"მინდა ვუთხრა ქალებს, რომ ნუ გეშინიათ სიმარტოვის... საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ „უნდა მყავდეს“ ვინმე გვერდით" - ნანკა კალატოზიშვილის ინტერვიუ - Marao

"მინდა ვუთხრა ქალებს, რომ ნუ გეშინიათ სიმარტოვის... საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ „უნდა მყავდეს“ ვინმე გვერდით" - ნანკა კალატოზიშვილის ინტერვიუ

2026-03-05 15:51:04+04:00

"მიყვარს ხალხმრავლობა, უბრალოდ დოზირებულად. 3-დღიანი ფესტივალები რომ არის, სადაც ბევრი ხალხია, ასეთ ადგილებში ვერ დავდივარ. არ გამჩენია ამის სურვილი არასდროს. უფრო ინტროვერტი ვარ.

მარტო დასვენება მიყვარდა ყოველთვის, სანამ დანი გაჩნდებოდა, წავსულვარ 4-5 დღით დასასვენებლად მარტო. თავს მარტო არასდროს ვგრძნობ. სიმარტოვესა და განმარტოებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. სიმარტოვე არ მიყვარს, მაგრამ საკუთარ თავთან განმარტოება - კი. შემიძლია ვიცეკვო, ვიმღერო, დავწერო, წავიკითხო, ვისეირნო, ვათვალიერო...

nanka

ქალებს რომ ვაკვირდები ხოლმე, სიმარტოვის შიშით დგამენ ბევრ ნაბიჯს. თუნდაც, ფიქრობენ, რომ მამაკაცი უნდა გყავდეს გვერდით აუცილებლად. საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ „უნდა მყავდეს“ ვინმე გვერდით, თუ საჭირო იქნება, მეყოლება, მაგრამ ამის გამო ცუდად ვიყო და ვინერვიულო, რომ მარტო ვარ, არ ვთხოვდები - ეს მგონია, რომ სიმარტოვის შიშისგან მოდის. მე მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ არის ამ ცხოვრებაში საინტერესო, რაც მამაკაცის გარეშეც შეგიძლია გააკეთო.

იმ მაგალითების გამო, რაც ვნახე, სულ მინდა ვუთხრა ქალებს, რომ ნუ გეშინიათ სიმარტოვის. მესმის, რომ ძალიან მაგარია, როცა ძლიერი ზურგი და ვიღაცის იმედი გაქვს, მაგრამ როცა ეს არ არის, ტრაგედიად არ უნდა აღიქვა", - ამის შესახებ ნანკა კალატოზიშვილმა ხატია ქირიას პოდკასტში ისაუბრა. 

ნანკა კალატოზიშვილის ოჯახი და კარიერა 

ნანკა კალატოზიშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის მქონე ქალად ითვლება. 2000 წელს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გახდა რუსთაველის თეატრალური სარდაფის მსახიობი. 

nanka

მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ფილმები: "მიდიოდა მატარებელი", "რევერსი", "გრაფიტი", "ტრილოგია", "ოცნების ქალაქი"...

ნანკა კალატოზიშვილის და დათუნა გოცირიძის წყვილი, შეიძლება ითქვას, იყო პირველი შოუბიზნესური წყვილი, რომელიც საკუთარ გრძნობებს არ მალავდა. დათუნა და ნანკა მაყურებელმა აჩიკო მეფარიძის კლიპიდან „მშვიდობით“ გაიცნო.

  • "ყველანაირად ბედნიერი ვიყავი... თითქოს ეს იყო ადამიანი, რომელსაც მთელი ბავშვობის განმავლობაში ვეძებდი" - ქეთათო ჩარკვიანი ირაკლი ჩარკვიანთან ურთიერთობაზე

"მას შემდეგ, რაც შვილი გამიჩნდა, სამყაროს მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და განსაკუთრებით, შვილის მიმართ. ალბათ, ამიტომაც ვლაპარაკობ ბევრს რაღაცებზე და ვაპროტესტებ. მანამდეც არ ვიყავი ჩუმად, თუ რამე არ მომწონდა, მაგრამ ბავშვის მერე გაასმაგებულად დამეწყო. მივხვდი, რომ ჩემი ბავშვის მომავალი და ზოგადად, ახალი თაობის მომავალი, წყდება და სიჩუმე დანაშაულია! ეს რომ არ გავაკეთო, მერე დანი მოტრიალდება, მეტყვის - რას აკეთებდი, არ შეგაწუხა ამან?!

ზოგადად, კომენტარებით დიდად არ ვინტერესდები. მივხვდი, რომ არ ვარ ექიმი. ასე რომ იყოს, დიაგნოზისთვის, კვლევისთვის საინტერესო იქნებოდა, რა დონის სიგიჟესთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანები ასე გლანძღავენ. მაგრამ სჯობს, ასე დაიცალონ ვირტუალურ სივრცეში და გარეთ ნაკლები ზიზღით გამოვიდნენ. მგონია, რომ მე მათ ვეხმარები. როდესაც შენი შვილი გაიზრდება და გკითხავს, რას აკეთებდი და "ვტროლაობდიო", რომ ეტყვი, ძალიან უხერხულია ამით რომ ხარ დაკავებული და მეტი საქმე რომ არ გაქვს. არცერთი ეს ადამიანი მე არ მიცნობს, საოცარი ცილისწამებებია. ისეთ რამეებს მაბრალებენ, ასე რომ მეცხოვრა, ალბათ, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი." - თქვა მსახიობმა და სამოქალაქო აქტივისტმა გადაცემაში "სთორი".

nanka

  • "რეალურ პრობლემებს შევეჯახე, რომლებიც არ ფილმში მინახავს, არც წამიკითხავს და არც მოუყოლიათ…“ - ანი ბებია მეუღლის, დამოკიდებულებისა და მასთან გამკლავების შესახებ

ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ. თავდაპირველად მეგობრობდნენ, შემდეგ კი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და 5-წლიანი რომანი ჰქონდათ. ნანკას და დათუნას რომანი ქორწინებით არ დასრულდა, თუმცა, რატომ დაშორდნენ, უცნობია. დათუნას დღეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. რაც შეეხება ნანკას, მას და ირაკლი კედიას პატარა დანიელი ჰყავთ, თუმცა, მათი ოჯახი, სამწუხაროდ, დაინგრა.

„დანის მამაა, სულ მეყვარება. იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაღაც პერიოდი ხალხს ეგონა, რომ შევრიგდით. ჩემი ოჯახის წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი, და სულ მენდომება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი. ძალიან მჭირდება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი“, – აღნიშნა ნანკამ გადაცემა „სთორიში“.