მაია ასათიანის ინტერვიუ: "მაბულინგებენ, რომ შვილს სწორად არ ვგლოვობ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ფეხი ვერ გადავაბიჯე" - Marao

მაია ასათიანის ინტერვიუ: "მაბულინგებენ, რომ შვილს სწორად არ ვგლოვობ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ფეხი ვერ გადავაბიჯე"

2026-03-06 11:31:18+04:00

"როცა „პროფილისთვის“ საახალწლო გადაცემას ვამზადებდით, ჩვენი მიზანი იყო, გამოსულიყო გადაცემა ყველა ასაკის ადამიანისთვის. ამის გამო, ჩემს თავს უფლებას ვაძლევდი, მემღერა. დედაჩემისთვის რომ გეკითხათ, სიმღერა იმიტომ გამომდიოდა, რომ 7-წლედის წრეზე მატარა, ვერ ვუხსნიდი, რომ ჩემი ეს ხმა თანამედროვე აპარატურის დამსახურება იყო. 

ნუცას ამბის შემდეგ, წლები დამჭირდა, რომ სიმღერა ისევ გამებედა. 

მარინა ბერიძეც მეუბნებოდა, რომ მეცადა. ჩემი „სტაფიც“ მეუბნებოდა, რომ დაგვებრუნებინა გადაცემაში ეს ტრადიცია, მაგრამ არ მინდოდა, არ გამომდიოდა. 

მერე, ერთ მშვენიერი დღეს, დოი [დავით დოიაშვილი] დამეხმარა, დამაძალა. ბოლო კადრი, სადაც თეთრ ციგაზე ვდგავარ და „ახალი თეატრის“ მსახიობებთან ერთად ვმღერი, დოის დამსახურებაა და გამომივიდა. 

  • "არასოდეს მცმია თეთრი კაბა... " - მაია ასათიანი ახალ კადრებს აქვეყნებს

maia

სიმღერა გამომივიდა, მაგრამ არ გამომივიდა ხუმრობა. ვანო ჯავახიშვილმაც დამპატიჟა, „კაცებისგანაც“ დამირეკეს, როგორც ამბობენ, მგონი, არ მაქვს ცუდი იუმორი, მაგრამ ვერ მივეცი ჩემს თავს ამის უფლება. 

ხომ ჰგონიათ, რომ საცურაო კოსტიუმით დავდივარ, მაბულინგებენ, რომ შვილს სწორად არ ვგლოვობ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ფეხი ვერ გადავაბიჯე. ახლა მივხვდი, რომ ვარ მსუბუქად და შემიძლია ხუმრობაში აგყვეთ. „ყოჩაღ, მაია“ - ჩემს თავს მინდა ვუთხრა, მადლობა, რომ ეს შემაძლებინეთ", - ამის შესახებ ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა გიორგი მახარაშვილისა და გიორგი კალატოზის პოდკასტში ისაუბრა. 

maia

მაია ასათიანის ოჯახი და კარიერა

მაია ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ტელე-პერსონაა თანამედროვე საქართველოს მედიასივრცეში. მის სახელს არაერთი გადაცემა უკავშირდება. განსაკუთრებული პოპულარობა კი საავტორო შოუ "პროფილმა" მოუტანა. 

 მაია ასათიანმა ტელევიზიაში კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი გამოჩენა მაყურებელმა გადაცემა "ალიონში" იხილა, რითაც ახალგაზრდა წამყვანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდგომ წლებში კი იგი კორესპონდენტის ამპლუასაც წარმატებით ირგებდა. 2000-იანი წლების დასაწყისში მაია ასათიანმა წამოიწყო საავტორო გადაცემა "პროფილი", რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა და მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემად ქართულ ტელესივრცეში. გადაცემაში გაჟღერებული ადამიანური ისტორიები, გულწრფელი საუბრები მაიას ხელწერად იქცა.

  • "55 წლის ვხდები, არ მესმის, რატომ უნდა ჩავიტარო ინექცია" - მაკა ჩიჩუა სილამაზის ტენდენციებსა და პირად არჩევანზე

მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს... მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ.

maia

რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელის შემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს", - ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.

შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი.