საოცარი ბიჭი - თომა: გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ვაჟის გატაცება და ცხოვრება დუშეთში - Marao

საოცარი ბიჭი - თომა: გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ვაჟის გატაცება და ცხოვრება დუშეთში

2026-03-05 11:08:23+04:00

ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას ორი საერთო შვილი, თემო და თომა ჰყავთ. წყვილი ამჟამად შვილებთან ერთად დუშეთში ცხოვრობს.

მაკასა და გიორგის უმცროსი შვილი, თომა, ფეხბურთითაა გატაცებული და საბავშვო გუნდშიც თამაშობს - ის დუშეთის აკადემიის ფეხბურთელია. სოციალურ ქსელში ვარჯიშიდან თომას ახალი ფოტოები გავრცელდა.

margvelashvili

margvelashvili

მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი - ცხოვრება დუშეთში, შვილები და ოჯახი 

მშვენიერი, დახვეწილი, გაწონასწორებული, ნიჭიერი... - ეს იმ ეპითეტებიც მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც მაკა ჩიჩუას შესახებ ხშირად მოისმენთ. მართლაც, განსაკუთრებულად მშვიდი აურისა და დადებითი განწყობის დამსახურებით, მაკა ჩიჩუა დღემდე ბევრისთვის საყვარელი "პირველი ლედია".

მაკა ჩიჩუა  საქართველოს მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლეა. მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი დაქორწინდნენ 2014 წლის 10 სექტემბერს. მათ ხელი დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოაწერეს. საქორწინო ხელისმოწერისას მოწმეები მათი შვილები - ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა იყვნენ. 2015 წლის 2 თებერვალს მეორე შვილი შეეძინა. პრეზიდენტის ვაჟს ბაბუის სახელი, თეიმურაზი (თემიკო) დაარქვეს. მოგვიანებით კი ისინი კიდევ ერთი ბიჭის, თომას მშობლები გახდნენ.

maka-chichua

მაშო ჩიჩუა მაკა ჩიჩუას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გოგონას მამა მუსიკოსი დიმა დადიანია, თუმცა მაშო დღემდე დედის გვარზეა. დიმა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვინც ელექტრო­ნულ მუ­სი­კას ქმნი­და.

მაშოს მეუღლე მინდია გოგოჭური იყო, რომელიც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ის რამდენჯერმე დააკავეს და მაშო მის მოსანახულებლად ციხეშიც ხშირად დადიოდა. 2020 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მაშო და მინდია ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილს ქორწინებაში შვილი არ შეძენია.