესტივალი 1951 წელს დაარსდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ქალაქმა 76-ე ფესტივალს უმასპინძლა. სანრემოს სცენაზე უამრავი წარმატებული ადამიანი გამოდის, მათ შორის, კი მოდელი ბიანკა ბალტიც იყო. აღსანიშნავია, რომ ბიანკა მძიმე დიაგნოზის შემდეგ, სრულად დაუბრუნდა საქმიანობას და იქცა იმ ქალების ხმად, რომლებიც ონკოლოგიურ დიაგნოზს ებრძვიან.

  • ქართველი ჟურნალისტის კითხვა ლეგენდარულ ლაურა პაუზინის: სან-რემოს ფესტივალი და იტალიური მუსიკის ვარსკვლავი 

"რა დაუჯერებელი მოგზაურობა იყო. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამ გამოცდილებით ასე უფრო მეტად გავერთობოდი და დავტკბებოდი, ვიდრე ერთი წლის წინ, როცა პირველად გამოვედი ამ სცენაზე. მაგრამ ასე მოხდა და ძალიან მადლიერი ვარ.

მადლობა, კარლო კონტი, მადლობა, ლაურა პაუზინა, შენ თბილი, გულწრფელი და უშუალო ხარ. იმ წამიდანვე, როცა კიბეებზე ჩამოვედი, თავი სახლში მაგრძნობინე.

გულითადი მადლობა, ალესანდრო მიშელ, რომ ჩამაცვი შენი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კაბები, რომლებიც "ვალენტინოსთვის" შექმენი. ეს უდიდესი პატივია. მადლობა, ლორენცო, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადე.

დაბოლოს, მადლობა იმ ქალებს - ონკოლოგიურ პაციენტებს, რომლებთანაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მქონდა შეხება. თქვენ იცით, ვინ ხართ. იმის ცოდნამ, რომ თქვენ წარმოგადგენთ, მომცა ძალა, იმ ენთუზიაზმით მეცხოვრა, რომელსაც სიცოცხლე იმსახურებს, განსაკუთრებით დიაგნოზის შემდეგ. ასევე, მათ პატივსაცემად, ვინც ჩვენს შორის აღარ არის" - წერს ბიანკა ბალტი და სანრემო 2026-დან კადრებს აქვეყნებს.

  • "ვოცნებობდი მეტი შვილის ყოლაზე, გავყინე კვერცხუჯრედები... 2024 წლის ბოლოს კი მითხრეს, რომ მაქვს მესამე სტადიის საკვერცხის კიბო" - ბიანკა ბალტის ემოციური წერილი 

bianka-balti

bianka-balti

bianka-balti

bianka-balti

bianka-balti

bianka-balti