"ხშირად ვჩხუბობდით და მეტყოდა ხოლმე - "ახლა დაგტოვებ და წავალ" - ტყუპების, ნინო და მაკა კასრაძეების ამბავი - Marao

"ხშირად ვჩხუბობდით და მეტყოდა ხოლმე - "ახლა დაგტოვებ და წავალ" - ტყუპების, ნინო და მაკა კასრაძეების ამბავი

2026-03-09 15:18:06+04:00

მსახიობი ნინო კასრაძე ვიკა ბუკიას პოდკასტის სტუმარი იყო. ნინომ პოდკასტის ფარგლებში უამრავ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის მის ტყუპისცალზე, როგორც მსახიობი აღნიშნავს ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული დები არიან.

"რაღაცას ვგრძნობთ, მაგრამ დიდი დოზით არა, როგორც სხვები ამბობენ, ჩვენ ვართ სხვადასხვა კვერცხუჯრედის ტყუპები და ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან.

ერთი პერიოდი იყო, როცა მე ყველაფერი მტკიოდა, მაგრამ მას არაფერი აწუხებდა, ახლა კი პირიქით. ის მომენტი არ გვაქვს, რომ ერთმანეთისგან შორს ვერ ვიცხოვროთ. მთელი ცხოვრება ცალ-ცალკე ვცხოვრობდით.

მაკა იყო ძალიან აქტიური, მე კიდევ - ძალიან მშიშარა. ჩემი მთავარი შიში იყო, რომ ქუჩაში არ დავკარგულიყავი და დღემდე მაქვს ეს შიში. ვამბობ, რომ არ მაქვს კარგი ორიენტაციის უნარი, მაგრამ შესაძლოა ეს ამ შიშის დამსახურება იყოს და სწორედ ეს მბოჭავდეს. ძალიან მეშინოდა მარტო დარჩენის, ალბათ იმიტომ, რომ მუცელში ერთად ვიყავით. ბავშვობაში ხშირად ვჩხუბობდით და მეტყოდა ხოლმე - "ახლა დაგტოვებ და წავალ", მე კიდევ ოღონდ არ დავეტოვებინე და ყველაფერზე მივდიოდი. ძალიან ტოლერანტი ადამიანი ვარ, ვამბობ, რომ სხვისი აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი დის აზრის მიღება ყოველთვის მიჭირს. ამას შვილებზე ვერ გავბედავ, მაგრამ მაკასთან მაქვს ეს მომენტი. მე მაკას ვუდგები ჩემი პოზიციით. მაკას ყოველთვის რაღაცას ვასწავლიდი. ყოველთვის ჩემი ცხოვრების გეგმა მიმაჩნდა სწორად", - ამბობს ნინო კასრაძე

ნინო კასრაძე  

ნინო კასრაძე დაიბადა 1970 წლის 3 მარტს, თბილისში. 1993 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო ამავე წლიდან. 90-იანი წლების ნინოს წარმატებული კარიერის დასაწყისად იქცა. სწორედ ამ პერიოდში ითამაშა მან არაერთი მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის, ფილმებში: „ორფეოსის სიკვდილი“, „მარტოობის ორდენის კავალერი“,  „ნეტავ აღარ იწვიმოს“... მოგვიანებით იყო „გასეირნება ყარაბაღში“, „კომეტები“, სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები". 

მან არაერთი დაუვიწყარი როლი შექმნა "რუსთაველის თეატრის" სცენაზე სპექტაკლებში - „ლისისტრატე“,  „ელექტრა“, „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი“, „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“, „ჰამლეტი“, „მაკბეტი“ და სხვ. 

  • სალომე თოფურია - ნინო კასრაძის ქალიშვილი, რომელიც დედის გზას ბრწყინვალედ აგრძელებს 

 nino-kasradze

  • ქართული სილამაზე - ცხოვრებაში და კინოში: 4 გამორჩეული ქართველის 4 განსაკუთრებული ამბავი 

ცოტამ თუ იცის, რომ ნინო ტყუპისცალია. მისი და, მაკა კასრაძე, ერთ-ერთ რადიოში წამყვანად მუშაობს. მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია. როგორც ამბობდა, პროფესიის არჩევაში დიდი როლი სკოლამ ითამაშა. ალბათ, მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი გახდებოდა. 

ნინო სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება, თუმცა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად აწყობს სალონურ საღამოებს და საყვარელ აუდიტორიასაც ხშირად ხვდება. 

„მე ორი შვილი მყავს, გოგო - უფროსი, ბიჭი - უმცროსი. სანამ პატარები იყვნენ, მეგონა, რომ კარგი დედა ვარ. როცა დადგა ის ასაკი, რასაც თინეიჯერობას ვეძახით, მერე გამოჩნდა, რას ვთვლით ჩვენ კარგ მშობლობად და რას თვლიან თავად ბავშვები. მე ტანჯვით დავამთავრე მუსიკალური სკოლა და მეგონა, რომ ეს ჩემი შვილებისთვისაც აუცილებლობა იყო. 3-4 წლის შემდეგ თავისი გაიტანეს და არ იარეს. იხილეთ სრულად