თანამედროვე სამყაროში სმარტფონები, პლანშეტები და კომპიუტერები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა, ამ პროგრესს თან ახლავს სერიოზული გამოწვევა - გაჯეტებზე მიჯაჭვულობა. თითქმის ყველა მშობლისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა ბავშვი საათობით არის ჩართული ვირტუალურ სამყაროში, რაც უარყოფითად მოქმედებს მის მხედველობაზე, კონცენტრაციასა და ფიზიკურ აქტივობაზე.
როგორ მოვაშოროთ ბავშვები ეკრანს? - ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხს ყველა ოჯახი ეძებს.
საუკეთესო გამოსავალი არტი და კრაფტია. ხელსაქმე და შემოქმედებითი პროცესი არ არის მხოლოდ გართობა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ბავშვის განვითარებისთვის. როდესაც ბავშვი საკუთარი ხელით ქმნის რაღაცას, მისი ფანტაზია უსაზღვროდ ფართოვდება, ვითარდება წვრილი მოტორიკა და მოთმინების უნარი. რაც მთავარია, შემოქმედება ბავშვს აძლევს რეალურ, ხელშესახებ შედეგს, რაც გაცილებით მეტ სიხარულს ანიჭებს, ვიდრე ეკრანზე თითის გასმა.
5 კრეატიული აქტივობა, რომელიც თქვენს შვილს სმარტფონს ნამდვილად დაავიწყებს:
- კრაფტის ყვავილების შექმნა

ფერადი ქაღალდებისგან, წებოს და მაკრატლის დახმარებით ყვავილების გაკეთება ნამდვილი მაგიაა. ეს პროცესი ბავშვს ასწავლის ფერების შეხამებასა და ფორმების აღქმას. შექმნილი თაიგულით მას შეუძლია მორთოს თავისი ოთახი ან აჩუქოს დედას/ბებიას, ეს მას საკუთარი შრომის დაფასებაში დაეხმარება.
- შესაკერი სათამაშოები (DIY ნაკრებები)
ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ ის სათამაშოები, რომლებსაც თავად "აძლევენ სიცოცხლეს". არსებობს სპეციალური ნაკრებები, სადაც უსაფრთხო, პლასტმასის ნემსითა და წინასწარ მომზადებული ნახვრეტებით ბავშვი თავად კერავს ფუმფულა ცხოველებს. ეს აქტივობა საოცრად ავითარებს ყურადღებასა და სიზუსტეს.
- მზა შაბლონებით შემოქმედება
თუ ბავშვს უჭირს ნულიდან დაწყება, მზა შაბლონები (მაგალითად, გამოსაჭრელი ნიღბები, გვირგვინები ან მუყაოს ფიგურები) საუკეთესო სტარტია. შაბლონის მორთვა ღილებით, ბრჭყვიალებით ან საღებავებით ბავშვს აძლევს თავისუფლებას, გამოხატოს თავისი ინდივიდუალიზმი.
კლასიკური ფაზლებისგან განსხვავებით, 3D ფაზლები ბავშვს სივრცით აზროვნებას ასწავლის. როდესაც ბრტყელი დეტალებისგან თვალწინ იზრდება ეიფელის კოშკი, მეკობრეების გემი ან ცხოველის ფიგურა, ეს ბავშვისთვის ნამდვილი საინჟინრო გამოწვევა და დიდი გამარჯვებაა.
- ჯადოსნური "წყლის კალამი" და გასაფერადებლები
ეს იდეალური აქტივობაა პატარებისთვის და მათთვის, ვისაც სისუფთავე უყვარს. სპეციალურ კალამში უბრალოდ წყალს ასხამთ, ბავშვი კი ნახატს აფერადებს, რის შემდეგაც ფერადი გამოსახულებები ჯადოსნურად ჩნდება.

გახსოვდეთ, ბავშვი გაჯეტს მაშინ ირჩევს, როცა გარშემო სხვა საინტერესოს ვერაფერს ხედავს. შესთავაზეთ მას შემოქმედებითი თავგადასავალი და დაინახავთ, როგორ გაუბრწყინდება თვალები საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრის დანახვისას!
R