"ეს არის ძალიან სევდიანი რეალობა, მაგრამ ძალიან ლოგიკური" - შორენა ბეგაშვილი ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"ეს არის ძალიან სევდიანი რეალობა, მაგრამ ძალიან ლოგიკური" - შორენა ბეგაშვილი ვიდეოს აქვეყნებს

2026-03-09 11:18:09+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შორენა ბეგაშვილი დაინიშნა. "I said YES! 4 წელი ერთად, საოცარი თავგადასავლებით სავსე. მსოფლიოს ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ და ხელი სახლში დივანზე მთხოვა", - დაწერა მან და ფოტოები გამოაქვეყნა. შორენა ბეგაშვილის რჩეული 65 წლის ქართველი ბიზნესმენი მამუკა ურუშაძეა. წყვილს შორის 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. 

შორენა ბეგაშვილის ხელის თხოვნის ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - რამდენიმე დღის მანძილზე საუბრის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. შორენა ბეგაშვილმა უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღო, თუმცა როგორც ყოველთვის, ნეგატიური კომენტარები ამ შემთხვევაშიც გამოერია. 

  • "არ ვიცი, გაუგებარი ამბავია... გაუხარდათ კი არა, ვენები გადაიხსნეს" - შორენა ბეგაშვილის ვიდეომიმართვა

„ახლა ვკითხულობდი კომენტარებს და მინდა გითხრათ უდიდესი მადლობა, ვინც მომილოცეთ, ვისაც გაგიხარდათ, ვინც მგულშემატკივრობთ მთელი ამ წლების განმავლობაში. პოსტს აქვს 4 მილიონი ნახვა, 45 000-ზე მეტი გადაგზავნა... არ ვიცი, გაუგებარი ამბავია. პატარა ტელევიზია მაქვს ჩემს ინსტაგრამში. თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, ვისაც გაუხარდათ კი არა, არ ვიცი, ვენები გადაიხსნეს. მე მესმის თქვენი... მესმის, მაგრამ ძალიან მეზარება ამ ამბავზე რაიმეს თქმა.. გკოცნით!“ - ამბობდა მოგვიანებით შორენა ბეგაშვილი გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ამჯერად შორენა ბეგაშვილი საკუთარ გვერდზე ფსიქოლოგ ილია ნიკაჭაძის მონოლოგს აქვეყნებს, სადაც ის ბედნიერებასა და ბედნიერების გაზიარებაზე საუბრობს: 

„ადამიანები გისურვებენ ბედნიერებას, მაგრამ იწყებენ შენს სიძულვილს, როგორც კი ბედნიერი ხდები. ეს არის ძალიან სევდიანი რეალობა, მაგრამ ძალიან ლოგიკური. 

როცა შენ ბედნიერი ხდები, შენი ბედნიერება არის ფანარი, რომელიც მათ უბედურებას თვალსაჩინოს ხდის. ადამიანი ვერ ხედავს საკუთარ ცუდად ყოფნას, სანამ გვერდზე მას არ დაუყენებ კარგად მყოფ ადამიანს.

  • შორენა ბეგაშვილი გათხოვდა: 3-მილიონიანი ბრილიანტის ბეჭედი და ხელის თხოვნა სახლში

ერთი ძალიან მაგარი ისტორიაა: შერლოკ ჰოლმსი ეუბნება ვატსონს – მე ძალიან მიყვარს შენთან ერთად სეირნობაო. ვატსონს გაუხარდება, კომპლიმენტად მიიღებს და როდესაც ჩაეძიება: „რატომ გიყვარს ჩემთან ერთად სეირნობაო?“, შერლოკი თავისი ბასრი, შავი იუმორით პასუხობს: „იმიტომ, რომ შენს გვერდით უფრო მაღალი ვჩანვარ“.

shorena

შორენა ბეგაშვილის ოჯახი და კარიერა

შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.

შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.

shorena

შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი ეხება მისი და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, დავით მუხრანელის რომანს.

შორენა ბეგაშვილისა და "კანონიერი ქურდის", ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოება ასევე ბევრს საუბრობდა,  შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. წყვილი დაშორდა და მას შემდეგ შორენა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდება. 

  • "მილიონი ნახვა 16 საათში - მადლობა ევას" - შორენა ბეგაშვილის ვიდეო ქალიშვილთან ერთად, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა

შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს.