"დედის დღეს გილოცავ, მსოფლიოში საუკეთესო დედავ" - როგორ ულოცავს დედის დღეს ხვიჩა კვარაცხელია - Marao

"დედის დღეს გილოცავ, მსოფლიოში საუკეთესო დედავ" - როგორ ულოცავს დედის დღეს ხვიჩა კვარაცხელია

2026-03-03 10:55:35+04:00

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. სოციალური ქსელი ცხოვრების მთავარი ადამიანებისთვის სიყვარულისა და პატივისცემის გამოსახატად კი ერთ-ერთ მთავარ გზად იქცა - დედების ფოტოების გაზიარებით და გულთბილი მილოცვებით დღეს ფეისბუკი თუ ინსტაგრამი კიდევ უფრო სასიამოვნო სივრცედ იქცა. 

ერთ-ერთი, ვინც დედას 3 მარტი საჯაროდ მიულოცა, ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. 

"დედის დღეს გილოცავ, მსოფლიოში საუკეთესო დედავ" - წერს ის და დედასთან, მაკა ლუკავასთან, მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან და შვილთან, დამიანე კვარაცხელიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

khvicha-khvaratskhelia

  • "ყველასგან გამორჩეული, ყველაზე ლამაზი" - VIDEO: რატომ მოექცა ნიცა თავაძე ყურადღების ცენტრში 

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

 nitsa-tavadze

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს. 

შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.