"არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვართ მთავრობის წარმომადგენლები, არც სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობთ და არც ვინმესგან რამეს ვიღებთ" - სალომე გოგიაშვილი კრიტიკოსებს პასუხობს - Marao

"არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვართ მთავრობის წარმომადგენლები, არც სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობთ და არც ვინმესგან რამეს ვიღებთ" - სალომე გოგიაშვილი კრიტიკოსებს პასუხობს

2026-03-06 10:16:28+04:00

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობის გამო არაერთი ქართველი სამშობლოში სპეციალურად დანიშნული ფრენებით დაბრუნდა. მათ შორის იყო მოდელი სალომე ღვინიაშვილი, რომელმაც ჩამოფრენისთანავე მედიასთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი მოსახლეობის ევაკუაცია შეძლო. მის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა და რამდენი დღეა, განხილვის საგანია. 

სალომემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.

სალომე ღვინიაშვილის განცხადება

"გულწრფელად ვერ გავიგე, რატომ არ გვიხარია ის, რაც საქართველომ შეძლო, მაშინ როცა ბევრმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. როცა რაღაც კარგი ხდება, რატომ არის რთული ამის აღიარება?

ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, როცა კარგს ვაფასებთ და ვამბობთ. ისევე როგორც, ბუნებრივია, როცა კრიტიკასაც გამოვთქვამთ ან პროტესტსაც ვაფიქსირებთ, როცა რაღაც არ მოგვწონს. ეს პოლიტიკურ მხარეებზე არ უნდა გადიოდეს, საბოლოოდ ეს ჩვენი საერთო ქვეყანაა.

ასევე მინდა მივმართო იმ ადამიანებსაც, რომლებიც უკვე მეორე დღეა უკვე ჩემი ლანძღვით არიან დაკავებული. მეგობრებთან ერთად ვიყავი დასასვენებლად. არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვართ მთავრობის წარმომადგენლები, არც სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობთ და არც ვინმესგან რამეს ვიღებთ. ვშრომობთ და ვცხოვრობთ ჩვენი შრომით. შესაბამისად, როდესაც მომინდება ჩემი შემოსავლით წავალ იქ სადაც მინდა.

რაც შეეხება ე.წ "მთავრობის სიებს", ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის, რამდენად არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომ ამ თემას აღარ გავაგრძელებ. 

და ბოლოს, მადლობა ყველას, ვისაც უბრალოდ გაუხარდა ჩემი მშვიდობით დაბრუნება ქვეყანაში" - წერს სალომე ღვინიაშვილი.

salome-gogiashvili

  • „ქარიშხლები ვერ შეგვარყევენ..." - რას წერს დუბაიდან თბილისში დაბრუნებული ქეთო თოფურიძე 

რა მდგომარეობაა ირანში?

ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაიძაბა, რადგან აშშ-მა და ისრაელმა ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს ირანის წინააღმდეგ. მიმდინარეობს საჰაერო და რაკეტული დარტყმები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ირანის დედაქალაქ თეირანში. ეს ოპერაცია მიზნად ისახავდა ირანის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის დაქვეითებას. აშშ-ისა და ისრაელის ლიდერები აცხადებენ, რომ ეს ოპერაცია იყო აუცილებელი მათი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ირანის სამხედრო პროგრამის შეჩერებისთვის. 

ამ შეტევის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამეინი დაიღუპა. აიათოლას სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა ირანული სახელმწიფო მედიის მხრიდანაც. ამის გამო ირანში  40-დღიანი გლოვა გამოცხადდა, ხოლო ხელისუფლებამ დანიშნა დროებითი მმართველი  აიათოლა ალირეზა არაფი. 

  • "თქვენ ხომ ასე მასწავლეთ, მეც ასე გეტყვით - ღმერთს ებარებოდეთ" - მაია ასათიანი ირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება 

ამ დროისთვის ირანს მხო­ლოდ 2 უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი ჰყავ­და. ერთი იყო აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნეი, მე­ო­რე კი დიდი აია­თო­ლა რუ­ჰო­ლა ხო­მე­ი­ნი, რო­მე­ლიც 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ხო­მე­ი­ნი ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­ის მთა­ვა­რი ფი­გუ­რა იყო და ქვე­ყა­ნას ერაყ­თან რვაწ­ლი­ა­ნი ომის დროს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

2025 წლის ბოლოს დაიწყო პროტესტი, რაც მალე გადაიზარდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ არეულობაში ბოლო. პირველი გამოსვლები გამოწვეული იყო ეკონომიკური პრობლემებით, ინფლაციით, უმუშევრობითა და ფასების ზრდით, ამასთან ტელეფონისა და ინტერნეტის დაბლოკვით. ეს ყველაფერი კი სულ მალე გადაიზარდა ფართო მოძრაობაში, რომელიც ითხოვდა მმართველი ხელისუფლების შეცვლასა და ფუნდამენტურ ცვლილებებს. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობის მხრიდან ძალიან მძიმე დაპირისპირება მოჰყვა. ათიათასობით ქუჩაში გამოსული მომიტინგე დახოცეს და დაკავებულებს კი სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანეს.