გელა ბარკალაიას განსაკუთრებული საჩუქარი რძალს: "ხომ ყველაფერი გაქვთ? არაფერი გაკლიათ" - Marao

გელა ბარკალაიას განსაკუთრებული საჩუქარი რძალს: "ხომ ყველაფერი გაქვთ? არაფერი გაკლიათ"

2026-03-09 12:19:05+04:00

მოდელი სალომე სალაყაია ქართველი ბიზნესმენის, გელა ბარკალაიას შვილის, მათე ბარკალაიას მეუღლეა. სალომე ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მათეს და სალომეს ნიშნობა გელა ბარკალაიას მშობლებისა და ბებია-ბაბუის საფლავზე გაიმართა. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი საქორწინო საჩუქრები იყო. 

გელა ბარკალაია ამჯერად გამომწერებს 8 მარტთან დაკავშირებულ ვიდეოს უზიარებს. მან რძალს ქალთა დღე განსაკუთრებული საჩუქრით მიულოცა და მხატვარ გიორგი გიორგობიანის მიერ შესრულებული პორტრეტი გადასცა. 

salome-salakaia

salome-salakaia

  • ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ გელა ბარკალაიას შვილი და რძალი: სალომე სალაყაიას წარმატებული სამოდელო კარიერა, გრანდიოზული ნიშნობა და ოჯახი 

ვინ არის სალომე სალაყაია

სალომე სალაყაია ახალგაზრდა წარმატებული მოდელია. მისი პორტფოლიო მოიცავს ისეთ ბრენდებსა თუ კომპანიებთან თანამშრომლობას, როგორებიცაა: Meraki, Ninea, SPORT'S MOOD, Lovemark, SpoiledChild, MON•MOOD, MOLMAUNI, KOKHIA.

სალომეს გვერდზე არაერთ კადრს შეხვდებით სტუდიური გადაღებიდან, ის აქტიურად მუშაობს ფოტოგრაფებსა და დიზაინერებთან. 

22 წლის მოდელის ცხოვრება ახლა განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ბევრი არაფერია ცნობილი მისი განათლებისა და ოჯახის შესახებ, თუმცა ხშირად აზიარებს კადრებს რჩეულთან ერთად. როგორც ცნობილია, მათე ბარკალაიამ მშვენიერ სალომეს ხელი 2025 წლის 31 იანვარს ამსტერდამში მოულოდნელად სთხოვა. „სიყვარულის 4 წელი, უსასრულო ბედნიერება და ახლა მთელი ცხოვრება წინ“, - წერდა მაშინ სალომე. 

salome-salakaia

  • ხმაურიანი ვიდეოს შემდეგ გელა ბარკალაიას სარძლო კითხვებს პასუხობს: რას წერს მშვენიერი მოდელი, სალომე სალაყაია 

salome-salakaia

ერთად ყოფნის 4 წლის მანძილზე წყვილი ბევრს მოგზაურობდა, მათესგან განსხვავებით, სალომე საჯაროდ რომანტიკულ კადრებს ხშირად აზიარებდა. ცოტა ხნის წინ მათ საბერძნეთის ულამაზეს კუნძულებზე იმოგზაურეს, ახლა კი ნიშნობის განსხვავებული ცერემონიალით საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცნენ. 

მათე ბარკალაიას მამა ბიზნესმენი გელა ბარკალაიაა, რომლის სახელი და გვარიც, მისი საქმიანობის მიღმა, ეპატაჟური ვიდეოების წყალობით უფრო ფართო აუდიტორიამ გაიგო. გელა ბარკალაია  კომ­პა­ნია "მათე მო­ტორ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელია, რომელიც 2005 წელს დარეგისტრირდა.