"არავინ იცის შოუს დადგმა ისე, როგორც დემნამ" - როგორ აფასებენ მოდის კრიტიკოსები დემნას ბოლო ჩვენებას - Marao

"არავინ იცის შოუს დადგმა ისე, როგორც დემნამ" - როგორ აფასებენ მოდის კრიტიკოსები დემნას ბოლო ჩვენებას

2026-03-02 17:16:06+04:00

გავლენიანი მოდის სახლი VOGUE დემნა გვასალიას მილანში გამართულ ჩვენებაზე წერს. 

„10 წლის განმავლობაში ვცდილობდი შთაბეჭდილება მომეხდინა სხვებზე და საკუთარ თავზეც. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჭკვიანი დიზაინერი ვიყავი. Gucci-ში კი ემოციების მოზღვავება ვიგრძენი. მივხვდი, რომ შემიძლია შევქმნა ემოციური სივრციდან მოდა, რომელიც აღძრავს ემოციებსა და განცდებს. ეს ან გიყვარს, ან გძულს,“ - განაცხადა დემნამ კულუარებში თავისი პირველი ჩვენების შემდეგ.

გასულ კვირას მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში GICCI-ს ჩვენება გაიმართა. კოლექცია კრიტიკოსებმა სხვადასხვანაირად შეაფასეს. 

Gucci

  • "ამომავალი ვარსკვლავი" - რას წერს VOGUE ქართული წარმოშობის დიზაინერზე, გალიბ გასანოვზე - გზა თბილისიდან მსოფლიო სცენამდე 

„მე ვცდილობ, კრეატიულ მხარეზე შეფასებები არ გავაკეთო, რადგან ეს ჩემი საქმე არ არის. თუმცა, ვფიქრობ, ვნახე ბევრი პროდუქტი, კარგი მასალები და შესრულება, რომელიც მაღალ დონეზეა. დავინახე ბევრი კოდი, რომელიც ტიპურად ცნობადია, რაც ბრენდებისთვის შესანიშნავია. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ერთგვარი გამბედაობა ბრუნდება. ამას ძალიან კარგ საწყის წერტილად მივიჩნევ და ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ. ეს მხოლოდ ისტორიის დასაწყისია,“ - განაცხადა Kering-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკა დე მეომ, კულუარებში ჩვენების დასრულების შემდეგ.

"ამან ნამდვილად გამოიწვია ემოცია და არის დემნას მიერ Gucci-ს ხედვის გადამწყვეტი განაცხადი. ის აშკარად ეყრდნობოდა ტომ ფორდის სულს. მთავარი დასკვნა ისაა, რომ არავინ იცის შოუს დადგმა ისე, როგორც დემნამ. მას თეატრალურობის თანდაყოლილი ნიჭი აქვს. ქასთინგი ფანტასტიკური იყო, ისევე როგორც ის, თუ როგორ შექმნა მან პერსონაჟები ამ ქასთინგისგან. დემნა ნამდვილად ქმნის ყოველდღიური ცხოვრების მომენტებს, სძენს მათ ახალ მნიშვნელობას და საშუალებას აძლევს მათ მოულოდნელი ინტერპრეტაცია შეიძინონ. ვფიქრობ, მან ეს ბრწყინვალედ გამოიყენა დღეს Gucci-ში," - ამბობს ჯად კრეინი, Selfridges-ის ბრენდისა და შესყიდვების აღმასრულებელი დირექტორი.

demna-gvasalia

"ხალხი იქ მიდის, სადაც ენერგიაა. პირველი რიგისა და პოდიუმის შემხედველიც კი ნათელია, რომ დემნამ Gucci-ში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მიაგნო. ეს ჰგავდა ტომ ფორდის იმ ცნობილ 1995 წლის Gucci-ს ჩვენებას. მომეწონა ისიც, რომ კოლექცია არ იყო გადამეტებულად კონცეპტუალური. სამოსი იყო ტანზე გამოყვანილი და სექსუალური,"  -  ამბობს სემუელ ჰაინი, GQ-ს გლობალური მოდის კორესპონდენტი.

"ეს იყო ტომ ფორდის ეპოქის Gucci-ს ძლიერი გამოძახილი 2000-იანების ჭრილში, რასაც დემნას საფირმო ხედვაც ახლდა. ქეით მოსის მიერ შოუს დახურვის კადრს ხანგრძლივი ეფექტი ექნება და ის Gucci-ს შემდეგ თავში სექსუალურ გადასვლად იქცევა," -  ამბობს რიკი დე სოლი, Nordstrom-ის ვიცე-პრეზიდენტი და მოდის დირექტორი.