დღეს მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებს ირანში განვითარებულ მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთის ცა ჩაიკეტა, როს გამოც ბევრი ქართველი ვერ ახერხებდა სამშობლოში დაბრუნებას. მათ შორის კახა კალაძეც აღმოჩნდა, რომელიც მეუღლესა, შვილთან და მეგობრებთან ერთად დუბაიში ისვენებდა.
"ჩემო ლამაზო მეგობრებო, მთელი გულით მადლობას გიხდით ყველას, ვინც მოგვიკითხა. თქვენი შეტყობინებები, ზარები და მზრუნველობა ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. მე და ჩემი ოჯახი ახლა უსაფრთხოდ ვართ. მანქანით გავემგზავრეთ ომანში, შემდეგ კი რიადში გავფრინდით. მალე ვგეგმავთ თურქეთიდან სახლში დაბრუნებას.
ყველას გისურვებთ მშვიდობას და უსაფრთხოებას", - წერს ანუკი არეშიძე.


რა მდგომარეობაა ირანში?
ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაიძაბა, რადგან აშშ-მა და ისრაელმა ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს ირანის წინააღმდეგ. მიმდინარეობს საჰაერო და რაკეტული დარტყმები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ირანის დედაქალაქ თეირანში. ეს ოპერაცია მიზნად ისახავდა ირანის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის დაქვეითებას. აშშ-ისა და ისრაელის ლიდერები აცხადებენ, რომ ეს ოპერაცია იყო აუცილებელი მათი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ირანის სამხედრო პროგრამის შეჩერებისთვის.
ამ შეტევის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამეინი დაიღუპა. აიათოლას სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა ირანული სახელმწიფო მედიის მხრიდანაც. ამის გამო ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა, ხოლო ხელისუფლებამ დანიშნა დროებითი მმართველი აიათოლა ალირეზა არაფი.
ამ დროისთვის ირანს მხოლოდ 2 უზენაესი ლიდერი ჰყავდა. ერთი იყო აიათოლა ალი ხამენეი, მეორე კი დიდი აიათოლა რუჰოლა ხომეინი, რომელიც 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხომეინი ირანის რევოლუციის მთავარი ფიგურა იყო და ქვეყანას ერაყთან რვაწლიანი ომის დროს ხელმძღვანელობდა.
2025 წლის ბოლოს დაიწყო პროტესტი, რაც მალე გადაიზარდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ არეულობაში ბოლო. პირველი გამოსვლები გამოწვეული იყო ეკონომიკური პრობლემებით, ინფლაციით, უმუშევრობითა და ფასების ზრდით, ამასთან ტელეფონისა და ინტერნეტის დაბლოკვით. ეს ყველაფერი კი სულ მალე გადაიზარდა ფართო მოძრაობაში, რომელიც ითხოვდა მმართველი ხელისუფლების შეცვლასა და ფუნდამენტურ ცვლილებებს. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობის მხრიდან ძალიან მძიმე დაპირისპირება მოჰყვა. ათიათასობით ქუჩაში გამოსული მომიტინგე დახოცეს და დაკავებულებს კი სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანეს.