"მე კეროლაინ ბესეტის ღამის კოშმარი ვიქნებოდი" - ნუკი კოშკელიშვილის განსხვავებული სტილი და არაორდინალური ლუქები - Marao

"მე კეროლაინ ბესეტის ღამის კოშმარი ვიქნებოდი" - ნუკი კოშკელიშვილის განსხვავებული სტილი და არაორდინალური ლუქები

2026-03-09 13:22:29+04:00

"დიდი პატივისცემის მიუხედავად, მე კეროლაინ ბესეტის ღამის კოშმარი ვიქნებოდი", - წერს სოციალურ ქსელში ნუკი კოშკელიშვილი და საკუთარი სტილის ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს. ნუკი ცნობილია თავისი არაორდინალური სტილით, თამამი, ხშირად ორიგინალური "ლუქებით", ბუმბულები, ბრჭყვიალები, განსხვავებული პრინტები - მისი ჩაცმულობის განუყოფელი ნაწილია. 

  • მატილდა გვარლიანი სტილის ტრანსფორმაცია - ახალგაზრდა მოდელი ახალი ვარცხნილობითა და იმიჯით

რატომ კეროლაინ ბესეტი? 

კეროლაინ ბესეტ-კენედის სტილი დღესაც, ათწლეულების შემდეგ, Effortless Chic-ისა და Quiet Luxury-ის ეტალონად ითვლება. მისი გავლენა თანამედროვე მოდაზე  უზარმაზარია. მისი ვიზუალი ეფუძნებოდა პრინციპს: „ნაკლები არის მეტი“. 

caroline-bessette

კეროლაინი თითქმის არასდროს ატარებდა ჭრელ პრინტებს. მისი გარდერობი აგებული იყო ნეიტრალურ, ძვირფას ტონებზე - თეთრი პერანგი, ოდნავ თავისუფალი, ხშირად მამაკაცური სტილის, რომელიც ყოველთვის იდეალურად დაუთოებული ჩანდა; აბრეშუმის კაბები, რომლებიც მისი Red Carpet-ის მთავარი არჩევანი იყო;  კლასიკური ლურჯი ჯინსი, ყოველგვარი ზედმეტი დეკორაციის გარეშე. 

caroline-bessette

მისი სტილი არ იყო ტრენდებზე დამოკიდებული - ის ეყრდნობოდა ხარისხიან ქსოვილებს და სილუეტს, რომელიც სხეულზე იდეალურად იჯდა. ეს არის მოდა, რომელიც არ „ყვირის“, მაგრამ ყველაზე ძვირფასად გამოიყურება.

კეროლაინი ხშირად იყენებდა წითელ ტუჩსაცხს, როგორც ერთადერთ მკვეთრ აქცენტს თავის მონოქრომულ ჩაცმულობაში, რაც მის სახეს განსაკუთრებულ გამოკვეთილობას სძენდა.

ნუკი კოშკელიშვილის მრავალფეროვანი სტილი კეროლაინ ბესეტის მონოქრომულ ჩაცმულობასთან მართლაც დიდ კონტრასტს ქმნის. 

nuki

კეროლიან ბესეტისა და ჯონ კენედის ტრაგიკული ზღაპარი

ენედი არ ყოფილა პრინცი. არც ბესეტი - კონკია. რაც უნდა ხშირად ეხსენებინათ ისინი პრესაში, როგორც “ზღაპრული” წყვილი ან ჩვენი “სამეფო ოჯახი”, ისინი ყოველივე ამის საპირისპირონი იყვნენ. კეროლაინს თავსაბურავი ეკეთა და არა - ტიარა. ჯონი ველოსიპედით დადიოდა და არა თეთრი ცხენით. ისინი ლოფტში ცხოვრობდნენ და არა - სასახლეში. გარეთ კი შავი „Saab“ ეყენათ და არა - ოქროს ეტლი.

  • შორენა ბეგაშვილის გულწრფელი რეკომენდაცია: საუკეთესო რჩევა სახის კანის მოვლისთვის

სწორედ ეს ყველაფერი ხდიდა 33 წლის კეროლაინ ბესეტ-კენედის და 38 წლის ჯონ კენედი უმცროსს უფრო მომხიბვლელს, ვიდრე ისინი იქნებოდნენ იმ შემთხვევაში, მართლა წიგნის გმირები რომ ყოფილიყვნენ „უზრუნველი ცხოვრებით“. როდესაც ახალგაზრდობის, სილამაზის, ფულის, ძალაუფლების, დიდების, წარმომავლობის, დახვეწილობისა და სტილის ჯადოსნურ განტოლებას თანამედროვეობის ელემენტს დაუმატებთ, მიიღებთ იმას, რაც მათ ჰქონდათ: უნარი, დაატყვეონ მსოფლიო, იყვნენ ყოველთვის ყურადღების ცენტრში.

 როცა ვამბობთ - ყოველთვის ყურადღების ცენტრში - ვგულისხმობთ ამ სიტყვას მთელი მისი გაგებით - კეროლაინი და ჯონი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, განხილვადი წყვილია. ყველაზე მთავარი მიზეზი, რამაც ახლა ახალი ტალღა ააგორა, არის რაიან მერფის ახალი პროექტი - „American Love Story: John F. Kennedy Jr. & Carolyn Bessette“. სწორედ ამ სერიალის კადრები და გადასაღები მოედნიდან გავრცელებული ფოტოები ვირუსულად გავრცელდა TikTok-სა და Instagram-ზე. ეს პროექტი ნამდვილი საჩუქარია მათთვის, ვისაც 90-იანების ესთეტიკა, კენედების ოჯახის დრამები და მაღალი მოდის სამყარო აინტერესებს.

წაიკითხეთ სრულად