"ახლა კიდევ უფრო ყველაზე ძალიან მჭირდები, რომ მასწავლო, როგორ გავხდე ისეთი ძლიერი..." - სალომე ბაკურაძის ემოციური მიმართვა - Marao

"ახლა კიდევ უფრო ყველაზე ძალიან მჭირდები, რომ მასწავლო, როგორ გავხდე ისეთი ძლიერი..." - სალომე ბაკურაძის ემოციური მიმართვა

2026-03-03 12:13:38+04:00

"ახლა კიდევ უფრო ყველაზე ძალიან მჭირდები, ძალიან მჭირდები იმისთვის, რომ მასწავლო, როგორ გავხდე ისეთი ძლიერი, როგორც შენ გახდი მას შემდეგ, რაც ჩემი მამიკო გარდაიცვალა,"- ასე მიმართა სალომე ბაკურაძემ დედას "რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან. სალომეს დედა მარინა გელაშვილია. 

"შეიძლება, მშობლისგან შვილის ქება ცოტა უხერხულია, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ სალომე არაჩვეულებრივი შვილია. ცხოვრებაში, რაც მეუღლის გარდაცვალებით დამაკლდა, მან ყველაფერი ამინაზღაურა. ჩემი „ბიჭია“. ყველაფერს მისრულებს. შემიძლია, ბოლომდე დავეყრდნო. ამის ხელში ბედნიერი სიბერე მაქვს", - ამბობდა მარინა გელაშვილი წლების წინ ინტერვიუში.

bakuradze

სალომე ბაკურაძის ოჯახი და კარიერა

სალომე ბაკურაძე დაიბადა 1984 წლის 9 ივლისს, ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქალაქ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლა, საფორტეპიანო განყოფილება. 2002-2006 წლებში სწავლობდა სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები.

სალომე ბაკურაძემ 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში „ნუცას სკოლა“ და გავიდა ნახევარფინალში. ამავე წელს „TV იმედის“ მიწვევით მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ შოუში „იმედის ტალღა“. 2006 წელს კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას მიწვევით იყო მისივე სახელობის კვინტეტის წევრი. 2006 წელს საქართველოს სახელით მოლდოვის საერთაშორისო კონკურსში „Friends Faces“ მიიღო მონაწილეობა და ლაურეატი გახდა. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო ამერიკული სატელევიზიო შოუს „Pop Idol“-ის ქართულ ანალოგში „რუსთავი 2-ზე, სადაც შოუს ფინალისტი გახდა და მე-2 ადგილი დაიკავა.

2009 წელს იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" მიიწვია მსოფლიოში ცნობილი შოუს „Two stars“ ქართულ ანალოგში. 2009 წელს „რუსთავი 2“-მა იგი მიიწვია „Pop Idol“-ის ანალოგ პროექტ „Geo star“ 2000-ში სპეციალურ სტუმრად. 2008 წლის ფინალისტობის შემდეგ მას ინტენსიურად იწვევდა სხვადასხვა ტელეკომპანია რეიტინგულ გადაცემებში. 2010 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მიიწვია მეგა შოუში „Bravo“, სადაც მან მაყურებლის და ჟიურის მხარდაჭერით გამარჯვება მოიპოვა. 2015 წელს ტელეკომპანია „GDS“-ის მიწვევით მონაწილეობა მიიღო მეგა შოუში, საერთაშორისო პროექტ „One In One“ ქართულ ანალოგში, „ერთი-ერთში“, სადაც გაიმარჯვა.

სალომე ბაკურაძეს დღემდე აქტიური კარიერა აქვს - გარდა მომღერლისა, ის ტელე- და რადიოწამყვანის ამპლუაშიც ვიხილეთ. 

ლაშა ბასლანძემ და სალომე ბაკურაძემ ერთმანეთი საერთო მეგობართან გაიცნეს. მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სიყვარულში გადაიზარდა. წყვილმა 2014 წელს იქორწინა.

„ლაშა ჩემზე ყოველთვის ჩემზე მეტად ნერვიულობს. როდესაც ორსულობის მერვე თვეში ვიყავი და უეცრად წყლები დავღვარე, ლაშა ლოგინიდან წამოხტა და პანიკაში იყო, ყვიროდა, დავიღუპეთო. ისეთი სიჩქარით მიმაქანებდა საავადმყოფოში, მეგონა, ამოვტრიალდებოდით. ცუდ რამეებს დაუკავშირა ნაადრევად მშობიარობის დაწყება.

სულ ასეა, ჩემს მდგომარეობას ვერ აღვიქვამ, რადგან ლაშას დაწყნარება მჭირდება. ცუდად ყოფნას არ მაცდის და არ მარგებს. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. კლინიკიდან ეტლით გამომიყვანეს და ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ადგილზე მოკვდა. ვაწყნარებდი, მაცალე ცოტა ხანი და გავივლი-მეთქი“.

bakuradze

„გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ლაშა იყო ძალიან ძლიერი პიროვნება და რაც დრო გადის, ამაში უფრო მეტად ვრწმუნდები, – უყვება სალომე ბაკურაძე ერთ-ერთ ინტერვიუში „სარკეს“, – აღმოვაჩინე, რომ ბევრი ნიჭით არის დაჯილდოებული. შეუძლია ძალიან ბევრი იშრომოს და მიზანს მიაღწიოს. ღირსეული პიროვნებაა, მაგრამ მის ამ თვისებებზე საჯაროდ საუბარი სწორად არ მიმაჩნია. შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. ლაშიკო ძალიან თბილი, მოსიყვარულე და კაცთმოყვარეა. უყვარს ადამიანები და მათში ცუდ მხარეს არასდროს ეძებს. ჩემი მეგობრებისთვის, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრებაა მოვდივარ, ფაქტობრივად აღარ არსებობს ზღვარი ჩემსა და ლაშიკოს სიყვარულს შორის…

შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს ერთი ეტაპი და ამ ერთ ეტაპში ბევრი რამ მოხდეს… გამოცდილება ნამდვილად დაგვიგროვდა. ჩვენმა შვილმა, სანტიმ, კიდევ უფრო დაგვაახლოვა. შვილი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ყოველდღიურ ცხოვრებას. მთლიანად მის გარშემო ვბრუნავთ".