"უფროსი ჩემი ალი-კვალია, მასაც შარშან დაეწყო თვალის პრობლემა და ახლა მაგის მოგვარებაში ვართ" - თედო ბექაური მამის ამპლუაში - Marao

"უფროსი ჩემი ალი-კვალია, მასაც შარშან დაეწყო თვალის პრობლემა და ახლა ამის მოგვარებაში ვართ" - თედო ბექაური მამის ამპლუაში

2026-03-05 12:12:49+04:00

თედო ბექაური, ბიჭი, რომელიც საზოგადოებამ ფილმიდან "გაღმა ნაპირიდან" გაიცნო, დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან მალევე მოიგო ქართველი გულშემატკივრის გულები. თედო დაოჯახებულია, მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

ცოტა ხნის წინ ის "შენი ამბავი თაიასთან" სტუმარი იყო,სადაც მან შვილებზე ისაუბრა. მსახიობის თქმით უფროს შვილს მასსავით თვალტან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

"ორი შვილი მყავს, უფროსი ჩემი ალი-კვალია გარეგნობით, ყველაფრით აბსოლუტურად მგავს. მასაც შარშან დაეწყო თვალის პრობლემა და ახლა მაგის მოგვარებაში ვართ. ახლა ოთხი წლიასაა. მადლობა ღმერთს, რომ მხედველობა ჩემსავით არ აკლია, მხედველობა აქვს. რაღაც კბილის პრობლემა შეექმნა, რაღაცეები დაემთხვა და გადაეხარა თვალი ნერვიულობაზე... სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი რა მოხდა" - ამბობს თედო. 

თედო ბექაური

თედო ბექაურმა 2009 წელს გიორგი ოვაშვილის ფილმში „გაღმა ნაპირი“ შესრულებული როლით თავი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს გააცნო. ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კ/ფესტივალზე 2009 წლის 7 თებერვალს გაიმართა. 2009 წლის განმავლობაში ფილმი ნაჩვენები იყო ოცდაათამდე ქვეყანაში, ორმოცდაათამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე. თედო ბექაურმა შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, პალმ სპრინგის საერთაშორისო კ/ფესტივალი (აშშ) (2010) – ფიპრესის ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი (ბანგლადეში, 2010) – ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და სხვ.

"მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ოც­ნე­ბია. ყვე­ლა­ფე­რი ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვი­თო­ბის შე­დე­გია. ერთ დღეს, თბი­ლის­ში, თვა­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნა დე­დამ, სა­დაც სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი გი­ორ­გი ოვაშ­ვილს, რო­მელ­საც შვი­ლე­ბი ჰყავ­და ექიმ­თან ვი­ზიტ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი. ამ შეხ­ვედ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბა ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა. ვი­ზი­ტის მო­ლო­დინ­ში ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ქალ-ვაჟ­მა მი­ი­პყრო ჩემი ყუ­რა­დღე­ბა, ცელ­ქობ­დნენ. ბიჭს ხელ­ში რა­ღაც სა­თა­მა­შო ეჭი­რა, თა­მა­შობ­და, უცებ გო­გომ გა­მოს­ტა­ცა და თავ­ში ჩა­არ­ტყა. ამა­ზე გუ­ლი­ა­ნად გა­და­ვი­ხარ­ხა­რე. თურ­მე სწო­რედ ამ სი­ცი­ლით მი­ვიქ­ციე რე­ჟი­სო­რის ყუ­რა­დღე­ბა. მო­ვი­და, გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა. მერე დე­და­ჩემს გა­ე­სა­უბ­რა და გა­და­წყვი­ტეს, სინ­ჯებ­ზე მი­ვეყ­ვა­ნე." - იხსენებდა თედო.

tedo-bekauri

თედოს მეუღლე ანა ხუციშვილია, მან ერთ-ერთ ინტერვიუში მეუღლის გაცნობის ისტორიაც გაიხსენა

„რომ დავინახე, პეპლები ამიფრინდა მუცელში... ჯერ მეგობრობით დავიწყეთ, მეგობრობა შეყვარებულობაში გადაიზარდა და ა.შ.“ – ამბობდა თედო მეუღლის შესახებ. როგორც მსახიობი ამბობს, შეყვარებულები დაახლოებით 1 წელი იყვნენ, შემდეგ კი დაოჯახდნენ.