რა სჭირდებათ ქალებს? - Marao

რა სჭირდებათ ქალებს?

2026-03-06 10:48:03+04:00

გაზაფხული განახლების დროა და ჩვენი სილამაზის რუტინაც ცვლილებებს ითხოვს. შრატი თუ პეპდიდი? კოლაგენი თუ ჰიალურინის მჟავა? სახის ნაჭრის ნიღაბი თუ გელ-ნიღაბი? თვალის კრემი თუ პაჩები? 

რა სჭირდებათ რეალურად ქალებს სილამაზისთვის და როგორ უნდა შეარჩიოთ ის პროდუქტები, რაც მართლა გჭირდებათ?  

შერჩევისას კი ვითვალისწინებთ კანის ტიპს, სეზონს, ჩვენი ცხოვრების სტილს, რიტმს, სურვილებსა და ბიუჯეტს. რომელი კანის მოვლისა და ჰიგიენის პროდუქტები შეიძლება გვჭირდებოდეს ჩვენს რუტინაში და რატომ?

  • Mizon-ის კოლაგენის კუშონი თუ Missha-ს BB კრემი?

კუშონიც და BB კრემიც მაკიაჟისთვის განკუთვნილი პროდუქტები, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულებისთვის ვიყენებთ. არჩევანის გაკეთება კი მარტივია, როცა ვიცით, რომელი რა შემთხვევაში გვაძლევს საუკეთესო შედეგს:

Mizon Vegan Collagen Cushion (SPF38/PA++) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კორეული პროდუქტია, რომელიც ერთდროულად აერთიანებს მაკიაჟს, მზისგან დამცავსა და კანის მოვლას. მისი ფორმულა გამდიდრებულია ვეგანური კოლაგენით, ჰიალურონის მჟავითა და პანთენოლით.

psp 

კუშონი იდეალურად ერგება თითქმის ყველა ტიპის კანს: მშრალს, გაუწყლოებულს, მგრძნობიარეს, კომბინირებულსა და ნორმალურს; უზრუნველყოფს დატენიანებას მთელი დღის განმავლობაში. კოლაგენი ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას. კუშონი იდეალურია მათთვისაც, ვისაც მიმიკური ნაოჭები და წვრილი ხაზები აწუხებს - პროდუქტის მსუბუქი ტექსტურა იდეალურად ნაწილდება კანზე, არ ჯდება ნაოჭებში, ვიზუალურად ასწორებს მათ და ახალგაზრდულ იერს სძენს კანს. 

პროდუქტი ნორმალურ და კომბინირებულ კანს სძენს მბზინავ ეფექტს, თუმცა თუ ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანი გაქვთ, შეიძლება, დასაფიქსირებელი პუდრის გამოყენება ან კუშონის რამდენჯერმე განახლება დაგჭირდეთ. 

Missha-ს BB კრემი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი BB კრემია, რომელიც ერთდროულად მაკიაჟისა და კანის მოვლისთვის არის განკუთვნილი -  პროდუქტი უზრუნველყოფს ტონალური კრემის მსგავს იდეალურ დაფარვას, იცავს კანს მზის UV სხივებისგან და ატენიანებს მას. 

psp 

პროდუქტი იდეალურად ერგება ყველა ტიპის კანს.  საუკეთესოდ თავსებადია პრობლემურ, მგრძნობიარე და მშრალ კანთან, იდეალურად ფარავს აკნეს შემდგომ ლაქებსა და პიგმენტაციას, უზრუნველყოფს დატენიანებას ჰიალურონის მჟავისა და კერამიდების მეშვეობით, არ ჯდება ნაოჭებში, არ საჭიროებს განახლებასა და დაფიქსირებას. 

Missha-ს ეს BB კრემი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს დილით მინიმალურ დროში მიიღოს მაქსიმალური შედეგი -  დატენიანება, მზისგან დაცვა და  კანის თანაბარი ტონი.

  • Algologie-ს ბუსტერი თუ COSRX-ის სახის ზეთი?

კანის მოვლის რუტინაში ყველა პროდუქტს განსხვავებული დანიშნულება აქვს, სხვადასხვა ტიპის კანს კი მისთვის თავსებადი ფორმულების შერჩევა სჭირდება. 

Algologie-ს ბუსტერი ღრმად ატენიანებს კანს და ზრდის ყოველდღიური დამატენიანებელი საცხის ეფექტურობას. მისი ფორმულა შედგება ჰიალურონის მჟავისგან, რაც ინარჩუნებს კანის ტენიანობას  და არბილებს მას. არის კანის საჭიროებებზე მორგებული გელის კონსისტენციის სითხე. დამატენიანებელი ბუსტერი აძლიერებს ამ ხაზის სახის კანის მოვლის საშუალებების ძლიერმოქმედ თვისებებს. 

psp 

პროდუქტი თავსებადია ყველა ტიპის კანისთვის. განსაკუთრებით რეკომენდებულია კომბინირებული, მგრძნობიარე, პრობლემური, ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, რადგან უზრუნველყოფს დატენიანებას ფორების დახშობის გარეშე. 

COSRX-ის სახის ზეთი 0,5%-იანი რეტინოლის შემცველობით იდეალურია გამომშრალი, ნაოჭებისა და წვრილი ხაზებისკენ მიდრეკილი კანისთვის. უზრუნველყოფს კანის გამკვრივებას, უბრუნებს მას ელასტიკურობას, ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას, ღრმად ატენიანებს კანს. 

პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, პარაბენებსა და მინერალურ ზეთებს. თუ გაწუხებთ აკნე და გამონაყარი, პროდუქტი თავდაპირველად, კანის კონკრეტულ ნაწილზე გამოცადეთ, თუ რამდენიმე გამოყენების შემდეგ, არც ალერგიული რეაქცია გქონდათ და არც ფორების დახშობამ შეგაწუხათ, მშვიდად შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელ სახეზე, კვირაში 2-3-ჯერ, მხოლოდ საღამოობით.

psp

რამდენიმე კვირის შემდეგ შეამჩნევთ ფორების ხილვადობის შემცირებას, ნაკლებად შეგაწუხებთ გამონაყარი, კანი იქნება უფრო ჯანსაღი და დატენიანებული, ვიდრე მანამდე. 

ყოველ დილით აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები.

  • SVR-ის დემაკიაჟის ზეთი თუ Gamarde-ის მიცელარული წყალი?

შევადაროთ, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს უკეთესი არჩევანი დემაკიაჟის ზეთი და რა შემთხვევაში, მიცელარული წყალი:

SVR-ის დემაკიაჟის ზეთი ეფექტური გამწმენდი საშუალებაა მათთვის, ვინც ყოველდღიურად ატარებს წყალგამძლე მაკიაჟს, განსაკუთრებით კი ტუშსა და ტუჩსაცხს მატირების ეფექტით. ზეთი საფუძვლიანად აშორებს მაკიაჟს სახიდან, თვალებიდან და ტუჩებიდან, გამდიდრებულია მცენარეული ზეთებით, რისი მეშვეობითაც შლის ყველაზე მდგრად მაკიაჟის ფორმულებს, არ ტოვებს ცხიმოვან კვალს. არის არაკომედოგენური და განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის (თუნდაც ყველაზე მგრძნობიარისთვის). 

psp 

ამასთან, პროდუქტი გაჯერებულია E ვიტამინით, რომელსაც ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს.

psp

Gamarde-ის მიცელარული წყალი 100%-ით ბუნებრივი წარმოშობის ორგანული პროდუქტია, რომელიც შექმნილია კანის ნაზად გაწმენდისა და დატენიანებისთვის. ის თავსებადია ყველა ტიპის, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე კანთან, ეფექტურად აშორებს მაკიაჟს, ამშვიდებს და ატენიანებს კანს. 

  • Essence-ის ტუში თუ Catrice-ის კრემ-ბრონზერი?

რომელი უფრო გვჭირდება სრულყოფილი მაკიაჟის მისაღებად თუ მათი კომბინაცია მოგვცემდა სასურველ შედეგს? განვიხილოთ ორივე პროდუქტის ეფექტი:

Essence-ის ევროპაში N1 მაკიაჟის ბრენდია უსაფრთხო, მდგრადი ფორმულებითა და ხელმისაწვდომი ფასით. მისი ტუში I Love Extreme პირველივე წასმისას აძლევს წამწამებს მაქსიმალურ მოცულობას. 

psp 

შავი კრემისებრი ტექსტურა კი უზრუნველყოფს თითოეული წამწამის სრულ დაფარვას მხოლოდ ერთი გამოყენების შემდეგ. პროდუქტი შემოწმებულია ოფთალმოლოგების მიერ.

Catrice-ის კრემ-ბრონზერი იდეალურია მათთვის, ვისაც გარუჯული კანის ეფექტი და ბზინვარება სურს, მთელი წლის განმავლობაში. პროდუქტი ნაზად დნება კანზე, აქვს თხელი ტექსტურა და ბუნებრივი ეფექტი. თავსებადია ყველა ტიპის კანზე, თუმცა თუ განსაკუთრებით ცხიმიანი კანი გაქვთ, შეიძლება დღის განმავლობაში რამდენჯერმე განახლება დაგჭირდეთ.

psp 

პროდუქტი არ შეიცავს პარაბენებსა და ალკოჰოლს, ტესტირებულია დერმატოლოგიურად.

კანის მოვლა, საყვარელი სუნამო თუ დეკორატიული კოსმეტიკა - რომელი პროდუქტი გჭირდება შენი ყოველდღიური რუტინისთვის? თავის გასანებივრებლად დღესასწაულები სულაც არ არის საჭირო, თუმცა როგორც ყოველთვის, ქალთა დღეების ფარგლებში,   PSP-ში დაგხვდება ყველაფერია, რაც  ქალებს სჭირდებათ. 

10 მარტის ჩათვლით ესტუმრე PSP-ს, სადაც 70%-მდე ფასდაკლებები დაგხვდება!

R