"ხშირად არ ვამბობ ამას, მაგრამ მიყვარხარ დედა" - მარიამ მათიაშვილის ემოციური მილოცვა დედას, თეა დარჩიას - Marao

"ხშირად არ ვამბობ ამას, მაგრამ მიყვარხარ დედა" - მარიამ მათიაშვილის ემოციური მილოცვა დედას, თეა დარჩიას

2026-03-03 11:58:11+04:00

მარიამ მათიაშვილი დედას, თეა დარჩიას დედის დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს:

"დედა, შენ ხარ ჩემი ყველაზე დიდი შთაგონება და გავლენა. მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთე ჩემს მხარდასაჭერად და მადლობა, რომ მაქციე იმად, რაც დღეს ვარ. ხშირად არ ვამბობ ამას, მაგრამ მიყვარხარ, დედა. შენ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში. გილოცავ დედის დღეს", - წერს მარიამ მათიაშვილი

mariam-matiashvili

mariam-matiashvili

თეა დარჩიასა და გუჯა მათიაშვილის ოჯახი  

უკვე არაერთი წელია, რაც თეა დარჩიას სახელი "სუხიშვილებს" უკავშირდება. მან სცენაზე 30 წელზე მეტი გაატარა და, მიუხედავად დიდი ოჯახისა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ანსამბლის წამყვანი სოლისტის პოზიციიდან თეა დარჩიამ ბოლო წლებში პედაგოგის ამპლუაში გადაინაცვლა, გახსნა საკუთარი სტუდია და ახლა მსურველებს ამ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს. 

"წესრიგი მნიშვნელოვანია და მას სიმკაცრით მიაღწევს თუ სიყვარულით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, არ დაჩაგრო ბავშვი  და არ უნდა შეულახო ღირსება. შენიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან შენიშვნის გარეშე ადამიანი ვერ იზრდება. ვთვლი, რომ ცეკვა ქალისა და კაცის ხასიათის გამოხატულებაა. სანამ რამე ცოცხალია, ადამიანიდან დაწყებული, ბალახით დამთავრებული, უნდა განიცდიდეს ყოველდღიურ ტრანსფორმაციას. რაც აჩერებს განვითარებას და ძიებას, ის კვდება" - ამბობდა თეა დარჩია.

 თეა დარჩია 33 წელია, გუჯა მათიაშვილზეა დაქორწინებული. მათ ოთხი შვილი: მარიამი, მირიანი, იოანა და გაბრიელი ჰყავთ. 

"როცა პირ­ვე­ლად მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი შვი­ლი, 1990 წელი იყო. ვი­ყა­ვი შოკ­ში და მივ­ხვდი, რომ ამას ვერ ვი­ზამ­დი ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. იცით, რას მივ­ხვდი 19 წლის ასაკ­ში? ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ­ხე­ლა რა­ღაც შეძ­ლო. ასე­ვე, იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რა მაგ­რად ვყვა­რე­ბი­ვარ დე­და­ჩემს. მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გან­მე­ორ­და, დავ­ბრუნ­დი ათი წლით უკან და ზუს­ტად იგი­ვე გან­ცდა გან­მე­ორ­და. მე­სა­მე­ზეც - იგი­ვე და მე­ო­თხე­ზეც - იგი­ვე, მაგრამ უფრო და უფრო ძლი­ე­რი, იმი­ტომ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკეთ იაზ­რებ, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა დე­დო­ბა.

ბევრი შვილი უნდა გააჩინო. სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება. რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული. ჩემთვის ადვილია შვილების გაზრდა, პრინციპში, ცხრა თვე მუცლით ტარება და მშობიარობა მიწევს, დანარჩენი პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემს მეუღლეს აქვს აღებული. არც ერთ შვილზე არ მყოლია ძიძა, ყველას შრომას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძიძის ინსტიტუტის არ მესმის. ჩემმა შვილმა ჩემზე მეტად ძიძა რომ შეიყვაროს, იქვე გული გამისკდება. ეგ კი არა, მამა რომ უფრო მეტად უყვართ, იმაზე მეშლება ნერვები!

  • VIDEO: თეა დარჩიას ულამაზესი "ქართული" მეუღლესთან ერთად 

გუჯა ეთამაშება ხოლმე ბავშვებს, მე, სტუდიიდან გამომდინარე, უფრო მასწავლებლური მიჭირავს, თუმცა ვიცი, რომ ბავშვი დამოძღვრით კი არა, მშობლის წამხედურობით იზრდება. თუ რამე არ მოგწონს, შვილს იმწუთასვე უნდა დაუფიქსირო, მერე აზრი აღარ აქვს" - ამბობდა თეა.

თეა დარჩიას უფროსი შვილი, მარიამი, დედის გზას აგრძელებს და თავადაც "სუხიშვილების" მოცეკვავეა. მარიამმა სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი მეუღლე დავით თოფურიაა. ქორწილი ულამაზეს გარემოში, კაჭრეთის "ამბასადორში" შედგა.  ქორწილი სავსე იყო ქართული ცეკვით, მუსიკითა და გართობით.

მირიან მათიაშვილი თეა დარჩიას მეორე შვილია. მირიანმა უფროს დაზე ერთი წლით ადრე, გასულ წელს იქორწინა ბავშვობის სიყვარულზე, უმშვენიერეს ელენე ბარამიძეზე: “გავხდი დედამთილი, უფრო მეტი შვილის პატრონი. ვიცი, რომ ძალიან კარგად არის, ზედმეტი ზარებითაც არ ვაწუხებ, იმიტომ, რომ ვუსვამ ერთადერთ კითხვას: "დე, ბედნიერი ხარ?", მეუბნება "კი, დედა" და მეტი რაღა უნდა მაინტერესებდეს”, – ამბობდა მაშინ თეა დარჩია.

იოანა და გაბრიელი ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა იოანამ უკვე გამოავლინა სიყვარული ქართული ცეკვის მიმართ და დედის სტუდიაში ცეკვავს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ის ძალიან ჰგავს თეას და მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ. 

"შვილებთან მე­გობ­რუ­ლი, უშუ­ა­ლო, თბი­ლი და ძა­ლი­ან ახლო ურთიერთობა მაქვს. არა­ვინ არ თქვას, რომ დედა შვი­ლის მე­გო­ბა­რი არ უნდა იყოს! თუ მე­გო­ბა­რი არ იქ­ნე­ბი, მო­გა­ტყუ­ებს, აუ­ცი­ლებ­ლად მო­გა­ტყუ­ებს ადრე თუ გვი­ან... თუ დე­და­სა და შვილს შო­რის არის უფსკრუ­ლი, თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი, იო­ტი­სო­დე­ნა, ოდეს­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად იტყვის შვი­ლი ტყუ­ილს. ჩემს შვი­ლებ­თან ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მათი ტოლი და სწო­რი", - ამბობდა თეა დარჩია.